რამაზ შენგელია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.
რამაზ შენგელია
Ramaz Shengelia.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი რამაზ შენგელია
დაბადების
თარიღი
1 იანვარი, 1957
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების
თარიღი
21 ივნისი, 2012 (55 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1976 ტორპედო ქუთაისი 75 (29)
1977–1988 დინამო თბილისი 283 (120)
1989–1990 ჰოლმსუნდი 13 (2)
ეროვნული ნაკრები
1979–1983 სსრკ 26 (10)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

რამაზ შენგელია (დ. 1 იანვარი, 1957, ქუთაისი – გ. 21 ივნისი, 2012, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. იყო თბილისის „დინამოსა“ და სსრკ ეროვნული ნაკრების წევრი. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი.

სპორტული კარიერა[რედაქტირება]

რამაზ შენგელია 1957 წლის 1 იანვარს დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მოსამზადებელ ჯგუფში, რომელსაც მწვრთნელი კარლო ხურციძე ხელმძღვანელობდა. 1973-1976 წლებში სსრკ პირველ ლიგაში გამოდიოდა „ტორპედოს“ პირველი გუნდის შემადგენლობაში.[1]

თასების თასის ფინალის შემდეგ: ქვემოთ, მარცხნიდან მესამე რამაზ შენგელია

1977 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, რომელსაც ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა. პირველივე წელს შენგელია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, მომდევნო წელს კი – ქვეყნის ჩემპიონი. 1979 წელს ფეხბურთელმა საბჭოთა კავშირის თასიც მოიგო.[1] გუნდთან ერთად, შენგელიამ მოიგო 1980-1981 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასი.

საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 1980 წელს მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი.[1] მთავარ ნაკრებში თამაშობდა 1979-1983 წლებში და 26 თამაშში 10 გოლი გაიტანა.[2] ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.[3]

რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად: 1978 და 1981 წლებში.[4] 1981 წელს გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (31 მატჩში 23 გოლი).[5] 1981 წელსვე, ჟურნალ „France Football“-ის ყოველწლიურ ოქროს ბურთის გამოკითხვაში, შენგელია წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 ადგილზე დასახელდა.[6]

რამაზ შენგელია 2012 წლის 21 ივნისს, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.[7][8][9] დაკრძალეს 24 ივნისს საბურთალოს სასაფლაოზე.[10]

ტიტულები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 „გზა თასისაკენ“ (ცნობარი), ავტორ-შემდგენლები: გ. აკოფოვი, დ. კაკაბაძე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია, გვ. 15.
  2. Рамаз Шенгелия.
  3. World Cup 1982 finals. RSSSF.
  4. Soviet Union - Player of the Year Awards. RSSSF.
  5. Лучшему бомбардиру. Narod.ru
  6. European Footballer of the Year ("Ballon d'Or") 1981. RSSSF.
  7. რამაზ შენგელია გარდაიცვალა. „მსოფლიო სპორტი“, 21.06.2012.
  8. რამაზ შენგელია გარდაიცვალა... საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
  9. სამძიმრის წერილი მიშელ პლატინისაგან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
  10. რამაზ შენგელია უკანასკნელ გზაზე გააცილეს. „მსოფლიო სპორტი“, 24.06.2012.