გრიგოლ ფაჩულია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ ალექსის ძე ფაჩულია (დ. 1904, ბათომი — გ. 1981) — საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ფაჩულია დაიბადა 1904 წელს ქალაქ ბათომში. 15 წლის ასაკდან ის მუშაობდა ბათუმის სხვადასხვა დაწესებულებებსა და საწარმოებში — პიტოევის ქარხანაში, ნავსადგურში, სახანძრო რაზმში, გაზეთის რედაქციაში.

ბათუმში წითელი არმიის შესვლისთანავე მოხალისედ ჩაეწერა არმიის რიგებში, 1926 წლიდან განუწყვეტლად მუშაობდა გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტსამმართველო-შინსახკომის ორგანოებში.

1935–1936 წლებში იყო დინამო თბილისის მწვრთნელი.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №13 ჩელუსკინის საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

1937 წლის 16 ივლისიდან 1938 წლის 15 ნოემბრამდე იყო აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი.

გრიგოლ ფაჩულია კომკავშირის რიგებში 1923 წლებში შევიდა.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი — 22.07.1937.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №119 (217), 26 მაისი, 1938

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]