გივი ჩოხელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი ჩოხელი
გივი ჩოხელი.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი გივი ჩოხელი
დაბადების
თარიღი
27 ივნისი 1937(1937-06-27)
დაბადების
ადგილი
თელავი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების
თარიღი
25 თებერვალი, 1994 (56 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.82 მ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1956 ნადიკვარი თელავი
1956–1965 დინამო თბილისი 159 (4)
ეროვნული ნაკრები
1956–1965 საბჭოთა კავშირი 19 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1969–1970 დინამო თბილისი
1974 დინამო თბილისი
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

გივი ჩოხელი (დ. 27 ივნისი, 1937, თელავი, საქართველოს სსრ – გ. 25 თებერვალი, 1994, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.

კარიერის მანძილზე მან ითამაშა თბილისის დინამოში. კარიერის დასრულების შემდეგ იგი მოღვაწეობდა თბილისის დინამოში სხვადასხვა სამწვრთნელო პოზიციებზე (1969-1970), 1974 წელს კი გახდა მთავარი მწვრთნელი. აღიარებულია 1959 წლის საბჭოთა სპორტის მასტერად.

19 მატჩი ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, მონაწილეობდა 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1962 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც საბჭოთა კავშირმა ოქროს მედალი მოიპოვა. საბჭოთა ნაკრების დაცვის ხაზის სახელგანთქმულ ტრიოს უძღვებოდა ჩოხელი, ტრიოში ჩოხელთან ერთად შედიოდნენ ანატოლი მასლიონკინი და ანატოლი კრუტიკოვი ადრეულ 1960 წელს.

1960 წლის 10 ივლისს პარიზის პარკ დე პრენსზე იუგოსლავიის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ფინალურ მატჩში გივი ჩოხელი მეორედ გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და უაღრესად დაძაბული ბრძოლის შემდეგ , 23 წლის ასაკში, ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი გახდა, ამავე წელს (1960) საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალში მიიღო მონაწილეობა, სადაც თბილისის "დინამო" მოსკოვის "ტორპედოსთან" 3:4 დამარცხდა. 1963 წლის ჩათვლით იცავდა ქვეყნის უძლიერესი კლუბის ღირსებას და რამდენიმეჯერ გახდა პირველობის ბრინჯაოს მედლის მპლობელი.

გივი ჩოხელის ფეხბურთში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართველთაგან მან, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის თასი მოიპოვეს.

ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაცვის ხაზზე იდგა. მანამდე ჩვენ მხოლოდ თავდამსხმელებით შეგვეძლო გვეამაყა. ჩოხელი უაღრესად თანამედროვე მცველი იყო. დიდი ფეხბურთელის ერუდიცია და მაღალი ტაქტიკური ალღო მას საშუალებას აძლევდა, ყოველთვის რაციონალურად ეთამაშა დაცვის ცენტრში, ხოლო როცა ფლანგზე გადადიოდა, აქტიურად ეხმარებოდა ფორვარდებს. განსაკუთრებით კარგი იყო მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში. შესანიშნავად თამაშობდა თავით. მაღალი ტექნიკა ეხმარებოდა, ძალზე ზრდილობიანი ყოფილიყო მეტოქეთა მიმართ, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს, წესიერების ფარგლებში, ბურთისთვის ძალისმიერი ხერხებიი გამოეყენებინა.ამ ბრძოლას ის ყოველთვის იგებდა.

თელავის მუნიციპალური სტადიონის წინ დგას გივი ჩოხელის ქანდაკება.

გივი ჩოხელის ქანდაკება მუნიციპალური სტადიონის პირდაპირ, თელავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]