გავრილ კაჩალინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გავრილ კაჩალინი
Dynamo Tbilisi at Schiphol airport (September 25, 1972).jpg
თბილისის „დინამო “ სხიპჰოლში (ამსტერდამი) 25 სექტემბერი, 1972
პირადი მონაცემები
სრული სახელი გავრილ კაჩალინი
დაბადების
თარიღი
17 იანვარი 1911(1911-01-17)
დაბადების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
23 მაისი, 1995 (84 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთი
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1936-1942 დინამო მოსკოვი 36 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1945–1948 ტრუდოვიე რეზერვი მოსკოვი
1949–1952 ლოკომოტივი მოსკოვი
1955–1958 სსრკ
1960–1962 სსრკ
1963 პახტკორი ტაშკენტი
1964–1965 დინამო თბილისი
1965 სსრკ 21 წლ.
1966–1968 სსრკ (ოლიმპიური)
1968–1970 სსრკ
1971–1972 დინამო თბილისი
1973–1974 დინამო მოსკოვი
1975 პახტკორი ტაშკენტი
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

გავრილ კაჩალინი (რუს. Гавриил Дмитриевич Качалин; დ. 17 იანვარი, 1911, მოსკოვი,რუსეთის იმპერია – გ. 23 მაისი, 1995, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956).

მისი მეთაურობით საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჰქონდა უდიდესი მიღწევები, ოქროს მედალ 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე, პირველი ადგილი 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ასევე იგი წვრთნიდა ამ ნაკრებს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში: 1958, 1962 და 1970.

კაჩალინთან ერთად, თბილისის „დინამომ“ პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მის ისტორიაში 1964 წელს, მოგვიანებით დაიკავა მესამე ადგილი 2-ჯერ, 1971 და 1972 წელს. ასევე მესამე ადგილი დაიკავა მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად 1973 წელს.

სათამაშო კარიერა[რედაქტირება]

კაჩალინმა კარიერა დაიწყო 1928 კლუბში სახელად „ვოლნი ტრუდი“. შემდეგ ითამაშა ქალაქ გომელის კლუბში და „დინამო“ გომელში. 1936 დან 1942 წლამდე თამაშობდა მოსკოვის „დინამოში“ . კარიერის განმავლობაში ჩაატარა 36 საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩი და 2–ჯერ გახდა ჩემპიონი, 1937 და 1940 წელს, ასევე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი 1937 წელს მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად. ასევე თამაშობდა ბასკეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.[1]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება]

კაჩალინი იყო მთავარი მწვრთნელი შემდეგ კლუბებში და ნაკრებებში:

მიღწევები[რედაქტირება]

როგორც მოთამაშე[რედაქტირება]

როგორც მწვრთნელი[რედაქტირება]

პირადი[რედაქტირება]

ხსოვნა[რედაქტირება]

კაჩალინის მემორიალური დაფა (1911-1995), მოქანდაკე: ფილიპ რუკავიშნიკოვი, გაიხსნა 2012 წლის 24 მაისს.

2012 წლის 24 მაისს, მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სანაპიროს სახლი 50–ის ფასადზე, რომელშიც გავრილ კაჩალინი ცხოვრობდა 1957–1995 წლებში, მიმაგრებულ იქნა მემორიალური დაფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Пять лет назад не стало великого тренера“, sovsport.ru, 2000-05-24. წაკითხვის თარიღი: 2007-12-29. 
  2. http://www.rusteam.permian.ru/coaches/kachalin.html