თემურ ქეცბაია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემურ ქეცბაია
Temur Ketsbaia (cropped).jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი თემურ ქეცბაია
დაბადების
თარიღი
18 მარტი, 1968 (1968-03-18) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
გალი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1986 დინამო სოხუმი
1987 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1987–1992 დინამო თბილისი 104 (23)
1992–1994 ანორთოსისი 76 (36)
1994–1997 აეკი 84 (24)
1997–2000 ნიუკასლ იუნაიტედი 78 (8)
2000–2001 ვულვერჰემპტონ უონდერერსი 24 (3)
2001–2002 დანდი 22 (6)
2002–2006 ანორთოსისი 99 (39)
ეროვნული ნაკრები
1992–2003 საქართველო 49 (16)
სამწვრთნელო კარიერა
2004–2009 ანორთოსისი
2009 ოლიმპიაკოსი
2009– საქართველო
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

თემურ ქეცბაია (დ.18 მარტი, 1968, გალი) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2010 წლიდან. 1990-იანი წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე.

ფეხბურთელის კარიერა[რედაქტირება]

საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. 1987 წელს პერსპექტიული ნახევარმცველი ქართული ფეხბურთის ფლაგმან თბილისის დინამოში გადავიდა. 1992 წელს კვიპროსულ კლუბში (ფამაგუსტას "ანორთოსისი") გადადის, 1994 წელს კი – საბერძნეთში, ათენის "AEK" ირიცხება, რომლის შემდგენლობაშიც საბერძნეთის ჩემპიონი და ფანების კერპი ხდება.

1997 წელს ქეცბაიას წარმატებული თამაში საბერძნეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ინგლისური "ნიუკასლის" სელექციონერებისთვის შეუმჩენეველი არ დარჩა და თემური, როგორც თავისუფალი აგენტი, ჩრდილოინგლისური კლუბის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფანების ფავორიტი იყო და მისმა გოლმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, კლუბი მას იშვიათად იყენებდა, განსაკუთრებით კი რუუდ გულიტის მწვრთნელობის დროს. 2000 წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმსის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" £900,000-ად აფორმებს კონტრაქტს, თუმცა აქაც დიდხანს ვერ ჩერდება და 2001 წელს შოტლანდიური "დანდის" წევრი ხდება.

მწვრთნელის კარიერა[რედაქტირება]

2002 წლის ზაფხულს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით.

2010 წლის 1 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 2010 წელი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებისთვის. გუნდს წლის მანძილზე არც ერთი თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ნაკრების წარმატებული სერიის კულმინაცია იყო ხორვატიის ნაკრებთან საშინაო მატჩი 2011 წლის მარტში, რომელიც საქართველომ ლევან კობიაშვილის გვიანი გოლით 1-0 მოიგო. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. მიუხედავად წარუმატებლობისა, 2011 წლის 13 სექტემბერს ქეცბაიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გაუფრომა.[1] თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ნაკრების გაახალგაზრდავების გამო აღარ გამოიძახებდა ვეტერანებს ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, სადაც საქართველოს მეტოქეებად ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები მოუწია, ქეცბაიას გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ ეს ციკლიც ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]