მიხეილ მესხი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ მესხი
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
პირადი მონაცემები
დაბ. თარიღი 12 იანვარი 1937(1937-01-12)
დაბ. ადგილი    თბილისი, საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
გარდ. თარიღი    22 აპრილი, 1991
სიმაღლე 169 სმ.
პოზიცია თავდამსხმელი/ნახევარმცველი
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
1954–1969

1970
დინამო თბილისი
ლოკომოტივი თბილისი
284 (54)

4 (0)   
ეროვნული ნაკრები
1959–1966 საბჭოთა კავშირი 35 (4)


* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

მიხეილ მესხი (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი; გ. 22 აპრილი, 1991, იქვე) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.

ბიოგრაფია [რედაქტირება]

მიხეილ მესხი იყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. 1969-91 წლებში მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მის პატივსაცემად თბილისის ლოკომოტივის სტადიონს მისი სახელი დაერქვა.

მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა თბილისის დინამოსა (1954-69) და თბილისის ლოკომოტივში (1970). გატანილი აქვს 35 გოლი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრებში და მონაწილეობა აქვს მიღებული 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ასევე გამოჩნდა ევროპის ერთა თასის პირველ გათამაშებაზე 1960 წელს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიგო.

1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.

საბჭოთა კავშირის ნაკრები [რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი და გაიტანა 4 გოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 1959 წლის 6 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიასთან 3-1 მოგებულ მატჩში. ამ მატჩში მესხი გოლით გამოირჩა.

ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა 1966 წლის 20 აპრილს შვეიცარიასთან ფრედ, 2-2 დასრულებულ მატჩში.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]