გიორგი დემეტრაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი დემეტრაძე
გიორგი დემეტრაძე.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი გიორგი დემეტრაძე
დაბადების
თარიღი
26 სექტემბერი, 1976 (1976-09-26) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 1.69 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორპედო ქუთაისი (პრეზიდენტი)
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1992–1994 კახეთი თელავი 31 (16)
1994–1997 დინამო თბილისი 67 (51)
1997–1998 ფეიენოორდი როტერდამი 8 (0)
1998–1999 ალანია ვლადიკავკაზი 43 (35)
2000 დინამო კიევი 26 (15)
2001 რეალი სოსიედადი 13 (1)
2002 ლოკომოტივი მოსკოვი 6 (0)
2002 ალანია ვლადიკავკაზი 16 (6)
2003–2005 მეტალურგი დონეცკი 67 (30)
2005 ალანია ვლადიკავკაზი 11 (2)
2006 მაკაბი თელ-ავივი 13 (3)
2006-2007 მეტალურგი დონეცკი 16 (2)
2007-2008 არსენალი კიევი 18 (3)
2008-2009 სკ ბაქო 10 (2)
2009-2010 სპარტაკი ცხინვალი 4 (0)
ეროვნული ნაკრები
1996–2007 საქართველო 56 (12)
სამწვრთნელო კარიერა
2014- ტორპედო ქუთაისი (პრეზიდენტი)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

გიორგი დემეტრაძე (დ. 26 სექტემბერი, 1976, ლანჩხუთი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

გიორგიმ 1994 წელს კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“, მას შემდეგ რაც 2 სეზონი გაატარა თელავის „კახეთში“. „დინამო“ შემადგენლობაში გახდა უმაღლესი ლიგის ბომბარდირი.

1997 წელს დემეტრაძე გადავიდა როტერდამის „ფეიენორდში“, სადაც ტრავმამ შეზღუდა მისი სათამაშო დრო, ჰოლანდიაში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გადავიდა რუსულ კლუბ ვლადიკავკაზის „ალანიაში“, რომელთან ერთადაც 1999 წელს გახდა რუსეთის პრემიერ ლიგის ბომბარდირი. 2000 წელს გადავიდა კიევის „დინამოში“ და გახდა უკრაინის ჩემპიონი. ამ პერიოდში მან ხელიდან გაუშვა აშკარა საგოლე მომენტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში, რასაც ინგლისელების შეჯიბრიდან გამოთშვა შეიძლებოდა მოყოლოდა.

2006 წელს, „რეალ სოსიედადში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გიორგი დბრუნდა რუსეთში, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა მოსკოვის „ლოკომოტივში“, ხოლო მეორე ნახევარი „ალანიაში“.

2003 წელს დაბრუნდა ისევ უკრაინაში და თამაში განაგრძო დონეცკის „მეტალურგში“, სადაც 2,5 სეზონი გაატარა, 2005 წლის შუაში იგი გადავიდა „ალანიაში“ მესამედ. ალანიის უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების შემდეგ კონტრაქტი გააფორმა თელ-ავივის „მაკაბთან“. 2005 წელს მას მოუწია სამ სხვადასხვაენოვან გუნდში თამაში. 2007 წელს იგი დაბრუნდა უკრაინაში, ამჯერად კიევის „არსენალში“. ერთი წლის შემდეგ გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი საფეხბურთო კლუბ „ბაქოსთან“.

კარიერის დასასრული[რედაქტირება]

2010 წლის ივლისში დემეტრაძე დააკავეს ქართველმა სამართალდამცველებმა, ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო.[1] 2013 წლის 13 იანვარს მან ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Лучшего бомбардира чемпионата России осудили в Грузии на шесть лет (რუსული). Vzglyad Newspaper (23 March 2011).
  2. Former footballer Giorgi Demetradze leaves prison (ინგლისური). InterPressNews (13 January 2013).