უეფა-ს ევროპის ლიგა
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|უეფა-ს ევროპის ლიგა}} |
| კონფედერაცია | უეფა (ევროპა) |
|---|---|
| დაარსდა | 1971 |
| კლუბ. რაოდენობა | 48 (ჯგუფური ეტაპი) 160 (სულ) |
| მოქ. ჩემპიონი | (1-ლი ტიტული) |
| ყველაზე ტიტულოვანი | (3 ტიტული) |
| ვებ-საიტი | ოფიციალური |
უეფა-ს ევროპის ლიგა (ინგლ. UEFA Europa League) — საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომლის ორგანიზატორია უეფა. უეფა-ს ევროპის ლიგა ყველაზე პოპულალური საკლუბო საფეხბურთო ტურნირია ევროპაში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპის ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.
ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპის ლიგა.
ლონდონის „ჩელსი“ თასის მოქმედი მფლობელია. მან 2013 წლის 15 მაისს, ამსტერდამში, ლისაბონის „ბენფიკა“ დაამარცხა.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1955 წელს დაარსდა შვეიცარიელი ერნსტ ტომენის, იტალიელი ოტორინო ბარაზისა და ინგლისელი სერ სტენლი როუზის იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად.[1] 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი უეფა-მ ითავა და 1971-1972 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „ტოტენჰემ ჰოტსპური“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.[2]
ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა 1999 წელს, მას შემდეგ რაც უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა.[3] დაარსებიდან 2004 წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004-2005 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.[3]
2009-2010 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპის ლიგა“.[4] შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე-ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე-ადგილოსნები ემატებათ, და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.[3]
თასი [რედაქტირება]
ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი შამპანურით ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს მილანელმა ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი ევროს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი ჩემპიონთა თასივით არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება.
უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი უეფა ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის.
ფინალები [რედაქტირება]
სტატისტიკა [რედაქტირება]
| სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება გთხოვთ გაანახლეთ იგი და ასახეთ უახლესი მოვლენები. შემდეგ ამოშალეთ სტატიიდან ეს თარგი |
ქვეყნების მიხედვით [რედაქტირება]
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს უეფას თასის აღება და 7-ჯერ ფინალში გასულები დამარცხდნენ. მეორე ადგილზე იტალიაა 10 გამარჯვებით, მესამეზე კი ინგლისი ასევე 10 გამარჯვებით. სულ 12 ქვეყნის გუნდმა მოახერხა უეფას თასის მოპოვება.
| ქვეყანა | ჩემპიონი | მეორე ადგილი |
|---|---|---|
| 11 | 7 | |
| 10 | 8 | |
| 10 | 8 | |
| 6 | 7 | |
| 4 | 2 | |
| 2 | 0 | |
| 2 | 0 | |
| 1 | 3 | |
| 1 | 3 | |
| 1 | 2 | |
| 1 | 1 | |
| 1 | 0 | |
| 0 | 4 | |
| 0 | 2 | |
| 0 | 1 | |
| 0 | 1 |
კლუბების მიხედვით [რედაქტირება]
| გუნდი | გამარჯვებული | მეორე ადგილი | წელი | წელი | |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | იუვენტუსი | 3 | 3 | (1977, 1990, 1993) | (1965, 1971, 1995) |
| 2 | ბარსელონა | 3 | 1 | (1958, 1960, 1966) | (1962) |
| 3 | ინტერი | 3 | 1 | (1991, 1994, 1998) | (1997) |
| 4 | ვალენსია | 3 | 1 | (1962, 1963, 2004) | (1964) |
| 5 | ლივერპული | 3 | 0 | (1973, 1976, 2001) | - |
| 6 | ბორუსია | 2 | 2 | (1975, 1979) | (1973, 1980) |
| 7 | ლიდსი | 2 | 1 | (1968, 1971) | (1967) |
| 8 | ტოტენჰემი | 2 | 1 | (1972, 1984) | (1974) |
| 9 | რეალი | 2 | 0 | (1985, 1986) | - |
| 10 | გიოტებორგი | 2 | 0 | (1982, 1987) | - |
| 11 | პარმა | 2 | 0 | (1995, 1999) | - |
| 12 | ფეიენოორდი | 2 | 0 | (1974, 2002) | - |
| 13 | სევილია | 2 | 0 | (2006, 2007) | - |
| 14 | ანდერლეხტი | 1 | 2 | (1983) | (1979, 1984) |
| 15 | რომა | 1 | 1 | (1961) | (1991) |
| 16 | სარაგოსა | 1 | 1 | (1964) | (1966) |
| 17 | ფერენცვაროში | 1 | 1 | (1965) | (1968) |
| 18 | ზაგრების დინამო | 1 | 1 | (1967) | (1963) |
| 19 | არსენალი | 1 | 1 | (1970) | (2000) |
| 20 | ნიუკასლი | 1 | 0 | (1969) | - |
| 21 | პსვ | 1 | 0 | (1978) | - |
| 22 | აინტრახტი | 1 | 0 | (1980) | - |
| 23 | იფსვიჩი | 1 | 0 | (1981) | - |
| 24 | ბაიერი | 1 | 0 | (1988) | - |
| 25 | ნაპოლი | 1 | 0 | (1989) | - |
| 26 | აიაქსი | 1 | 0 | (1992) | - |
| 27 | ბაიერნი | 1 | 0 | (1996) | - |
| 28 | შალკე | 1 | 0 | (1997) | - |
| 29 | გალათასარაი | 1 | 0 | (2000) | - |
| 30 | პორტო | 1 | 0 | (2003) | - |
| 31 | ცსკა | 1 | 0 | (2005) | - |
| 32 | ზენიტი | 1 | 0 | (2008) | - |
| 33 | ბირმინგემი | 0 | 2 | - | (1960, 1961) |
| 34 | დორტმუნდის ბორუსია | 0 | 2 | - | (1993, 2002) |
| 35 | მარსელის ოლიმპიკი | 0 | 2 | - | (1999, 2004) |
| 36 | ესპანიოლი | 0 | 2 | - | (1988, 2007) |
| 37 | ლონდონის ნაკრები | 0 | 1 | - | (1958) |
| 38 | იუპეშტი | 0 | 1 | - | (1969) |
| 39 | ვულვერჰემპტონი | 0 | 1 | - | (1972) |
| 40 | ტვენტე | 0 | 1 | - | (1975) |
| 41 | ბრიუგე | 0 | 1 | - | (1976) |
| 42 | ატლეტიკი | 0 | 1 | - | (1977) |
| 43 | ბასტია | 0 | 1 | - | (1978) |
| 44 | ცრვენა ზვეზდა | 0 | 1 | - | (1979) |
| 45 | ალკმაარი | 0 | 1 | - | (1981) |
| 46 | ჰამბურგი | 0 | 1 | - | (1982) |
| 47 | ბენფიკა | 0 | 1 | - | (1983) |
| 48 | ვიდეოტონი | 0 | 1 | - | (1985) |
| 49 | კიოლნი | 0 | 1 | - | (1986) |
| 50 | დანდი | 0 | 1 | - | (1987) |
| 51 | შტუტგარტი | 0 | 1 | - | (1989) |
| 52 | ფიორენტინა | 0 | 1 | - | (1990) |
| 53 | ტორინო | 0 | 1 | - | (1992) |
| 54 | ზალცბურგი | 0 | 1 | - | (1994) |
| 55 | ბორდო | 0 | 1 | - | (1996) |
| 56 | ლაციო | 0 | 1 | - | (1998) |
| 57 | დეპორტივო | 0 | 1 | - | (2001) |
| 58 | სელტიკი | 0 | 1 | - | (2003) |
| 59 | სპორტინგი | 0 | 1 | - | (2005) |
| 60 | მიდლსბრო | 0 | 1 | - | (2006) |
| 61 | რეინჯერსი | 0 | 1 | - | (2008) |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- უეფა-ს ევროპის ლიგის ოფიციალური საიტი.
- უეფა-ს თასი. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;
- ↑ UEFA Cup 1971-72. rsssf.
- ↑ 3.0 3.1 3.2 უეფა-ს ევროპის ლიგის ისტორია. უეფა-ს ვებ-გვერდი.
- ↑ Uefa Cup given new name in revamp. BBC Sport. 26 სექტემბერი, 2008.