უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
Recopa de Europa Real Zaragoza.jpg
კონფედერაცია უეფა (ევროპა)
დაარსდა 1960
გაუქმდა 1999
კლუბ. რაოდენობა 32
ყველაზე ტიტულოვანი ესპანეთის დროშა ბარსელონა (4-ჯერ)

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (ასევე ევროპის თასების მფლობელთა თასი) — საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ სათასო პირველობებში გამარჯვებული კლუბები. პირველი გათამაშება გაიმართა 1960-61 წლებში, ბოლო — 1998-99 წლებში, რის შემდეგაც ტურნირი გაერთიანდა უეფა-ს თასთან.[1]

თასების მფლობელთა თასი ითვლებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. არცერთ კლუბს არ მოუპოვებია ტიტული ზედიზედ ორჯერ.

1972 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის (მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულს ხვდებოდა უეფა-ს სუპერთასის მატჩში.

გათამაშება 1960 წელს დაარსდა ევროპის შვიდი ქვეყნის − უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის, ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციათა ინიციატივით.[2] დასაწყისიდან 1994 წლამდე ტურნირის ოფიციალური სახელწოდება იყო ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1994 წლის შემდეგ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი ეწოდა.

ფორმატი[რედაქტირება]

დაარსებიდან გაუქმებამდე, 39 წლის განმავლობაში, ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა: ტარდებოდა ოლიმპიური სისტემით და მთავრდებოდა ერთი ფინალური მატჩით ნეიტრალურ მოედანზე. გამონაკლისი იყო 1960-61 წლების სეზონი, რომელიც ორი ფინალური შეხვედრით დამთავრდა. როგორც წესი, იწყებოდა სექტემბერში და მთავრდებოდა მომდევნო წლის მაისში. მოგვიანებით, 1990-იან წლებში, დაემატა შესარჩევი რაუნდი, რომელიც აგვისტოში ტარდებოდა.

ტურნირში ასოციაციის ერთი წარმომადგენელი ასპარეზობდა. გამონაკლისი იყო თასების მფლობელთა თასის მოქმედი მფლობელი, რომელსაც ავტომატურად ენიჭებოდა მომდევნო გათამაშების საგზური, მიუხედავად მის მიერ ეროვნულ სათასო პირველობაში ნაჩვენები შედეგისა. თუმცა თუ ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონიც გახდებოდა, ის ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა და არა თასების მფლობელთა თასზე.

იმ შემთხვევაში თუ გუნდი ერთდროულად მოიგებდა ეროვნულ ჩემპიონატსა და თასს, უპირატესობა ჩემპიონობას ენიჭებოდა და ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა, ხოლო თასების მფლობელთა თასზე ქვეყნის თასის ფინალისტი მონაწილეობდა.

ფინალები[რედაქტირება]

სეზონი გამარჯვებული ქვეყანა ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1960-61
ვრცლად
„ფიორენტინა“ ფლორენცია იტალიის დროშა იტალია 2:1; 2:0 „რეინჯერსი“ გლაზგო დროშა: შოტლანდია შოტლანდია
1961-62
ვრცლად
„ატლეტიკო“ მადრიდი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 1:1; 3:0[3] „ფიორენტინა“ ფლორენცია იტალიის დროშა იტალია
1962-63
ვრცლად
„ტოტენჰემ ჰოტსპური“ ლონდონი დროშა: ინგლისი ინგლისი 5:1 „ატლეტიკო“ მადრიდი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1963-64
ვრცლად
„სპორტინგი“ ლისაბონი დროშა: პორტუგალია პორტუგალია 3:3; 1:0[3] მტკ ბუდაპეშტი დროშა: უნგრეთი უნგრეთი
1964-65
ვრცლად
„ვესტ ჰემ იუნაიტედი“ ლონდონი დროშა: ინგლისი ინგლისი 2:0 „მიუნხენ-1860“ დროშა: გერმანია გერმანია
1965-66
ვრცლად
„ბორუსია“ დორტმუნდი დროშა: გერმანია გერმანია 2:1 დ.დ. „ლივერპული“ დროშა: ინგლისი ინგლისი
1966-67
ვრცლად
„ბაიერნი“ მიუნხენი დროშა: გერმანია გერმანია 1:0 დ.დ. „რეინჯერსი“ გლაზგო დროშა: შოტლანდია შოტლანდია
1967-68
ვრცლად
მილანი იტალიის დროშა იტალია 2:0 ჰამბურგი დროშა: გერმანია გერმანია
1968-69
ვრცლად
ბრატისლავას სლოვანი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 3:2 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1969-70
ვრცლად
მანჩესტერ სიტი დროშა: ინგლისი ინგლისი 2:1 გურნიკ ზაბჟე დროშა: პოლონეთი პოლონეთი
1970-71
ვრცლად
ჩელსი დროშა: ინგლისი ინგლისი 1:1; 2:1[3] მადრიდის რეალი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1971-72
ვრცლად
რეინჯერსი დროშა: შოტლანდია შოტლანდია 3:2 მოსკოვის დინამო დროშა: სსრკ სსრკ
1972-73
ვრცლად
მილანი იტალიის დროშა იტალია 1:0 ლიდსი დროშა: ინგლისი ინგლისი
1973-74
ვრცლად
მაგდებურგი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 2:0 მილანი იტალიის დროშა იტალია
1974-75
ვრცლად
კიევის დინამო დროშა: სსრკ სსრკ 3:0 ფერეცვაიროში დროშა: უნგრეთი უნგრეთი
1975-76
ვრცლად
ანდერლეხტი დროშა: ბელგია ბელგია 4:2 ვესტ ჰემი დროშა: ინგლისი ინგლისი
1976-77
ვრცლად
ჰამბურგი დროშა: გერმანია გერმანია 2:0 ანდერლეხტი დროშა: ბელგია ბელგია
1977-78
ვრცლად
ანდერლეხტი დროშა: ბელგია ბელგია 4:0 ვენის ავსტრია დროშა: ავსტრია ავსტრია
1978-79
ვრცლად
ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 4:3 დ.დ. დიუსელდორფის ფორტუნა დროშა: გერმანია გერმანია
1979-80
ვრცლად
ვალენსია დროშა: ესპანეთი ესპანეთი 0:0; 5:4 პენ. არსენალი დროშა: ინგლისი ინგლისი
1980-81
ვრცლად
„დინამო“ თბილისი დროშა: სსრკ სსრკ 2:1 „კარლ ცაისი“ იენა დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ
1981-82
ვრცლად
ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:1 ლიეჟის სტანდარტი დროშა: ბელგია ბელგია
1982-83
ვრცლად
აბერდინი დროშა: შოტლანდია შოტლანდია 2:1 დ.დ. მადრიდის რეალი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1983-84
ვრცლად
იუვენტუსი იტალიის დროშა იტალია 2:1 პორტუ დროშა: პორტუგალია პორტუგალია
1984-85
ვრცლად
ლივერპულის ევერტონი დროშა: ინგლისი ინგლისი 3:1 ვენის რაპიდი დროშა: ავსტრია ავსტრია
1985-86
ვრცლად
კიევის დინამო დროშა: სსრკ სსრკ 3:0 მადრიდის ატლეტიკო დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1986-87
ვრცლად
აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 1:0 ლაიფციგის ლოკომოტივი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ
1987-88
ვრცლად
მეხელენი დროშა: ბელგია ბელგია 1:0 აიაქსი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი
1988-89
ვრცლად
ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:0 სამპდორია იტალიის დროშა იტალია
1989-90
ვრცლად
სამპდორია იტალიის დროშა იტალია 2:0 დ.დ. ანდერლეხტი დროშა: ბელგია ბელგია
1990-91
ვრცლად
მანჩესტერ იუნაიტედი დროშა: ინგლისი ინგლისი 2:1 ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი
1991-92
ვრცლად
ვერდერი დროშა: გერმანია გერმანია 2:0 მონაკო დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1992-93
ვრცლად
პარმა იტალიის დროშა იტალია 3:1 ანტვერპენი დროშა: ბელგია ბელგია
1993-94
ვრცლად
არსენალი დროშა: ინგლისი ინგლისი 1:0 პარმა იტალიის დროშა იტალია
1994-95
ვრცლად
სარაგოსა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 2:1 დ.დ. არსენალი დროშა: ინგლისი ინგლისი
1995-96
ვრცლად
პარი სენ ჟერმენი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 1:0 ვენის რაპიდი დროშა: ავსტრია ავსტრია
1996-97
ვრცლად
ბარსელონა დროშა: ესპანეთი ესპანეთი 1:0 პარი სენ ჟერმენი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
1997-98
ვრცლად
ჩელსი დროშა: ინგლისი ინგლისი 1:0 შტუტგარტი დროშა: გერმანია გერმანია
1998-99
ვრცლად
ლაციო იტალიის დროშა იტალია 2:1 მალიორკა დროშა: ესპანეთი ესპანეთი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. uefadirect, Issue 100: August 2010.
  2. დიმიტრი ლოლაძე, „დიუსელდორფის რაინშტადიონზე“, თბილისი, „ხელოვნება“, 1981 - გვ. 5.
  3. 3.0 3.1 3.2 ვინაიდან პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა, დაინიშნა გამეორებითი მატჩი ანუ გადათამაშება.