ასირ გალპერინი
ასირ მარკის ძე გალპერინი (დ. 21 ნოემბერი, 1898, ქ. მიკოლაივი, უკრაინა, — გ. 5 ივნისი, 1974, თბილისი) — საბჭოთა ფეხბურთელი, მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი, წარმოშობით ებრაელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943).
1913 წლიდან თამაშობდა მშობლიური მიკოლაივის (ნიკოლაევი) საფეხბურთო გუნდებში. 1925-1927 წლებში იყო თბილისის დინამოს ცენტრალური თავდამსხმელი, 1928 წლიდან — მწვრთნელი თბილისის განათლების განყოფილების სპორტულ სკოლაში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული გუნდი „მოლოტი“ 1938 წელს გახდა სსრკ ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. შემდეგ გალპერინი იყო თბილისის 35-ე სპეციალური საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი, თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის უფროსი, 1942–1945 წლებში თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი.
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Обучение юных футболистов тактике, М., 1958.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 361, ISBN 99928-20-32-2.