არჩილ არველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არველაძე.
არჩილ არველაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
არჩილ არველაძე
დაბადების
თარიღი
22 თებერვალი, 1973 (1973-02-22) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი
საქართველოს სსრ
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
იბერია თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1993 დინამო თბ. 57 (35)
1993–1997 ტრაბზონსფორი 46 (17)
1997–2000 ნაკ ბრედა 90 (32)
2000–2003 კელნი 29 (7)
2003–2004 დინამო თბ. 0 (0)
2004–2005 ლოკომოტივი 0 (0)
სულ 221 (91)
ეროვნული ნაკრები
1994–2002 საქართველო 32 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

არჩილ (აჩი) არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1973, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ტრაპიზონის „ტრაბზონსფორის“, ბრედას „ნაკ ბრედას“, კელნის „კელნის“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას. საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993) და საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (1991, 1992, 1993) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში, თურქეთის თასისა (1995) და თურქეთის სუპერთასის მფლობელი (1996) „ტრაბზონსფორის“ შემადგენლობაში.[1][2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილ არველაძე საფეხბურთო კარიერას 1991 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის „დინამოში“ იწყებს, რომელიც იმ დროს „იბერიის“ სახელით ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატზე. დედაქალაქურ კლუბში იგი 1991–1993 წლებში თამაშობს, რა დროსაც ეროვნული ჩემპიონატის 57 მატჩში 35 გოლი გააქვს. 1993 წელს საქართველოდან თურქეთში, კერძოდ ტრაპიზონში ინაცვლებს, სადაც შოთა არველაძესთან ერთად ადგილობრივი „ტრაბზონსფორის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 1997 წლის ჩათვლით თამაშობს. აქ იგი თურქეთის სუპერლიგის 46 შეხვედრას ატარებს და 17-ჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[3] „ტრაბზონსფორიდან“ 1997 წელს ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ბრედაში“ გადადის, რომლის მაისურით ეროვნული პირველობის 90 მატჩში იღებს მონაწილეობას და 32 გოლის გატანას ახერხებს. 2000 წელს ბუნდესლიგის მონაწილე „კელნის“ რიგებში აგრძელებს კარიერას, სადაც 29-ჯერ გამოდის მოედანზე და 7 გოლი გააქვს. საფეხბურთო კარიერას ტრავმის გამო 32 წლის ასაკში 2005 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ ასრულებს.[4]

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994–2002 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[5] რომლის შემადგენლობაში 32 შეხვედრას ატარებს და 6 ბურთი გააქვს.[6][7][8]

1994 წლის 11 ივნისს იბადანში ნიგერიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში არჩილ არველაძე პირველად გამოდის მინდორზე ეროვნული ნაკრების მაისურით.[9] 2002 წლის 8 სექტემბერს შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში იგი ბოლოჯერ იცავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.[10]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილის ძმებიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. მისი უფროსი ძმაც რევაზ არველაძე „კელნში“ თამაშობდა, ხოლო არჩილის ტყუპი ძმა შოთა არველაძე 1997–2001 წლებში „აიაქსში“ თამაშობდა, სადაც მან 96 მატჩში 55 გოლი გაიტანა.[11]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დროშა დინამო თბილისი
ეროვნული ლიგა
  • ჩემპიონი: 1991, 1992, 1993
საქართველოს თასი
  • თასის მფლობელი: 1991, 1992, 1993
თურქეთის დროშა ტრაბზონსფორი
თურქეთის თასი
  • თასის მფლობელი: 1995
თურქეთის სუპერთასი
  • თასის მფლობელი: 1996

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (12 ივნისი, 2017). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — არჩილ არველაძე — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი, 2018.
  2. ფონდი არველაძე (22 ივლისი, 2009). არჩილ არველაძე[მკვდარი ბმული] — გუნდური მიღწევები. Arveladze Foundation დაარქივებული 2018-12-02 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი, 2018.
  3. არჩილ არველაძე. TFF.org. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2010.
  4. არჩილ არველაძე. National-Football-Teams.Com. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2010.
  5. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების სტატისტიკა. RSSSF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-05. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2010.
  6. AFS (8 ოქტომბერი, 2002). Archil Arveladze International matches (1994–2002). Association of Football Statisticians AFS. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  7. Roberto Mamrud (21 იანვარი, 2010). Georgia – Record International Players. Appearances for Georgia National Team. Goalscoring for Georgia National Team. RSSSF წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  8. Roberto Mamrud (5 ივლისი, 2018). Georgia – Record International Players. Appearances for Georgia National Team. Goalscoring for Georgia National Team. RSSSF წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  9. AFS (8 ოქტომბერი, 2002). Nigeria v Georgia, 11 June 1994. Association of Football Statisticians AFS. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  10. AFS (8 ოქტომბერი, 2002). Switzerland v Georgia, 08 September 2002. Association of Football Statisticians AFS. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი, 2018.
  11. ფონდი არველაძე. ფონდი არველაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2010.