საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფედერაციის გერბი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაფია დაარსდა 1990 წლის 15 თებერვალს. საქართველო იყო პირველი, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის კავშირი და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციებში - ფიფა-სა და უეფა-ში გაწევრიანდა. 1990 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას ატარებს.

1993 წლიდან ქართული კლუბები ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ, 1994 წლიდან კი საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე გამოდიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი იყო ნოდარ ახალკაცი, რომელიც გარდაცვალებამდე, 1998 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას. 1998-2005 (მაისი) წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო მერაბ ჟორდანია, 2005 წლიდან 2009 წლის სექტემბრამდე თანამდებობა ნოდარ ახალკაცს (უმცროსი) ეკავა. ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორია სააქციო საზოგადოება "მადნეული", ტექნიკური სპონსორია გერმანული კომპანია "იაკო", ხოლო სპონსორი - ლუდსახარში "ნატახტარი".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]