ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანეთი
Madgespain.png
ასოციაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია
(Real Federación Española de Fútbol)
კონფედერაცია უეფა
მწვრთვნელი ესპანეთის დროშა ვისენტე დელ ბოსკე (2008-დან)
კაპიტანი იკერ კასილასი
ფიფა-ს კოდები ESP
მაქს. დარტყმა ანდონი სუბისარეტა (126)
წამყვანი მეგოლე რაული (47)
ძირითადი ფორმა
სათადარიგო ფორმა
პირველი საერთაშორისო
ესპანეთის დროშა ესპანეთი 1 - 0 დანიის დროშა დანია
(ბრიუსელი, ბელგია; 28 აგვისტო, 1920)
უდიდესი გამარჯვება
ესპანეთის დროშა ესპანეთი 13 - 0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
(მადრიდი, ესპანეთი; 21 მაისი, 1933)
უდიდესი დამარცხება
იტალიის დროშა იტალია 7 - 1 ესპანეთის დროშა ესპანეთი
(ამსტერდამი, ნიდერლანდი; 4 ივნისი, 1928)
ინგლისის დროშა ინგლისი 7 - 1 ესპანეთის დროშა ესპანეთი
(ლონდონი, ინგლისი; 9 დეკემბერი 1931)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოჩენა 12 (პირველად 1934)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონი, 2010
ევროპის ჩემპიონატი
გამოჩენა 7 (პირველად 1964)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1964, 2008

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. La selección de fútbol de España) — იცავს ესპანეთის ღირსებას სხვადასხვა სანაკრებო, საფეხბურთო ჩემპიონატებში. მას მართავს და აკონტროლებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია.

ესპანეთის ნაკრებს 12-ჯერ აქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თვითონ იყო მასპინძელი ნაკრები.ერთ–ერთი საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე,რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს,არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1959 წლის მსოფლიო თასზე.2010 წელს კი ესპანელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ევროპის ჩემპიონატებზე 8-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული,პირველად კი 1964 წელს გაიბრწყინა,სადაც მასპინძელმა მოქმედი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა.1984 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა,რადგანაც დამარცხდა მასპინძელ საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან-2:0.2008 წელს ფინალში 1-0 დაამარცხა გერმანია და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.ამ გამარჯვებამ მას ფიფას მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა მოუტანა.

მისი საუკეთესო გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედგა 1992 წელს,ბარსელონაში,როცა კამპ ნოუზე პოლონეთის 3-2 ძლევით ოქროს მედლებს დაეუფლა.სინეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა,დამარცხდა რა ფინალში კამერუნის ოლიმპიურ ნაკრებთან.ვერცხლის მედალი აგრეთვე მოგებული აქვს 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.

სხვა მხრივ,1999 წელს ესპანეთმა მოახერხა იაპონიის 4-0 ძლევით ნიგერიაში მოეგო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.ეს იყო აქამდე ერთადერთი მსოფლიო ტიტული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] პირველი წლები

ესპანეთის ნაკრები ჩამოყალიბდა 1920 წელს,რათა გამოსულიყო და წარმოედგინა ესპანეთი ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართა 1920 წლის 28 აგვისტოს ბრიუსელის სტადიონ ‘’ლა ბუტეზე’’ ოლიმპიური თამაშების ეგიდით.ამ მატჩშჲ დაუპირისპირდნენ დანიის დანიას.მატჩი ესპანეთმა მოიგო პატრისიოს გოლით.ესპანეთის ნაკრებს შეადგენდნენ:ზამოარა,სამიტიერი,სესუმაგა,ოტერო,არატე,ბელაუსტე,პიჩიჩი,ასედო,ეგიასაბალი,პატრისიო და პაგასა.ამ ოლიმპიადაზე ესპანეთმა პირველად მოიპოვა ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი,თანაც ვერცხლის.ამ ტურნირის ჰქონდა ერთი თავისებურება:ფინალი ჩეხოსლივაკიამ ბელგიის წინააღმდეგ არ ითამასა და ვერცხლის და ბრინჯაოსმედლაოსნების გამოსავლენად ახალი ტურნირი ჩატარდა.ესპანელებმა პირველი საშინაო თამაში 1921 წელს ჩაატარეს ბოლბაოში,სადაც ბელგიის ნაკრებს 2:0 სძლიეს.

[რედაქტირება] პირველი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ურუგვაიში 1930 წელს,სადაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გემით გაემგზავრა და უკან იგივე გზით აღარ დაბრუნებულა.წლების შემდეგ,1933 წლის 21 მაისს ესპანეთმა ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა:მან 13:0 დაამარცხა ბულგარეთის ნაკრები.შემდეგ წელს ესპანეთის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 1934 წლის მუნდიალში,სადაც მერვედფინალში 3:1 დაამარცხა ბრაზილია,ხოლო მეოთხედფინალში ფრედ დამთავრებული პირველი მატჩის შემდგომ 1:0 წააგო მასპინძელ იტალიასთან.ამ ორივე მატჩში შედეგზე გავლენა იქონია მსაჯების მოქმედებებმა,რომლებიც განიციდნენ ბენიტო მუსოლინის რეჟჲმის ზეწოლას, ტრიუმფი მოეხდინა იტალიას.შემდეგში უკვე ესპანეთის რესპუბლიკის ნაკრები შემდეგ მინდიალზე ასეთი შემადგენლობით იყო:ზამორა,სირიაკო,კინკოსეს პირველი,სილაურენი,ფედე,ლუის რეგეირო,მუგერსა,გოროსტირსა,ირარაგორი,ლაფუენტე და ლანგარა.შემდეგში ესპანეთის სამოქალაქო ომმა და მეორე მსოფლიო ომმა განაპირობა ესპანეთის დროებითი გაუჩინარება მუნდიალზე 1950 წლამდე.

[რედაქტირება] ზარას გოლი და 50-იანი წლები

1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთმა მეოთხე ადგილზე დაასრულა.პირველ ეტაპზე ნაკრებმა მოიპოვა სამი გამარჯვება ჩილესთან(2:0),ა.შ.შ.-თან(3:1) და ინგლისთან(1:0).უკანასკნელ შეხვედრაში ტელმო ზარამ გაიტანა ისტორიული გოლი.მოგვიანებით,ოტხი ჯგუფის გამარჯვებულმა გუნდმა ბრაზილიამ,შვედეთმა,ესპანეთმა და ურუგვაიმ ბოლო ეტაპზე ერთ ჯგუფში იასპარეზეს,სადაც ესპანელებმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს მომავალ გამარჯვებულ ურუგვაისთან და წააგეს ბრაზილიასთან და შვედეთთან.საბოლოოდ ‘’ფურია როხამ’’ მეოთხე ადგილი დაიკავა.

ესპანეთი შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერ გავიდა.მადრიდში მოგებული 4:1 და სტამბულში 1:0 წაგებული მატჩის შემდეგ გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა რომში,რომლის ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ 2:2 და ვინაიდან იმ დროს გამარჯვებული პენალტების სერიით არ წყვდებოდა,იტალიელმა ბიჭუნამ ფრანკო ჯემამ სომბრეროდან თურქეთის წარწერით ქაღალდი ამოიღო და ესპანეთი გამოეთიშა ბრძოლას.ესპანელებმა ვერ გააღწიეს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,რადგანაც ჯგუფში ჩარჩნენ. 1960-იან წლებში ესპანეთის ნაკრებმა დაიწყო ბრძოლა ევროპის ჩემპიონობისთვის.მათი დებიუტი შედგა 1960 წელს,სადაც მერვედფინალში 7:2 წააგეს პოლონეთთან,შემდეგ თამაშში საბჭოთა კავშირთან მონაწილეობაზე უარი თქვეს ესპანეთისს მმართველ ფრანსისკო ფრანკოს ბრძანებით.


[რედაქტირება] ვილიალონგას ერა და ევრო 1964

ხოსე ვილიალონგას ხელმძღვანელობით ესპანეთის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 1960 წელს ჩილეში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც მეტოქეებად ჰყავდა ბრაზილია,ჩეხოსლოვაკია და მექსიკა და ჩარჩა ამ ჯგუფში.

ორი წლის შემდეგ ესპანელებმა კვლავ ჯოსე ვილიალონგას ხელმძღვანელობით 1964 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგეს.ესპანეთი ევროპის ჩემიონატზე ცავიდა ფავორიტის რანგში,რომელსაც ჰყავდა დიდებული მოთამაშეები:ლუის სუარესი,ფრანსისკო ხენტო,ხოსე მარია ფუსტე,ამანსიო ამარო და ანხელ ირიბარი.გუნდმა ჯგუფში მოიპოვა სამი გამარჯვება რუმინეთთან,ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ირლანდიასთან,ნახევარფინალში 2:1 დაამარცხა უნგრეთი,ხოლო ფინალში სტადიონ სანტიაგო ბერნაბეუზე იმავე ანგარიშით საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრები.ამ მატჩში ხესუს პერედას მეექვსე წუთზე გატანილ გოლს გალიმზიან ხუსეინოვნა უპასუხა თერთმეტმეტრიანით,ხოლო გამარჯვების გოლი მარსელინო მარტინესმა თავურით გაიტანა და ესპანეთს პირველი საერთაშორისო ტიტული მოაგებინა.

ჩემპიონი შემადგენლობა:

ხოსე ანხელ ირიბარი

ფელისიანო რივილია

ფერან ოლიველია

ისასიო კალიეხა

იგნასიო სოკო

ხოსე მარია ფუსტე

ამანსიო ამარო

ხესუს პერედა

მარსელინო მარტინესი

ლუის სუარესი

კარლოს ლაპეტრა

ხოსე ვილიალონგა(მწვრთნელი)

ამ გამარჟვების შემდეგ ესპანეთმა პარიზში გადამწყვეტ მატჩში დაამარცხა ირლანდიის ნაკრები და გავიდა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც წააგო გერმანიასთან და არგენტინასთან და მოიგო მხოლოდ შვეიცარიასთან.

[რედაქტირება] 1968-1975 წლები

ნაკრებიდან ვილიალონგას წასვლის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს დაეწყო კრიზისი.1968 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გამარჯვების შემდეგ ფინალურ ეტაპზე მეოთხედფინალში წააგო ინგლისის ნაკრებთან.

[რედაქტირება] 70-წლების ბოლო პერიოდი ესპანეთის მუნდიალამდე

1976 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთმა გააუმჯობესა შედეგი,ჯგუფში დაამარცხა რუმინეთი,შოტლანდია და დანია,მაგრამ მეოთხედფინალში წააგო გერმანიასთან.

ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ ესპანეთის ნაკრები 1978 წლის არგენტინაში ჩატარებულ ჩემპიონატზე დაბრუნდა.საკვალოფიკაციო ეტაპზე მოუგეს იუგოსლავიას და წააგეს რუმინეთთან,მაგრამ ოთხ მატჩში სამი გამარჯვებით ფინალურ ეტაპზე გააღწიეს,სადაც ესპანელთა მეტოქეები იყვნენ ბრაზილია, ავსტრია და შვედეთი.ესპანეთმა ფინალური ეტაპი დაიწყო ავსტრიასთან 2:1 უიღბლოდ წაგებული თამაშით,შემდეგ ითამაშა 0:0 ბრაზილიასთან, ხოლო ბოლო მატჩში დაამარცხა შვედეთი,მაგრამ გამოეთისა მაინც ასოარეზობას და ტურნირი 3 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

ამის შემდეგ ესპანეთი გავიდა 1980 წლის ევროპის ჩემიპონატზე,რომელიც იყო პირველი რვა გუნდიანი ჩემიპიონატი,საკვალიფიკაციო ეტაპზე გადალახა რუმინეთის,კვიპროსის და იუგოსლავიის ბარიერი,მაგრამ ფინალურ ეტაპზე ჯგუფში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და წააგო ინგლისთან და ბელგიასთან,ფრედ დაამთავრა იტალიასთან.

[რედაქტირება] მსოფლიო 1982 ესპანეთში

1976 წელს ფიფამ გადაწყვიტა რომ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთს უნდა ემასპინძლა.ამ ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა 24-მა გუნდმა.ესპანეთზე,როგორც ხოსე სანტამარიას მიერ დამოძღვრილ მასპინძელ ქვეყანაზე იყო ძალიან დიდი იმედები.ესპანეთი მოხვდა მე-5 ჰგუფში იუგოსლავიასთან,ჩრდ.ირლანდიასთან და ჰონდურასთან ერთად.მიუხედავად იმისა,რომ შემდეგ თამაშში იუგოსლავიასთან მოიგეს და საქმეს უკეთესობისკენ შემოტრიალების პირი უჩანდა,მესამე მატჩი ესპანელებმა წააგეს ჩრდილოეთ ირლანდიასთან.ამის შემდეგ ესპანეთი გადავიდა შემდეგ ეტაპზე,სადაც მისი მეტოქეები B ჟგუფში იყვნენ დასავლეთ გერმანია და ინგლისი.’’ფურია როხამ’’ წააგო გერმანიასთან და ნულოვანი ფრე ითამაშა ინგლისთან და გამოეთიშა ასპარეზობას.ამ დიდი იმედგაცრუების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ხოსე სანტამარია თანამდებობოდან გაათავისუფლეს.

[რედაქტირება] 1984-1988

მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი იმედგაცრუების შემდეგ ნაკრებში დაბრუნდა მიგელ მუნიოსი,რომელიც 1969 წელს დროებით წვრთნიდა ეროვნულ ნაკრებს.ევრო 1984-ის შესარჩევ ციკლში ესპანეთი მოხვდა მე-7 ჯგუფში ნიდერლანდებთან,ირლანდიასთან,ისლანდისთან და მალტასთან ერთად.ბოლო მატჩში სჭირდებოდა მალტის 11 ბურთის სხვაობით დამარცხება,რათა ჯგუფის სათავეში მოქცეულიყო.ეს მატჩი კი ესპანელებმა 12:1 მოიგეს(პირველი ტაიმი 3:1).ოთხი გოლი გაიტანეს სანტილიანამ და პოლი რინკონმა,ორი ანტონიო მასედამ და თითო-თითო სარაბიამ და სენიორმა.

შემდგომ ეტაპზე ესპანეთი მოხვდა B ჯგუფში გერმანიის,პორტუგალიის და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად.პირველ ორ მატჩში პორტუგალიასთან და რუმინეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ ესპანელებმა დაამარცხეს გერმანელები და რევანში აიღეს მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის.ნახევარფინალში ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა ფრედ 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში სძლია დანიას.ესპანელებმა გადააჭარბეს თავიანთ იმედებს და ითამაშეს ფინალში მასპინძჱლ და ფავორიტ საფრანგეთის ნაკრებთან,რომელსაც მიშელ პლატინი კაპიტნობდა.ფრანგებმა 2:0 დაამარცხეს ესპანელები.

მიგელ მუნიოსმა ესპანეთის ნაკრები გაიყვანა 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე,რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირენეელთათვის ძალზე ადვილი გადასალახი იყო შოტლანდიის,უელსის და ისლანდიის ბარიერი.ამ ჩემპიონატზე ესპანეთს ჰყავდა ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა.პირველ მატჩში მათ წააგეს 1:0 ბრაზილიასთან.ამ მატჩში ავსტრალიელმა არბიტრმა ჯოზეფ ბემბრიჯმა ესპანელ მიჩელს სამართლიანად გატანილი გოლი არ ჩაუთვალა,რადგანაც მიიჩნია,რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.შემდეგ თამაშებში გუნდმა დაამარცხა ირლანდია(2:1) და ალჟირი (3:0).მერვედფინალში შთამბეჭდავად დაამარცხა დანია-5:1,სადაც ოთხი გოლი გაიტანა ემილიო ბუტრაგენიომ.მეოთხედფინალში ესპანელებმა პენალტების სერიით წააგეს ბელგიასთან და გამოეთიშნენ ტურნირს.

მიგელ მუნიოსი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად დარჩა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ციკლშიც,რომლის საკვალიფიკაცი ბარიერი ესპანელებმა ადვილად გადალახეს.ჩემპიონატზე გუნდი მოხვდა A ჯგუფში დანიასთან, დასავლეთ გერმანიასთან და იტალიასთან.პირველ თამაშში დანიასთან 3:2 მოგების შემდეგ ესპანელთა ბედნიერება დაამთავრეს ჯერ იტალიელებმა(1:0),შემდეგ გერმანელებმა(2:0).


[რედაქტირება] 1990-1992

90-იანი წლების დასწყისში ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება ლუის სუარესი და გუნდის შემადგენლობაში ჩნდება ბევრი ახალი სახე:მანოლო ხიმენესი,ხენარ ანდურინა,მარტინ ვასკესი.1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთმა აჯობა ირლანდიას,ჩრდილოეთ ირლანდიას,უნგრეთს და მალტას.ყველა საკვალიფიკაციო ეტაპის და ამხანაგური შეხვედრების მოგების(გარდა ირლანდიასთან წაგებისა) შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა ბელგიასთან,ურუგვაისთან და სამხრეთ კორეასთან ერთად.პირველ მატჩში ითამაშეს ფრე ურუგვაისთან,შემდეგ კი კოუგეს კორეას(2:1) და ბელგიას(3:1).მერვედფინალში ესპანელებმა იუგისლავიასთან წააგეს და გამოეთიშნენ ასპარეზობას.ესპანეთმა ვერ შეძლო 1986 წლის მიღწევა გაეუმჯობესებინა.

იმედგაცრუება გაგრძელდა 1992 წლის შესარჩევ ციკლში,სადაც ესპანეთმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა საფრანგეთის და იუგოსლავიის შემდეგ.თუმცა მიუხედავად ამისა მწვრთნელმა ვისენტე მეირამ ესპანეთს 1992 წლის ოლიმპიადა მიაგებინა,სადაც პირენეელებმა კამპ ნოეზე 95 000 გულშემატკივრის თვალწინ 3:2 დაამარცხეს პოლონელები.ოლიმპიური ჩემპიონების შემადგენლოა ასეთი იყო:ტონი ხიმენესი,სანტიაგო კანისარესი, ალბერტ ფერერი,დავიდ ბილიაბონა,მიკელ რასა,რაფაელ ბერხესი,პაკი ვესა,ხუან მანუელ ლოპესი,რობერტო სოლოსაბალი(კაპიტანი),ლუის ენრიკე,ხოსეპ გვარდიოლა,გაბრიელ ვიდალი,ხოსე ემილიო ამავისკა,ალფონსო მუნიოსი,ხავიერ მანხარინი,კიკო ნარვაესი,აბელარდო ფერნანდესი,მიგელ სანჩესი,ანტონიო პინილია და ფრანსისკო სოლერი.


[რედაქტირება] კლემენტეს ეპოქა

ესპანეთის ნაკრებში მწვრთნელად დაინიშნა ხავიერ კლემენტე,რათა რაიმე მნიშვნელოვანისთვის მიეღწია.1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კარგი სცენარით წარიმართა.ესპანეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი შთამბეჭდავად დაძლია:12 მატჩში 19 ქულა.ტურნირზე მოხვდა C ჯგუფში გერმანიასთან,ბოლივიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად.იყო მოლოდინები,რომ ესპანეთი გერნანიასტან ერთად ადვილად მიოპოვებდა გამარჯვებებს.პირველ მატჩში ესპანელებმა ფრე 2:2 ითამაშეს სამხრეთ კორეასთან,არადა იგებდენენ 2:0.შემდეგ ითამაშა 1:1 გერმანიასთან,მაგრამ მოუგო ბოლივიას 3:1.ესპანეთმა თავისი გამოსვლა გააგრძელა მერვედფინალში შვეიცარიასთან 3:0 მოგებით.გამოსვლა დამთავრდა მეოთხედფინალში იტალიასთან საკამათო დამარცხებით:საჯარიმოში მაურო ტასოტიმ ცხვირში ხელი ჩაარტყა ლუის ენრიკესდა პრაქტიკულად გაუტეხა,ეს კი ვერ შეამჩნია მსაჯმა.ამის შემდეგ კი რობერტო ბაჯომ მეორე გოლი გაიტანა.1994 წლის კამპანია მიიჩნეოდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეოთხედფინალიდან გამოთიშვებს შორის.

1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპზე ადვილად პროგნოზირებადი გამარჯვებებით ბელგიასთან,დანიასთან,მაკედონიასთან და სომხეთთან და კვიპროსთან და მოხვდა ჯგუფში საფრანგეთთან,რუმინეთთან და ბულგარეთთან.პირველ მატჩში ითამაშეს ფრე 1:1 ბულგარეთთან მათი მოლოდინებისდა საწინააღმდეგოდ.ბულგარეთის შემდეგ ესპანეთმა ბოლო წუთზე მოიპოვა ერთი ქულა საფრანგეთთან,საბოლოოდ კი გავიდა მეოთხედფინალში რუმინელთა 2:1 ძლევით.აქ კი მასპინძელ ინგლისთან პენალტების სერიით წააგეს.

ხავიერ კლემენტესთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდში აღმობრწყინენ ახალი ვარსკვლავები,რაულ გონსალესი და ფერნანდო მორიენტესი.1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ესპანელებმა ადვილად გადალახეს,დაამარცხეს რა იუგოსლავია და ჩეხეთი.ესპანეთი იყო ერთ-ერთი 14 ევროპულ გუნდთაგანი,რომელმაც იასპარეზა ისტორიაში პირველ 32 გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე.D ჯგუფში მათი მეტოქეები იყვნენ ბულგარეთი,პარაგვაი და ნიგერია.ტურნირის ფავირიტად შერაცხულმა ესპანეთმა პირველივე თამაში წააგო ნიგერიასთან.აღსანიშნავია,რომ ესპანელები პირველი ტაიმის შემდეგ იგებდენენ 2:1,მაგრამ აფრიკელებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება,რაშიც მათ დახმარება ესპანელტა მეკერე ანდონი სუბისარეტამაც გაუწია,რომელმაც საკუთარ კარში გაიტანა ბურთი.მეორე მატჩში ესპანეთმა ვერ შეძლო პარაგვაის დამარცხება და ითამაშა ფრე 0:0,მიუხედავად ბოლო მატჩში ბულგარეთთან 6:1 მოგებისა,ესპანელები დამოკიდებულები იყვნენ ნიგერიის მოგებაზე,მაგრამ ნიგერიელებმა წააგეს პარაგვაისთან 3:1 და შესაბამისად ესპანელებმა ვერ მოიპოვეს მერვედფინალის საგზური.ეს იყო ისტორიაში ყველაზე ცუდი მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთისთვის,რადგანაც მე-17 ადგილზე დაასრულა გამოსვლა.


[რედაქტირება] 2000 წლის ევროპის და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატები

2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კვიპროსთან დამარცხების შემდეგ ხავიერ კლემენტე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დანიშნეს ხოსე ანტონიო კამაჩო.ამ წაგებისდა მიუხედავად ესპანეთის ნაკრებს პრობლემა არ შექმნია ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად,გაიბრწყინა ავტრიასთან ვალენსიურ მატჩში,სადაც მეტოქე 9:0 დაამარცხა.ნაკრების საკვანძოფეხბურთელები იყვნენ რაულ გონსალესი,ფერნანდო მორიენტესი და ხუან კარლოს ვალერონი.ფინალურ ეტაპზე ესპანეთმა ითამაშა C ჯგუფში ნორვეგიასტა, სლოვენიასთან და იუგოსლავიასთან ერთად.ესპანელებმა ძალიან ცუდად დაიწყეს–მეკარე მოლინას შეცდომის გამო წააგეს პირველი მატჩი ნორვეგიასთან.


[რედაქტირება] მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი

ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1 ესპანეთის დროშა ესპანეთი 3 2 0 1 4 2 2 6
2 ჩილეს დროშა ჩილე 3 2 0 1 3 2 1 6
3 შვეიცარიის დროშა შვეიცარია 3 1 1 1 1 1 0 4
4 ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 3 0 1 2 0 3 1

[რედაქტირება] სტატისტიკა

[რედაქტირება] მსოფლიოს ჩემპიონატზე

გამარჯვებული 2010
მე-4 ადგილი 1950
1/4 ფინალი 1934, 1986, 1994, 2002
1/8 ფინალი 1990, 2006
1/16 ფინალი 1982
ჯგუფური ეტაპი 1962, 1966, 1978, 1998

[რედაქტირება] ევროპის ჩემპიონატზე

გამარჯვებული 1964, 2008
მე-2 ადგილი 1984
1/4 ფინალი 1996, 2000
ქვეჯგუფი 1988, 2004

[რედაქტირება] ცნობილი ფეხბურთელები

[რედაქტირება] ამჟამინდელი შემადგენლობა

მატჩის თარიღი: 9 თებერვალი 2011
მოწინააღმდეგე: კოლუმბიის დროშა კოლუმბია
მატჩების და გოლების სტატისტიკა სწორია 2011 წლის 9 თებერვლისთვის

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
1 GK იკერ კასილიასი () 20 მაისი 1981 (1981-05-20) (ასაკი 31) 117 0 ესპანეთის დროშა რეალი
23 GK პეპე რეინა 31 აგვისტო 1982 (1982-08-31) (ასაკი 29) 21 0 ინგლისის დროშა ლივერპული
12 GK ვიქტორ ვალდესი 14 იანვარი 1982 (1982-01-14) (ასაკი 30) 3 0 ესპანეთის დროშა ბარსელონა
2 DF რაულ ალბიოლი 4 სექტემბერი 1985 (1985-09-04) (ასაკი 26) 24 0 ესპანეთის დროშა რეალი
3 DF ჟერარდ პიკე 2 თებერვალი 1987 (1987-02-02) (ასაკი 25) 30 4 ესპანეთის დროშა ბარსელონა
4 DF კარლოს მარჩენა 31 ივლისი 1979 (1979-07-31) (ასაკი 32) 67 2 ესპანეთის დროშა Villarreal
11 DF ხოან კაპდევილა 3 თებერვალი 1978 (1978-02-03) (ასაკი 34) 57 4 ესპანეთის დროშა Villarreal
15 DF სერხიო რამოსი 30 მარტი 1986 (1986-03-30) (ასაკი 26) 73 5 ესპანეთის დროშა რეალი
6 MF ანდრეს ინიესტა 11 მაისი 1984 (1984-05-11) (ასაკი 28) 55 9 ესპანეთის დროშა ბარსელონა
8 MF ჩავი ერნანდესი 25 იანვარი 1980 (1980-01-25) (ასაკი 32) 99 8 ესპანეთის დროშა ბარსელონა
10 MF სესკ ფაბრეგასი 4 მაისი 1987 (1987-05-04) (ასაკი 25) 58 6 ესპანეთის დროშა ბარსელონა
14 MF ჩაბი ალონსო 25 ნოემბერი 1981 (1981-11-25) (ასაკი 30) 82 9 ესპანეთის დროშა რეალი
16 MF სერხიო ბუსკეტსი 16 ივლისი 1988 (1988-07-16) (ასაკი 23) 27 0 ესპანეთის დროშა ბარსელონა
21 MF დავიდ სილვა 8 იანვარი 1986 (1986-01-08) (ასაკი 26) 45 11 ინგლისის დროშა Manchester City
20 MF სანტი კასორლა 13 დეკემბერი 1984 (1984-12-13) (ასაკი 27) 30 2 ესპანეთის დროშა Villarreal
22 MF ხესუს ნავასი 21 ნოემბერი 1985 (1985-11-21) (ასაკი 26) 12 1 ესპანეთის დროშა Sevilla
7 FW დავიდ ვილია 3 დეკემბერი 1981 (1981-12-03) (ასაკი 30) 71 44 ესპანეთის დროშა ბარსელონა
9 FW ფერნანდო ტორესი 20 მარტი 1984 (1984-03-20) (ასაკი 28) 83 26 ინგლისის დროშა Chelsea
18 FW პედრო როდრიგესი 28 ივლისი 1987 (1987-07-28) (ასაკი 24) 12 1 ესპანეთის დროშა ბარსელონა
19 FW ფერნანდო ლორენტე 26 თებერვალი 1985 (1985-02-26) (ასაკი 27) 14 7 ესპანეთის დროშა Athletic Bilbao
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე