დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან დინამო თბილისი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „დინამო თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დინამო თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
დინამო თბილისი
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი
დაარსდა 1925
სტადიონი ბორის პაიჭაძის სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 55,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა რომან ფიფია
მწვრთნელი საქართველოს დროშა რამაზ მუმლაძე
კაპიტანი საქართველოს დროშა ალექსანდრე კოშკაძე
ლიგა უმაღლესი ლიგა
2011-12 მე-4 ადგილი
ვებსაიტი ოფიციალური ვებგვერდი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

დინამო თბილისითბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის მთავარი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2-1.

კლუბის ისტორიაში ყველაზე განთქმული გამარჯვება იყო 3:0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. არანაკლებ სასახელო იყო ინგლისის „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ასევე ჰოლანდიის „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.

გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). დინამო ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

დინამო არის საქართველოს ჩემპიონატის ცამეტგზის გამარჯვებული და ცხრაგზის საქართველოს თასის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.

თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს.), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვანი. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ერთხელ დავით ყიფიანი (1977) და ერთხელაც ალექსანდრე ჩივაძე (1980).

1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და დინამოც მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის დინამოს სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო მას ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

[რედაქტირება] 20-იანი წლები

თბილისის „დინამოს“ ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება განიზრახეს – ფეხბურთი იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. 3 დღის შემდეგ „დინამომ“ ბაქოს მეორე კლუბს „პროგრესს“ უმასპინძლა და ამჯერად იოლად სძლია მეტოქეს - 3:0.

ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწა – ფინალში დაამარცხა „არსრაიონის“ ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით დინამოს ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ა. გალპერინი, ა. ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. დინამოელთა პირველი კაპიტანი ანდრო ჟორდანია იყო.

ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა დინამოს ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი. ინ დროისათვის იგი ერთერთი უდიდესი და ულამაზესი იყო საბჭოთა სივრცეში.

1926 წლის აგვისტოში დინამოელებმა ერთვიანი ტურნე მოაწყვეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ქალაქებში, სადაც 18 შეხვედრა გამართეს. ტურნე წარმატებული გამოდგა.[1]

[რედაქტირება] 30-იანი წლები

1936 წლის შემოდგომაზე თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, „დინამოსთვის“ კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე, საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან „დინამომ“ პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს ჩაატარა კიევის „დინამოსთან“. ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - ფრედ 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი იყო: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება „დინამომ“ თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის „სპარტაკთან“ მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი დინამოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სადებიუტო სეზონში დინამომ საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის „კრასნაია ზარიასთან“ 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.

იმავე 1936 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების მეოთხედფინალში მოსკოვში ადგილობრივ „სპარტაკს“ 6:3 მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქეები მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6:3.

1936 წელს „დინამო“ თასის გათამაშების ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0:2 მარცხდება.

საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა. გუნდი ორჯერ გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ორჯერ თასის ფინალში გავიდა.

1937 წელს თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. „დინამო“ ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.[2]

[რედაქტირება] 40-50-იანი წლები

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა - 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, მაშინ როდესაც თბილისისა და მოსკოვის დინამოელები გათამაშებას ლიდერობდნენ.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის „დინამო“ პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა - ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.

1944 წლის ოქტომბერში თბილისის „დინამომ“ ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა - 20 ოქტომბერს ირანის ნაკრები დაამარცხა 5:1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია - 4:0.

1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, „დინამო“ კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.

თბილისელთა შორის გამოჩნდნენ ახალი ლიდერები: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე და ა.შ.

სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე დინამოს მრავალგზის რეკორდსმენია.

ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის „დინამოში“ 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის დინამო ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში "ზემდგომი ორგანოები" ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და "ტენდენციური" მსაჯობის წყალობით დინამოს ოქროს მედლები დააკარგვინეს.

საბოლოოდ დინამო ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით დინამო მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისური დინამოსათვის წარუმატებელ წლებში მოირგეს.[3]

[რედაქტირება] 60-იანი წლები

1964 წელს დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - შესანიშნავი რუსი სპეციალისტის გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა დინამომ ჩემპიონატში მოსკოვის ტორპედოსთან ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწვეტი შეხვედრა დაინიშნა. "ოქროს მატჩში" კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – დინამომ ტორპედო 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. დინამომ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო.

”ოქროს მატჩში” დინამოს ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.

60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში დინამოს რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები და ა.შ.[4]

[რედაქტირება] 70-იანი წლები

სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა დინამოში ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანეს - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ა.შ.

1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში დინამომ უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ ტვენტესთან ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს. ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა. გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.

1973 წელს თბილისის დინამო პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის ატლეტიკოს ამარცხებენ, მერე კი ლისაბონის ბენფიკას და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან.

1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად აწ გარდაცვლილი ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული დინამოს ყველაზე წარმატებული პერიოდი.

ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს დინამო ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!

1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის არარატს - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა დინამოს პირველად არგუნა ბროლის თასი.

1977 წელს თბილისის დინამო ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.

1978 წელს კი დინამო მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

იმ დროს დინამოში ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი და ა.შ.[5]

[რედაქტირება] 80-იანი წლები

თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიგო

1981 წლის 13 მაისს „დინამო“ თასების მფლობელთა თასს დაეუფლა – მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბი იენის „კარლ ცაისი“ ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით დაამარცხეს – 2:1.

„დინამო“ გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა. იმავე 1981 წელს თბილისელებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს თასზე, სადაც მე-3 ადგილი დაიკავეს.[6]

1982 წელს გუნდი კვლავ ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ „დინამო“ ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა „საუკუნის გოლის“ ავტორი ვიტალი დარასელია.

1983 წლიდან კი „დინამოს“ ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს.

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს ჩემპიონატში მონაწილეობა - კიევის „დინამოსთან“ უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.[7]

[რედაქტირება] 90-იანი წლები

1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის კოლხეთი 1913-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, დინამომ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის დინამო პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ცხუმს ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის დინამომ პირველად შეასრულა დუბლი - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის ლინფილდი ”დინამომ” 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, დინამოც დანიურ კოპენჰაგენთან მატჩისთვის ემზადებოდა.

უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ ახწევდა.

1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის გრევენმახერის (4:0, 2:2), ნორვეგიული მიოლდეს (2:1, 0:0) და მოსკოვის ტორპედოს (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ ბოავიშტასთან მარცხდებიან (1:0, 0:5).

იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – დინამოს სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.[8]

[რედაქტირება] 2000-იანი წლები

2000-იანი წლების დასაწყისში „დინამო“ ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. ამ დროიდან იწყება „დინამოს“ ხელახალი აღმავლობა. კლუბმა 2003 წელს ჩემპიონის ტიტული მოიგო, ხოლო 2004 წელს საქართველოს თასი, და ბორისოვის ბატეს (1:0, 3:2), პრაღის სლავიისა (2:0, 1:3) და კრაკოვის ვისლას (2:1, 3:4) დამარცხების შემდეგ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, თუმცა „დინამომ“ ჯგუფში ყველა შეხვედრა წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა.

2004 წელს „დინამომ“ დიდ წარმატებას მიაღწია. მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. მან ფინალში ლატვიის სკონტო დაამარცხა (3:1).

2005 წელს თბილისის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, რაც 2008 წელსაც გაიმეორა. 2009 წელს კლუბმა მეტად დრამატულ ბრძოლაში პენალტებით დაამარცხა რუსთავის „ოლიმპი“ და საქართველოს თასს დაეუფლა. ამავე წელს „დინამო“ 2009-10 უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშებაში, ლატვიის „მეტალურგსის“ დამრცხების შემდეგ, სერბულცრვენა ზვეზდას“ გაეჯიბრა, თუმცა ორი მატჩის ჯამში დამარცხდა (2:0, 4:5). 2010 წელს „დინამო“ ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა.

[რედაქტირება] სტადიონი

ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი

დინამოს სტადიონი (ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი) 1976 წელს გაიხსნა,[9] იგი გახლავთ არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი.

მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35-ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო. დინამოელთა წარმატებებმა და შეხვედრებზე დასწრების მსურველების გაზრდამ აუცილებელ მოთხოვნად აქცია ტევადობის გაზრდა.

პირველი თამაში "დინამოს" ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 გაიმარჯვეს.

სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს, დინამო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ლივერპულს მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი (!) გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.

მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი. 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს დინამოსა და ფოთის კოლხეთს შორის.

ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის "სპარტაკი", მოსკოვისა და კიევის "დინამოებიც" ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს. 1985 წელს დინამოს სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთერთი მეოდხედფინალური მატჩი.

წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.

1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, "ფეხბურთის კარუზოდ" წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.

მცირე პაუზის შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასთან გახლდათ დაკავშირებული, გუნდი კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მისი ამჟამინდელი გენერალური დირექტორია ირაკლი მეძმარიაშვილი.[10]

[რედაქტირება] ჯილდოები

[რედაქტირება] საქართველო

[რედაქტირება] საბჭოთა კავშირი

[რედაქტირება] ევროპა

[რედაქტირება] შემადგენლობა 2011–12

„დინამოს“ მიმდინარე შემადგენლობა

2012 წლის 30 იანვრისათვის.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 საქართველოს დროშა მეკარე სოსო გრიშიკაშვილი
2 საქართველოს დროშა მცველი მამუკა ლომიძე
3 საქართველოს დროშა მცველი გულვერდ თომაშვილი
4 ჩეხეთის დროშა მცველი ირჟი ჰომოლა
5 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი ანდრეუ
6 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური
7 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე (კაპიტანი)
8 საქართველოს დროშა მცველი ლევან ხმალაძე
9 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ვახტანგ ფოცხვერია
10 საქართველოს დროშა თავდამსხმელი გიორგი მერებაშვილი
11 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი მიკელ ალვარო
12 საქართველოს დროშა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი
14 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი
13 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი ჩისკო მუნიოსი
14 საქართველოს დროშა მცველი ოთარ ხიზანეიშვილი
15 საქართველოს დროშა მცველი დავით ხოჭოლავა
16 საქართველოს დროშა მცველი არჩილ ტვილდიანი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
17 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ბექა მუმლაძე
18 საქართველოს დროშა მცველი დავით ოდიკაძე
19 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი ალბერტ იაგუე
20 ბრაზილიის დროშა თავდამსხმელი რობერტინიო
21 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი კარლეს კოტო
23 საქართველოს დროშა მცველი გიორგი რეხვიაშვილი
24 საქართველოს დროშა მცველი ლევან კაკუბავა
25 საქართველოს დროშა მეკარე თორნიკე ზარქუა
26 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი პაპავა
27 საქართველოს დროშა მეკარე გიორგი ლორია
29 საქართველოს დროშა მცველი გიორგი გველესიანი
30 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკოლოზ კვეკვესკირი
34 საქართველოს დროშა მეკარე ლევან გუდავაძე
77 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გოგიტა გოგუა
88 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ირაკლი ძარია
98 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი

[რედაქტირება] დინამოს ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ეროვნება გოლები
2011-12 ჩისკო მუნიოსი ესპანეთის დროშა ესპანეთი 15
2010-11 ალექსანდრე კოშკაძე/ლევან ხმალაძე საქართველოს დროშა საქართველო 8
2009-10 ჯორჯ აკირემი გაბონის დროშა გაბონი 11
2008-09 ილია სპასოევიჩი/გიორგი მერებაშვილი ჩერნოგორიის დროშა მონტენეგრო/საქართველოს დროშა საქართველო 13
2007-08 მიხეილ ხუციშვილი საქართველოს დროშა საქართველო 16
2006-07 სანდრო იაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 27
2005-06 ჯაბა დვალი საქართველოს დროშა საქართველო 21
2004-05 ლევან მელქაძე საქართველოს დროშა საქართველო 27

[რედაქტირება] დინამოს მწვრთნელები

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2012 — საქართველოს დროშა რამაზ მუმლაძე
2012 — 2012 საქართველოს დროშა გიორგი დევდარიანი
2011 — 2012 ესპანეთის დროშა ალექს გარსია
2009 — 2011 საქართველოს დროშა კახა კაჭარავა 1 1 თასი
2008 — 2009 გერმანიის დროშა რაინერ ცობელი 1 1 სუპერთასი
2006 — 2008 ჩეხეთის დროშა დუშან უგრინი 1 1 ჩემპიონატი
2006 საქართველოს დროშა კახა კაჭარავა
2006 რუსეთის დროშა ანდრეი ჩერნიშოვი
2005 — 2006 საქართველოს დროშა კახა ცხადაძე 2 1 ჩემპიონატი
1 სუპერთასი
2004 — 2005 საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე 1 1 საქართველოს თასი
2002 — 2004 ხორვატიის დროშა ივო შუშაკი 3 1 ჩემპიონატი
1 თასი
1 თანამეგობრობის თასი
2001 საქართველოს დროშა გივი ნოდია
2001 საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა
2000 — 2001 საქართველოს დროშა რევაზ არველაძე
2000 საქართველოს დროშა ჯემალ ჩიმაკაძე
1999 — 2000 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე 1 1 სუპერთასი
1999 საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე
1999 ნიდერლანდის დროშა იოჰან ბოსკამპი 1 1 ჩემპიონატი
1998 — 1999 საქართველოს დროშა მურთაზ ხურცილავა 1 1 სუპერთასი
1998 საქართველოს დროშა ნოდარ აკობია
1996 — 1997 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 7 3 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
2 სუპერთასი
1995 საქართველოს დროშა ვაჟა ჟვანია
1994 — 1995 საქართველოს დროშა სერგო კუტივაძე
1994 საქართველოს დროშა თემურ ჩხაიძე
1992 — 1994 საქართველოს დროშა გივი ნოდია 3 2 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1992 საქართველოს დროშა რევაზ ძოძუაშვილი 2 1 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1988 — 1991 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 4 2 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
1987 — 1988 საქართველოს დროშა ზონინ გერმანი
1987 — 1988 საქართველოს დროშა კახი ასათიანი
1985 — 1986 საქართველოს დროშა ნოდარ ახალკაცი
1984 — 1985 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი
1976 — 1983 საქართველოს დროშა ნოდარ ახალკაცი 4 1 საჭოთა კავშირის ჩემპიონატი
2 საბჭოთა კავშირის თასი
ევროპის თასების თასი
1974 — 1975 რუსეთის დროშა მიხეილ იაკუშინი
1974 საქართველოს დროშა გივი ჩოხელი
1973 საქართველოს დროშა ალექსანდრე კოტრიკაძე
1971 — 1972 რუსეთის დროშა გავრილ კაჩალინი
1967 — 1968 რუსეთის დროშა ვიაჩესლავ სოლოვიოვი
1966 საქართველოს დროშა ალექსანდრე კოტრიკაძე
1964 — 1965 რუსეთის დროშა გავრილ კაჩალინი 1 1 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

[რედაქტირება] გუნდის პერსონალი

  • მმართველი დირექტორი - სანდრო შახოვი
  • ადმინისტრატორი - მევლუდ ქასრაშვილი
  • ადმინისტრატორი - ბესიკ ბერაძე
  • პრეს ატაშე - გიგა გვენცაძე
  • გუნდის უფროსი - გია იმნაძე
  • გუნდის ექიმი - მერაბ ვარძუკაშვილი
  • ვიდეო ოპერატორი - ნუკრი ოქიტაშვილი
  • მასაჟისტი - ირაკლი სახვაძე
  • მასაჟისტი - ირაკლი ყარსიმაშვილი[12]

[რედაქტირება] გამოჩენილი ფეხბურთელები

[რედაქტირება] ევროთასებზე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო


წინამორბედი:
სკ ვალენსია
უეფას თასების მფლობელთა თასი
1981
მეორე ადგილი: სკ კარლ ცაისი იენა
შემდეგი:
სკ ბარსელონა
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე