დილა გორი (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დილა გორი
დილა გორის ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დილა გორი
მეტსახელი მცველები
დაარსდა 1949, 65 წლის წინ
სტადიონი თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი
გორი, საქართველო
(ტევადობა: 8,300)
მწვრთნელი საქართველოს დროშა უჩა სოსიაშვილი
კაპიტანი საქართველოს დროშა ლუკა რაზმაძე
ლიგა უმაღლესი ლიგა
2013-14 მე-9 ადგილი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი „დილა“ქართული საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1949 წელს ქალაქ გორში დაარსდა, თუმცა სახელი „დილა“ 1961 წელს დაერქვა.

ისტორია[რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება]

გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს „ბ“ კლასის ფეხბურთელთა კოლექტივები, ყოველ გაზაფხულზე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის – შოთა შავგულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გათამაშება სპორტის მოყვარულთა ყურადრების ცენტრში იყო. 1968 წლის ამ ტურნირში წარმატებით იასპარეზა გორის „დილამ,“ რომელმაც საპატიო პრიზის მოპოვება მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გორელები თბილისში, ლანჩხუთის „გურიას“ შეხვდნენ. მატჩი თბილისის „სინათლის“ სტადიონზე 3 ნოემბერს გაიმართა, სადაც “დილამ” 1:0 გაიმარჯვა.

გორელებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს 1969 წლის სპორტულ სეზონში, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. ამ გამარჯვებით, დებულების თანახმად, გორის „დილამ“ 1970 წლიდან საკავშირო პირველობაზე „ა“ კლასის მეორე ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

1976 წელს გორელებმა კვლავ წარმატებით იასპარეზეს შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშებაში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში 21 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, სადაც „დილა“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება]

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წლიდან გორის „დილა“ ძირითადად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და საშუალო შედეგებს აჩვენებდა. 2004 წელს უმაღლეს ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა[1], რის შემდეგაც „დილამ“ ინტერტოტოს თასზეც ითამაშა[2]. 2008 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის 2008–09 წლების სეზონზე გუნდმა აღმოსავლეთ ზონაში მე-5 ადგილის დაკავება შეძლო[3], ფინანსური მიზეზების გამო მაინც დააქვეითეს და 2009–10 წლების სეზონი გუნდმა მეორე ლიგაში გაატარა. მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში „დილამ“ პირველი ადგილი დაიკავა[4] და 2010–11 წლების სეზონიდან პირველ ლიგაში აღზევდა. 2010–2011 წლების სეზონზე კი „დილამ“ პირველ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და ასაღზევებელ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „სამტრედია“ დაამარცხა ანგარიშით 2–0 და სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

საქართველოს თასზე, გორის „დილას“ კარგი სეზონი ჰქონდა 1997-98 წლებში, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა[5]. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003-04 წლებში[6].

გორის „დილა“ თავის საშინაო მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელსაც ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება.

2009 წლის მონაცემებით, სულ გორის „დილამ“, უმაღლეს ლიგაში 554 თამაში ჩაატარა, 166 მოიგო, 90 ფრე და 298 წაგება; გაიტანა 618 გოლი და 928 საკუთარ კარში მიიღო. სულ დააგროვა 588 ქულა.

2011-12 წლები გუნდისათვის წარმატებული გამოდგა: „დილამ“ ეროვნული ჩემპიონატი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო.

შემადგენლობა 2014/2015[რედაქტირება]

მონაცემები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საქართველოს დროშა მეკარე თორნიკე ზარქუა
2 საქართველოს დროშა მცველი დავით ხურცილავა
3 საქართველოს დროშა მცველი გურამ ადამაძე
4 საქართველოს დროშა მცველი ვასილ ბაჩიაშვილი
5 საქართველოს დროშა მცველი გუგა ფალავანდიშვილი
7 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ლუკა რაზმაძე (კაპიტანი)
6 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი
8 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ბაჩანა არაბული
9 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი
10 საქართველოს დროშა ნახევარმცველი თენგო წიქარიძე
11 საქართველოს დროშა მცველი გიორგი სეთურიძე
14 საქართველოს დროშა მცველი ლაშა ჯაფარიძე
ნომერი პოზიცია მოთამაშე
15 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე
16 საქართველოს დროშა მეკარე დავით მარიამიძე
19 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ერისთავი
22 საქართველოს დროშა მცველი ილია ლომიძე
27 საქართველოს დროშა მცველი გივი ქარქუზაშვილი
32 საქართველოს დროშა მეკარე ბექა შეყრილაძე
35 საქართველოს დროშა ნახევარმცველი რომან ახალკაცი
44 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკა სადაღაშვილი
49 საქართველოს დროშა მცველი ალექსანდრე კვახაძე
70 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ბერიძე
77 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი კურმაშვილი
- საქართველოს დროშა მეკარე გიორგი სომხიშვილი

2014/2015 წლის ტრანსფერები[რედაქტირება]

მოვიდნენ[რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა თორნიკე ზარქუა საქართველოს დროშა დინამო თბილისი
მეკარე საქართველოს დროშა გიორგი სომხიშვილი საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
მცველი საქართველოს დროშა დავით ხურცილავა {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა ლაშა ჯაფარიძე მოლდოვის დროშა ტირასპოლი
მცველი საქართველოს დროშა ილია ლომიძე {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი სეთურიძე საქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
მცველი საქართველოს დროშა გურამ ადამაძე საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი ბერიძე საქართველოს დროშა დილა-2 გორი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გუგა ფალავანდიშვილი საქართველოს დროშა გაგრა
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი ერისთავი საქართველოს დროშა დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ნიკა კვეკვესკირი საქართველოს დროშა დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ჭიაბერ ჭეჭელაშვილი საქართველოს დროშა სპარტაკი ცხინვალი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ირაკლი მოდებაძე საქართველოს დროშა დინამო თბილისი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ბაჩანა არაბული {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ[რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა დავით ლეგაშვილი საქართველოს დროშა სასკო
მცველი საქართველოს დროშა ოთარ ხიზანეიშვილი საქართველოს დროშა ზესტაფონი
მცველი საქართველოს დროშა მამუკა კობახიძე რუსეთის დროშა რუბინი ყაზანი
მცველი საქართველოს დროშა ნიკოლოზ ჯიშჯარიანი საქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
მცველი საქართველოს დროშა სერგი ორბელაძე საქართველოს დროშა მერანი მარტვილი
მცველი საქართველოს დროშა გულვერდ თომაშვილი საქართველოს დროშა სამტრედია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ნოდარ ნოზაძე {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გოჩა ხოჯავა კვიპროსის დროშა აეკი ლარნაკა
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გურამ გურეშიძე საქართველოს დროშა სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ალექსანდრე კოშკაძე საქართველოს დროშა მერანი მარტვილი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა კობა შალამბერიძე საქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა დავით რაჟამაშვილი** საქართველოს დროშა ზესტაფონი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა დავით ბოლქვაძე საქართველოს დროშა მერანი მარტვილი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა გიორგი ბერიაშვილი საქართველოს დროშა დინამო ბათუმი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ვახტანგ კვარაცხელია საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა გიორგი ქვილითაია უნგრეთის დროშა დიორი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა რომან გოგინაშვილი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან
ცხრილში მოცემულია ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯისას.

ტიტულები[რედაქტირება]

საქართველოს დროშა შიდა ჩემპიონატები

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა დროის ჩემპიონატი

კლუბის ფერები[რედაქტირება]

ც ი ს ფ ე რ ი ბორდოსფერი

სპონსორები[რედაქტირება]

პერიოდი ფორმის მწარმოებელი სპონსორი
2010-2011 Saller HEIDELBERGCEMENT
2011-2012 JAKO
2012-2013 Nike
2013-2014 Saller AGP

სეზონები[რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვმა მწვრთნელი
1990 უმაღლესი ლიგა 10 34 12 6 16 52 58 42 1/8 ფინალი
1991 უმაღლესი ლიგა 11 19 7 3 9 29 32 24
1991–92 უმაღლესი ლიგა 10 38 14 8 16 64 64 50 1/16 ფინალი
1992–93 უმაღლესი ლიგა 13 32 11 5 16 39 49 38 1/8 ფინალი
1993–94 უმაღლესი ლიგა 9 18 4 2 12 12 35 14 1/8 ფინალი
1994–95 უმაღლესი ლიგა 8 30 10 7 13 25 35 37 1/8 ფინალი
1995–96 უმაღლესი ლიგა 8 30 12 4 14 53 55 40 1/4 ფინალი
1996–97 უმაღლესი ლიგა 8 30 10 7 13 30 39 37
1997–98 უმაღლესი ლიგა 9 30 11 4 15 31 36 37 ნახევარფინალი
1998–99 უმაღლესი ლიგა 10 30 10 5 15 37 54 35 1/8 ფინალი
1999–00 უმაღლესი ლიგა 8 14 2 0 12 9 38 6 1/4 ფინალი
2000–01 უმაღლესი ლიგა 10 10 5 1 4 19 11 16 1/4 ფინალი დასაქვეითებელი პლეი-ოფი, დაქვეითდა
2001–02 პირველი ლიგა 2 10 6 1 3 19 13 19 1/8 ფინალი აღზევდა
2002–03 უმაღლესი ლიგა 7 10 5 3 2 15 8 18 1/4 ფინალი
2003–04 უმაღლესი ლიგა 6 22 10 4 8 28 20 34 ნახევარფინალი უეფა-ს ინტერტოტოს თასი
2004–05 უმაღლესი ლიგა 10 36 2 4 30 20 88 10 1/8 ფინალი
2005–06 უმაღლესი ლიგა 11 30 9 4 17 35 44 31 1/16 ფინალი
2006–07 უმაღლესი ლიგა 13 26 3 6 17 21 56 15 1/16 ფინალი
2007–08 უმაღლესი ლიგა 14 26 1 5 20 12 53 8 1/4 ფინალი დაქვეითდა
2008–09 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 5 30 12 9 9 48 31 45 არ უასპარეზია დაქვეითდა
2009-10 მეორე ლიგა აღმოსავლეთი 1 არ უასპარეზია აღზევდა გია ცეცაძე
2010-11 პირველი ლიგა 3 32 20 9 3 58 21 69 1/16 ფინალი აღსაზევებელი პლეი-ოფი, აღზევდა გია ცეცაძე
2011-12 უმაღლესი ლიგა 5 28 10 7 11 38 32 37 გამარჯვებული გია ცეცაძე
თეიმურაზ მახარაძე
2012-13 უმაღლესი ლიგა 2 32 22 2 8 60 26 48 1/4 ფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი თემურ შალამბერიძე
გიორგი დარასელია
ვალდას ივანაუსკასი
2013-14 უმაღლესი ლიგა 9 32 11 8 13 21 60 22 1/2 ფინალი
2014–15 უმაღლესი ლიგა - - - - - - - -

ევროთასებზე[რედაქტირება]

სეზონი ტურნირი ეტაპი კლუბი შინ გასვლითი
2004 უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1-ლი ეტაპი ბულგარეთის დროშა მარეკი დუპნიცა 0–2 0–0
2012–13 უეფა-ს ევროპის ლიგ მე-2 საკ. ეტაპი დანიის დროშა ორჰუსი 3–1 2–1
მე-3 საკ. ეტაპი კვიპროსის დროშა ანორთოსისი 0–1 3–0
პლეი-ოფი პორტუგალიის დროშა მარიტიმუ 0–2 0–1
2013–14 უეფა-ს ევროპის ლიგა მე-2 საკ. ეტაპი დანიის დროშა ფოდბოლდი 3–0 0–0
მე-3 საკ. ეტაპი ხორვატიის დროშა ჰაიდუკი სპლიტი 1–0 1–0
პლეი-ოფი ავსტრიის დროშა რაპიდი ვენა 0–3 0–1

ევროპული რეკორდი[რედაქტირება]

ტურნირი მატჩი გტ გშ
უეფა-ს ევროპის ლიგა 12 6 1 5 13 10
უეფა-ს ინტერტოტოს თასი 2 0 1 1 0 2
ჯამში 14 6 2 6 13 12

მწვრთნელები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Georgia 2003/04. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
  2. Intertoto Cup 2004. LinguaSport.com.
  3. Georgia 2008/09. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
  4. Georgia 2009/10. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
  5. Georgia Cup 1997/98. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
  6. Georgia Cup 2003/04. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.