სერგო კოტრიკაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგო კოტრიკაძე
სერგო კოტრიკაძე.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი სერგო კოტრიკაძე
დაბადების
თარიღი
9 აგვისტო 1936(1936-08-09)
დაბადების
ადგილი
ჩოხატაური, საქართველოს სსრ
გარდაცვალების
თარიღი
3 მაისი, 2011 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
სტოკჰოლმი, შვედეთი
სიმაღლე 1.75 მ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1955–1968 დინამო თბილისი 239 (0)
1968–1969 ტორპედო ქუთაისი 20 (0)
1970 დინამო თბილისი 2
ეროვნული ნაკრები
1962 სსრკ 2 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1973–1974 დინამო თბილისი (თანაშემწე)
1997–2001 ვიტ ჯორჯია
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

სერგო კოტრიკაძე (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური, საქართველოს სსრ — გ. 3 მაისი, 2011, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1955-68, 1970) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1968-69). ასევე გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში.

სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 260 მატჩი. თბილისის „დინამოს“ რიგებში გახდა სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1962, 1967), სსრკ-ის თასის ფინალისტი (1960). ნაკრებთან ერთად ორჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი. სსრკ წლის საუკეთესო მეკარე და ჟურნალ „ოგონიოკის“ პრიზიორი (1962). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ღირსების ორდენის კავალერი.

გარდაიცვალა 2011 წლის 3 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით. ამ დროს ის საქართველოს 15-წლამდე ნაკრებს „ლენარტ იოჰანსონის თასი 2011“-ის გათამაშებაზე ახლდა, როგორც სამწვრთნელო შტაბის წევრი.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 74 წლის ასაკში სერგო კოტრიკაძე გარდაიცვალა, „ჯი-ეიჩ-ენი“, 4 მაისი, 2011.
  2. ლეგენდარული ქართველი მეკარე სტოკჰოლმში გარდაიცვალა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 3 მაისი, 2011.