გია გურული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურული.
გია გურული
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გია გურული
დაბადების
თარიღი
20 მაისი, 1964 (1964-05-20) (59 წლის)
დაბადების
ადგილი
ჭიათურა, საქართველოს სსრ
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1982–1988 დინამო თბილისი 104 (19)
1988–1991 გურია ლანჩხუთი 40 (18)
1991 იბერია თბილისი 25 (23)
1992 კატოვიცე 36 (11)
1992 ჰავრი 47 (12)
1992–1996 დიუნკერკი 87 (9)
1997 კალე 2 (0)
სულ 342 (92)
ეროვნული ნაკრები
1994 საქართველო 3 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2004–2005 საქართველო (თანაშემწე)
2012 დინამო ბათუმი
2014 კოლხეთი ხობი
2017 შუქურა ქობულეთი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გია გურული (დ. 20 მაისი, 1964, ჭიათურა) — საბჭოთა და ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი. უმაღლესი ლიგის ბომბარდირი (1990), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1986).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე კლასამდე ჭიათურაში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, შემდეგ კი თბილისში, გლდანის სპორტსკოლაში განაგრძო ვარჯიში. ჭიათურაში მისი მწვრთნელი იყო ზურაბ ბარათაშვილი, თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი — გურამ წიკლაური. გლდანში მასთან ერთად ვარჯიშობდნენ მალხაზ არზიანი, თამაზ კიკლიაშვილი, როსტომ თორღაშვილი, გელა ჭანტურია, მიხეილ ფარქოსაძე და სხვ. მალევე თბილისის „დინამოს“ დუბლებში ჩაირიცხა, სადაც პირველად 1981 წელს, ბაქოს „ნეფთჩის“ წინააღმდეგ ითამაშა.

„დინამოს“ პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1982 წელს ტაშკენტში, „ფახთაქორის“ წინააღმდეგ გამოვიდა მოედანზე. იმ პერიოდშივე ხშირად იწვევდნენ საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებშიც. 1983 წელს საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში იტალიაში სან-რემოს საერთაშორისო ტურნირი მოიგო და საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც მოიპოვა.[1]

„იბერიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პოლონეთში „კატოვიცეში“ თამაშისას ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს და კლუბის მე-20 საუკუნის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 1994 წლის 22 თებერვალს ისრაელის წინააღმდეგ, ჩატარებული აქვს 3 მატჩი.[2]

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ერთი პერიოდი სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. მას ბათუმის „დინამოში“, ხობის „კოლხეთში“ და ქობულეთის „შუქურაში“ აქვს ნამუშევარი. 2004–2005 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალენ ჟირესის თანაშემწე იყო.[3]

იგი არის ასევე ფეხბურთელის, ალექსანდრე გურულის მამა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ჩემპიონი: 1990
  • პოლონეთის თასი: 1991
  • პოლონეთის სუპერთასი: 1991
  • პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი: 1992

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სსრკ სპორტის ოსტატი: 1986
  • საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1990 (23 გოლი, მამუკა ფანცულაიასთან ერთად)
  • საქართველოს საუკეთესო თავდამსხმელი: 1990 (ფეხბურთის ფედერაცია; მამუკა ფანცულაიასთან ერთად)
  • საქართველოს ჩემპიონატის 22 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #1 - 1990
  • საქართველოს ნაკრებში: 4 მატჩი, 1 გოლი (1990-1994)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]