ლაციო (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაციო
სრული სახელი Società Sportiva Lazio S.p.A.
მეტსახელი Biancocelesti (თეთრ-ცისფრები)
Aquile (არწივები)
Aquilotti (ახალგაზრდა არწივები)
დაარსდა 9 იანვარი, 1900
სტადიონი ოლიმპიკო რომი
(ტევადობა: 72,700 მაყურებელი)
პრეზიდენტი იტალიის დროშა კლაუდიო ლოტიტო
მწვრთნელი იტალიის დროშა სიმონე ინძაგი
კაპიტანი სენად ლულიჩი
ლიგა იტალიის სერია A
2019-20 მე-4 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი ლაციო (იტალ. Società Sportiva Lazio) — იტალიური საფეხბურთო კლუბი. ჩამოყალიბდა 1900 წლის 9 იანვარს რომში. გუნდი გამოდის იტალიის უმაღლეს ლიგაში "სერია-ა"-ში. ლაციო არის 2-ჯერ იტალიის ჩემპიონი, 6-ჯერ იტალიის თასის გამარჯვებული და 4-ჯერ იტალიის სუპერ თასის მფლობელი. ასევე არის უეფას თასთა-თასის და უეფას სუპერ-თასის გამარჯვებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლის 9 იანვარი იდგა. რომის ქუჩები ძველი კებებით და ახალი ტრავმაებით იყო სავსე. ცხრა ახალგაზრდა, ლუიჯი ბიჯიარელის მეთაურობით პიაცა დელა ლიბერტას წინ სკამზე იჯდა, როდესაც მათ Societ Podistica Lazio-ს დაარსება გადაწყვიტეს. “კლუბს “რომას“ ვერ დავარქვამთ, რადგან ასე უკვე ჰქვია ტანმოვარჯიშეების გუნდს - უფრო მნიშვნელოვანი სახელის დარქმევა შეიძლება, რომელშიც რომიც იგულისხმება - მაგალითად „ლაციო." მეგობრები ბიჯიარელის ამ შეთავაზებაზე ხალისით დათანხმდნენ - ფერებად საბერძნეთის, როგორც ოლიმპიადის სამშობლოს ფერები აირჩიეს - თეთრი და ღია ლურჯი.

პირველი ორი წლის განმავლობაში ისინი რეგიონის არა-საფეხბურთო ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას სანამ 1902 წელს, Rancing Club of Paris-ის პარტნიორმა ბრუტო სეჯეტინიმ „ბიანკოჩელესტეს“ ბიჭები ფეხბურთში მიიწვია. იდეამ მეგობრები მაშინვე დააინტერესა - მათ რომის სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა თავიდანვე დიდი წარმატებით დაიწყეს და მათზე ამბები ლოკალურ ფარგლებს გაცდა - 1907 წელს „პიზამ“ „ლაციო“ ცენტრისა და სამხრეთის პირველ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელშიც მათ გარდა „ლივორნო“ და „ლუკა“ მონაწილეობდნენ. პიზას სადგურში „ბიანკოჩელესტეები“ Sante Ancherani,-ის მეთაურობით 1907 წლის ივნისში ჩავიდნენ - მათ დღის განმავლობაში სამი მატჩი უნდა ეთამაშათ. იმ დღეს „ლაციომ“ სამივე თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა - დაამარცხა „ლუკა“ 3-0, „პიზა“ 4-0, ხოლო „ლივორნო“ 1-0.

30 წლებში „ლაციო“ უმაღლეს დონეზე თამაშობდა - იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფორვარდი, სილვიო პიოლა სწორედ „ბიანკოჩელესტეებში“ ირიცხებოდა და მისი 143-გოლიანი რეკორდი ჯერაც მოუხსნელია გუნდში, თუმცა პირველი ტიტული გუნდმა მხოლოდ 1958 წელს დაისაკუთრა. მწვრთნელის პოსტი მაშინ ბემარდინის ეკავა, გუნდს კი ლოვატი ლიდერობდა - „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „ფიორენტინას“ მოუგო პრინის გოლის წყალობით.

მეორე დიდი გამარჯვება თექვსმეტი წლის შემდეგ მოვიდა - 1974 წელს მაესტრელის გუნდმა ჩემპიონატი მოიგო, მაშინ, როდესაც მხოლოდ ორი წლის წინ დაბრუნდა სერია ა-ში. რომში ახლაც ახსოვთ იმ დიდი გუნდის შემადგენლობა - პულიჩი, პეტრელი, მარტინი, უილსონი, ოდი, ნანი, გარლასკელი, რე ჩიკონი, კინალია, ფრუსტალუპი, ამიკო.

ამ მიღწევას წარმატებებიც მოყვა და წარუმატებლობებიც, სანამ გუნდში კრანიოტის ოჯახი მოვიდა. ამას წინ მაესტრელის გარდაცვალება, ჩინალიას აშშ-ში წასვლა და რე კიკონის ტოტალიზატორებთან დაკავშირებული ამბავი უძღოდა. ეს ყველაფერი სერია ც-ში გავარდნის თავიდან აცილებით დასრულდა, როდესაც გუნდმა პლეი-ოფის მატჩი მოიგო.

შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა - ექვსი წლის განმავლობაში სერჯიო კრანიოტიმ გუნდისა და ბაზების რეორგანიზებაზე მილიარდები დახარჯა და „ლაციოს“ სახელი იტალიური და ევროპული ფეხბურთის მოწინავე პოზიციებზე დააბრუნა. მისი ხელმძღვანებლობის დროს გუნდი ხუთჯერ მიყოლებით გავიდა ევროტურნირებზე - ერთხელ მეორე ადგილიდან (1994/9), ორჯერ მესამედან (1993/94 და 1995/96), ერთხელ მეოთხედან (1996/97) ერთხელაც მეხუთედან (1992/93). ხუთი წლის მიყოლებით ბეპე სინიორიმ საუკეთესო ბომბარდირის 3 ტიტული მოიგო.

1997/98 სეზონში „ლაციოს“ ახალი ხალხი შეემატა - სვენ იორან ერიქსონი, მანჩინი, იუგოვიჩი, ალმეიდა და სხვები. მათ გუნდს 1998 წლის 29 აპრილს გუნდს იტალიის თასი მოაგებინეს „მილანთან“ თამაშში. ერიქსონის ბიჭებს ცოტა დააკლდათ ამ ტიტულისთვის მეორეს მიმატებამდე - 1998 წლის 6 მაისს მათ უეფას თასის ფინალში ინტერთან წააგეს.

1998 წლის 29 აგვისტოს კი მორიგი სეზონი დაიწყო - გუნდში ნამდვილი ჩემპიონები შეგროვდნენ - ვიერი, სალასი, დე ლა პენია, მიხაილოვიჩი, სტანკოვიჩი. უკვე რამდენიმე თვეში ისინი იტალიის სუპერთასის გამარჯვებულები გახდნენ იუვენტუსის წინააღმდეგ დაძაბულ მატჩში, რომელიც ტურინში ჩატარდა.

სკუდეტო 1999/2000

1999/2000 სეზონში გუნდს ვიერი, ვერონი, სენსინი, სიმეონე და სიმონე ინძაგი შეემატნენ. დეკემბერში ოლიმპიკიდან ფაბრიციო რავანელიც გადმოვიდა და წარმატებამაც არ დააყოვნა - 1999 წლის 27 აგვისტოს „ლაციო“ უეფას თასზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამარცხებს, რასაც გუნდის ფანები „ოლიმპიკოზე“ 2000 წლის 9 იანვარს დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ჩემპიონთა ლიგაში „ლაციო“ კლაუდიო ლოპესის „ვალენსიამ“ შეაჩერა, თუმცა „ბიანკოჩელესტემ“ სეზონის მეორე ჯილდო მაინც მოიპოვა, როდესაც სეზონის ბოლო დღეს „სკუდეტო“ სწორედ „ლაციოს“ საკუთრება გახდა - იმ ტურის თამაშები თავსხმა წვიმაში მიდიოდა, თუმცა „ოლიმპიკოზე“ შეკრებილი 80 ათასი ფანი მოთმინებით ელოდა მომენტს, როდესაც მათ ჩემპიონობა ზეიმით აღნიშნეს.

სამი დღის შემდეგ მილანში „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „ინტერი“ დაამარცხა, ისევე როგორც 2000-2001 სეზონის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში, სადაც ანგარიში 4-3 იყო. გოლები კლაუდიო ლოპესმა და ერნან კრესპომ გაიტანეს. მანამდე კი ბირმინგემში რომაელებმა „მალიორკას“ დამარცხებით თასების მფლობელთა თასი აიღეს. იმ სამი წლის განმავლობაში, როდესაც „ლაციოს“ სათავეში კრანიოტი და ერიქსონი ხელმძღვანებლობდნენ, ეს მეშვიდე ტიტული იყო. ამას ერიქსონის მიერ გუნდის დატოვება მოჰყვა, „ლაციო“ კი დინო ძოფმა ჩაიბარა. სიახლეები იყო ტრანსფერებშიც - გუნდს დინო ბაჯო, კარელ პობორსკი და ლუკას კასტრომანი შეემატნენ, ფიორე და ჯანიკედა კი მომავალ სეზონში შეუერთდნენ რომაულ კლუბს.

2000-დან დღემდე – დაღმასვლა და გამოღვიძება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

“ლაციომ” ათწლეული წარმატებით - იტალიის სუპერთასის მოგებითა და ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასვლით დაიწყო, თუმცა სვენ იორან ერიქსონის გუნდიდან წასვლამ დაღმასვლის პროცესი დააჩქარა. ფინანსური პრობლემების ფონზე და არსებული ფულის ჩავარდნილ ტრანსფერებზე (მაგ. გაისკა მენდიეტა, 28 მილიონი ფუნტი) დახარჯვით “ლაციომ” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეტად მნიშვნელოვან საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 2001-02 სეზონში მეექვსე პოზიცია დაიკავა. ამას კრანიოტისა და მის მულტინაციონალურ კორპორაცია “ჩირიოსთან” დაკავშირებული სკანდალი მოჰყვა, რაც მის მიერ 2002 წელს კლუბის დატოვებით დასრულდა. 2004 წლამდე “ლაციო” ფინანსური მენეჯერებისა და საბანკო ფონდის მიერ იმართებოდა, რამაც კლუბს წამყვანი ვარსკვლავების გაყიდვა აიძულა – მათ შორის კლუბის “სიმბოლო”, კაპიტანი ნესტაც იყო. შემდეგ გუნდი ბიზნესმენ კლაუდიო ლოტიტოს მიეყიდა, რომელიც დღემდე ფლობს აქციათა უმეტესობას.

პანდევის გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

იმ ზაფხულს კლუბში დაბრუნდა 36 წლის პაოლო დი კანიო, “ლაციოს” ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც გუნდს ბავშვობიდან გულშემატკივრობდა; დი კანიო “ლაციოში” გადმოსასვლელად ხელფასის 75-პროცენტიან შემცირებას დათანხმდა. 2005-2006 სეზონში “ლაციომ” სახელფასო დანახარჯების შესამცირებლად ვეტერანები – ფერნანდო კოუტო, პაოლო ნეგრო და ჯულიანო ჯანიკედა გაუშვა. ამ პრობლემების ფონზე 2005-2006 სეზონი მწვრთნელი დელიო როსის ხელმძღვანელობით წარმატებული გამოდგა. გუნდის შემადგენლობა ვეტერანი ანჯელო პერუცისა და ნახევარდაცვის წარმომადგენლების - ფაბიო ლივერანისა და ოსმან დაბოს ნაერთს წარმოადგენდა, რომლებსაც სხვა მოტივირებული მოთამაშეები ემატებოდნენ, ნაკლები სახელფასო მოთხოვნებით. ეს პოლიტიკა წარმატებული გამოდგა და გუნდმა 2006-07 სეზონის უეფას თასზე მოიპოვა ადგილი. 14 ივლისს გამოცხადებული იქნა, რომ “ლაციო” თამაშების გარიგებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო 7-ქულიანი ჯარიმით სერია “ბ”-ში იქნა გადაყვანილი, თუმცა კლუბის მიერ შეტანილი აპელაცია შედეგიანი გამოდგა და 25 ივლისს გამოტანილი განაჩენის შედეგად, “ლაციოს” უკვე სერია “ა”-ში დაენიშნა 11-ქულიანი ჯარიმა, მოგვიანებით კი ეს ჯარიმაც 3 ქულამდე იქნა შემცირებული. ასევე ძალაში შევიდა წინა სეზონის 30-ქულიანი ჯარიმა, რის შედეგადაც გუნდი შემდეგი წლის უეფას თასზე ვერ მოხვდა. “ლაციომ” საჯარიმო ქულების მიუხედავად 2006-2007 სეზონში მესამე პოზიციის დაკავება მოახერხა და სეზონის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით 8 მატჩი დაამთავრა გამარჯვებით, რამაც თითქმის გაიმეორა კლუბის რეკორდი – 9 მიყოლებით მოგებული თამაში, საჩემპიონო 2000 სეზონიდან. 2007-2008 სეზონის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლაციომ” ბუქარესტის “დინამოს” დამარცხება გაჭირვებით მოახერხა, ჯგუფში კი, რომელიც მადრიდის “რეალის”, ბრემენის “ვერდერისა” და “ოლიმპიაკოსისაგან” შედგებოდა, ბოლო ადგილი დაიკავა. უკეთესად საქმე არც საშინაო ჩემპიონატში მიდიოდა, სადაც კლუბმა სეზონის უმეტესი ნაწილი ცხრილის ქვემოთა ნახევარში გაატარა, ფანების პროტესტების ფონზე. “ლაციომ” სერია “ა”-ს სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა.

ჯერ კიდევ ბალარდინის დროს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ლაციომ ნაყოფიერად გამოიყენა. გუნდში მოვიდნენ მცველები ანდრე დიასი და ჯუზეპე ბიავა, რითიც ცენტრალური დაცვის პრობლემა მოგვარდა. აგრეთვე თავდასმხმელი სერჯიო ფლოკარიმ, რომელმაც სეზონის მეორე ნახევრაში კარგი შთაბეწდილება დატოვა და ცუდ ფორმაში მყოფი სარატე ღირსეულად შეცვალა. რეიამ აგრეთვე გუნდში დააბრუნა კრისტიან ლედესმა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ლაციომ საკმაოდ ადვილად მოახერხა გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა. რეიამ დასახულ ამოცანას, რაც სერი ა-ში ადგილის შენარჩუნებაში გამოიხატებოდა თავი წარმატებით გაართვა და ლოტიტომაც მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

10/11 სეზონის დაწყებამდე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლოტიტომ სან პაულოდან 1 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ როგორც იქნა გადმოიყვანა ერნანესი, რომელიც 15 ლიმონი დაჯდა, თავიდან კრიტიკოსები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ტრანსფერს + ლოტიტოს მხრიდან ამხელა ფულის გადახდას ერნანესში, თუმცა დაიწყო თუ არა სეზონი ნელ-ნელა ერნანესი გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა და მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა გუნდის წარმატება, მაგ სეზონში ერნანესმა 11 გოლის გატანა ჩეძლო, რაც ნახევარმცველისთვის ნამდვილად კარგი შედეგია, თან იმასაც თუ გავითვალისიწინებთ რომ გუნდის საუკუთესო ბომბარდირიც გახდა. ეს სეზონი რეიასთვის წარმატებული აღმოჩნდა, მან შეძლო და გუნდი მე-5 ადგილზე გაიყვანა და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, სულ ცოტა დააკლდა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ადგილამდე, თუმცა სეზონის დასაწყისში არც არავინ ელოდა რომ ლაციო ეგრე მაღლა დაასრულებდა სეზონს, თან იმის ფონზე რომ წინა სეზონში გუნდი დარჩენისთვის იბრძოდა.

ფერები, გერბი და მეტსახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდის თეთრ-ცისფერი ფერები საბერძნეთის ნაციონალურ ფერებთან ასოციაციით იქნა არჩეული - “ლაციო” შერეული ტიპის სპორტული კლუბია და ამ ტიპის კლუბის ჩამოყალიბება იმ ფაქტის გათვალისწინებით მოხდა, რომ ევროპის ოლიმპიური თამაშების სპორტული ტრადიცია საბერძნეთთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად “ლაციოს” მაისური თეთრ-ცისფერ ნაწილებად იყო დაყოფილი, შავი შორტებითა და გეტრებით. ამას სრულიად თეთრი მაისურით თამაში მოჰყვა, შემდეგ კი გუნდი იმ ფორმაზე გადავიდა, რომელსაც დღემდე იყენებს. იყო სეზონები, როდესაც კლუბს თეთრ-ცისფერი ზოლიანი მაისური ეცვა, თუმცა ფორმა ტრადიციულად ცისფერ მაისურს წარმოადგენს, რომელსაც თეთრი დაჰყვება თან, შორტებისა და გეტრების ფერი კი თეთრია. ამ ფერების არჩევამ მათ მეტსახელი “ბიანკოჩელესტი” მიანიჭა. “ლაციოს” ტრაფიციული გერბი არწივის გამოსახულებას წარმოადგენს, რაც დამაარსებლის, ლუიჯი ბიჯიარელის არჩევანი იყო. ეს გერბი დაკავშირებულია რომის იმპერიის სამხედრო ემბლემასთან - “აკილა” (“არწივი”); რომაულ ლეგიონებს სიმბოლო ბრძოლაში მიჰქონდათ. ამ სიმბოლომ “ლაციოს” კიდევ ორი მეტსახელი წარმოშვა – “აკილოტი” (“ახალგაზრდა არწივები”) და “აკილე” (“არწივები”). ახლანდელი გერბი ოქროსფერი არწივის ზემოთ გამოსახულ თეთ ფარსა და ცისფერ ჩარჩოს წარმოადგენს; ფარზე კლუბის სახელია გამოსახული, მის ფერებთან ერთად.

ლაციოს ტიფოზები

გულშემატკივრები და მეტოქეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

“ლაციო” იტალიაში მეექვსე ყველაზე მხარდაჭერილი კლუბია – გუნდს იტალიელი ფანების 3,5% გულშემატკივრობს (2006 წლის აპრილში დოქსას ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით). ისტორიულად “ლაციოს” რომაელი ფანების უმრავლესობა ქალაქის ჩრდილო ნაწილიდან, ვატიკანის მახლობლად მყოფი ადგილიდან მოდის, რაც რომზე არკის ტიპის გეოგრაფიულ ფორმას ქმნის და ისეთ რაიონებს მოიცავს, როგორებიცაა პარიოლი, პრატი, ფლამინიო, სალარიო, ნომენტანო, კასია და მონტე მარიო. 1987 წელს დაარსებული “IRRIDUCIBILI LAZIO” ახლა კლუბის ულტრასებს შორის უდიდესი ჯგუფია. სამატჩო მხარდაჭერისას “ლაციოს” ულტრასები ინგლისური სტილის ფანობას ირჩევენ. ტრადიციულ იტალიურ “ულტრას” გამოსვლას ისინი როგორც წესი, მხოლოდ Derby Della Capitale (“დედაქალაქის დერბი”)-ს დროს მიმართავენ. Derby Della Capitalle, რომელიც ინგლისურენოვან ქვეყნებში ცნობილია, როგორც “რომაული დერბი”, “ლაციოსა” და მათი მთავარი მეტოქის, “რომას” მატჩის სახელწოდებაა. ეს დაპირისპირება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დაძაბულია. 1979-80 წლების სეზონში “ლაციოს” გულშემატკივარი ვინჩენცო პაპარელი “რომას” ფანის მიერ ნასროლი მაშხალის მოხვედრის შედეგად დაიღუპა. “ლაციოს” ასევე პრინციპული დაპირისპირება აქვს “ნაპოლისთან”, მეგობრული დამოკიდებულება კი “ინტერთან”, “ტრიესტინასთან” და ვერონას “ჰელასთან”. ევროპის კლუბებს შორის გუნდს მეგობრული ურთიერთობა მადრიდის “რეალთან”, “ესპანიოლთან” (ოთხი გუნდი ცისფერი ფერით: “ლაციო”, “ესპანიოლი”, “მიუნხენ 1860” და “მანჩესტერ სიტი”) და “ჩელსისთან” აქვს.

Società Sportiva Lazio, როგორც კომპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს, სერხიო კრანიოტის მმართველობის დროს, შოციეტà შპორტივა Lაზიო სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. “ლაციო” პირველი იტალიური კლუბი გახდა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. ახლა “ლაციოს” აქციებს ფლობენ კლაუდიო ლოტიტო (61.312%) და დანარჩენი აქციონერები (38.688%). “ლაციო” ერთ-ერთია სამი იტალიური კლუბიდან (“ლაციო”, “იუვენტუსი” და “რომა”), რომლის აქციებიც იტალიის საფონდო ბირჟაზეა გამოტანილი, თუმცა ამ სამი გუნდიდან მხოლოდ “ლაციოს” ჰყავს აქციათა დიდი ნაწილის ერთი მფლობელი. The Football Money League–ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, 2004-2005 წლების სეზონში “ლაციო” მსოფლიოს მეოცე ყველაზე ფინანსურად მომგებიანი საფეხბურთო კლუბი იყო, 83 მილიონი ევროს რაოდენობის მქონე მოგებით.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ალბანეთი ალბანეთი ტომას სტრაკოშა
3 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები სტეფან დე ვრეი
4 მცველი ესპანეთი ესპანეთი პატრისიო გაბარონი
5 მცველი ბელგია ბელგია ჯორდან ლუკაკუ
6 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ლუკას ლეივა
8 მცველი სერბეთი სერბეთი დუშან ბასტა
10 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია ფელიპე ანდერსონი
11 თავდამსხმელი იტალია იტალია ლუკა კრეჩო
13 მცველი ბრაზილია ბრაზილია ვოლესი
15 მცველი ანგოლა ანგოლა ბასტოსი
16 ნახევარმცველი იტალია იტალია მარკო პაროლო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
17 თავდამსხმელი იტალია იტალია ჩირო იმობილე
18 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ლუის ალბერტო
19 ნახევარმცველი ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა სენად ლულიჩი ()
20 თავდამსხმელი ეკვადორი ეკვადორი ფელიპე კაისედო
21 ნახევარმცველი სერბეთი სერბეთი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი
22 მეკარე იტალია იტალია ფედერიკო მარკეტი
23 მეკარე იტალია იტალია გვიდო გერერი
26 მცველი რუმინეთი რუმინეთი შტეფან რადუ
55 მეკარე ხორვატია ხორვატია ივან ვარგიჩი
77 ნახევარმცველი მონტენეგრო მონტენეგრო ადამ მარუშიჩი }
96 ნახევარმცველი იტალია იტალია ალესანდრო მურჯია

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იტალიის ჩემპიონი: 2
    • 1973–74, 1999–00
  • იტალიის თასი: 7
    • 1958, 1997–98, 1999–00, 2003–04, 2008-09, 2012-13, 2014-15
  • იტალიის სუპერ თასი: 5
    • 1998; 2000; 2009; 2017; 2019
  • თასების თასი: 1
    • 1998–99
  • უეფას სუპერ თასი: 1
    • 1999

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]