საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1969

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1969
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1969
ტურნირის დეტალები
ადგილი საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
      ქალაქები 16
      სტადიონები 20
ტურნირის ვადები 4 აპრილი21 ოქტომბერი
მონაწილე 20
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი რსფსრ-ის დროშა „სპარტაკი“ მოსკოვი
მეორე ადგილი უკრაინის სსრ-ის დროშა „დინამო“ კიევი
მესამე ადგილი საქართველოს სსრ–ის დროშა „დინამო“ თბილისი
ტურნირის სტატისტიკა
მატჩები 326
ბომბარდირ(ებ)ი ნიკოლაი ოსიანინი
„სპარტაკი“ მოსკოვი
ჯემალ ხერხაძე
„ტორპედო“ ქუთაისი
ვლადიმერ პროსკურინი
„სკა“ დონის როსტოვი  (16 გოლი)
საუკეთესო მოთამაშე ვლადიმერ მუნტიანი
„დინამო“ კიევი

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1969საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე გათამაშება. გამარჯვებული გახდა მოსკოვის „სპარტაკი“, მეორე ადგილზე გავიდა კიევის „დინამო“, მესამეზე – თბილისის „დინამო“. დაიწყო 4 აპრილს და დასრულდა 21 ოქტომბერს.

სატურნირო კალენდრის განტვირთვის მიზნით — 1968 წლის საკავშირო პირველობის მონაწილე თითოეულ გუნდს 38 შეხვედრის გამართვა მოუწია — მიღებული იქნა ჩემპიონატის ორ ეტაპად ჩატარების გადაწყვეტილება. პირველ ეტაპზე შეჯიბრების მონაწილე ოცივე კლუბი ორ ქვეჯგუფში განთავსდა, რომელთაც ორწრიანი ტურნირი გამართეს.

გუნდებმა, რომელთაც თავიანთ ქვეჯგუფებში პირველი შვიდი ადგილი დაიკავეს, პირველობის მეორე ეტაპზე მედლებისთვის განაგრძეს ბრძოლა. ამასთან, ქვეჯგუფებში 8–10 ადგილებზე გასულ გუნდებთან დაგროვილი ქულები მათ ანგარიშში აღარ ეთვლებოდათ, ხოლო პირველი ეტაპის აუტსაიდერებს მათ მიერ მოპოვებული ქულები უნარჩუნდებოდათ.

გათამაშების ამგვარი სისტემა მაშინვე მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. საშუალო შედეგიანობის მაჩვენებლით (2,06 გოლი მატჩში) ჩემპიონატმა ბოლოდან მესამე ადგილი დაიკავა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.

ამაზე ნაკლები მაჩვენებელი დაფიქსირდა მხოლოდ 1964 (1,99) და 1977 (2,03) წლების გათამაშებაზე. მატჩების თითქმის 40% (326 მატჩიდან — 127) ნულოვანი ფრით (44) ან მინიმალური აგარიშით 1–0 (83) დასრულდა. საშუალო დასწრება (27 500 მაყურებელი) 1968 წელთან შედარებით 1 500 ერთეულით, ხოლო 1965 წელთან შედარებით 6 500 ერთეულით დაეცა.

წინასწარი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქვეჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 „დინამო“ კიევი 1:0 0:0 2:0 2:0 2:2 1:0 1:1 5:0 1:0 18 10 8 0 25–6 28 უკრაინის სსრ-ის დროშა
2 „ცსკა“ მოსკოვი 0:0 1:1 3:0 1:1 2:0 2:0 1:0 1:0 1:0 18 9 6 3 18–8 24 რსფსრ-ის დროშა
3 „დინამო“ მოსკოვი 0:2 0:0 1:3 2:0 2:2 3:1 1:0 1:0 1:0 18 7 4 7 17–18 18 რსფსრ-ის დროშა
4 „სკა“ დონის როსტოვი 0:1 0:1 1:0 1:1 2:1 1:0 3:1 3:1 2:1 18 7 4 7 20–24 18 რსფსრ-ის დროშა
5 „ზარია“ ლუჰანსკი 0:1 1:0 0:1 4:2 3:0 1:1 2:0 0:1 2:0 18 6 5 7 19–16 17 უკრაინის სსრ-ის დროშა
6 „ნეფთჩი“ ბაქო 0:0 0:1 2:1 0:0 1:1 2:0 2:0 1:0 1:0 18 5 7 6 16–18 17 აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა
7 „ჩერნომორეცი“ ოდესა 1:1 0:1 1:0 1:1 1:0 0:0 2:0 1:0 2:2 18 5 7 6 14–17 17 უკრაინის სსრ-ის დროშა
8 „არარატი“ ერევანი 1:4 2:2 3:2 2:0 1:0 1:0 0:0 0:0 3:1 18 6 5 7 18–23 17 სომხეთის სსრ–ის დროშა
9 „ურალმაში“ სვერდლოვსკი 0:0 0:0 0:1 1:1 0:0 3:2 0:1 1:1 1:0 18 4 6 8 9–18 14 რსფსრ-ის დროშა
10 „კრილია სოვეტოვი“ კუიბიშევი 1:1 2:1 2:0 3:0 1:3 0:0 2:2 1:2 0:1 18 3 4 11 16–24 10 რსფსრ-ის დროშა

მეორე ქვეჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 „სპარტაკი“ მოსკოვი 3:0 2:0 0:0 3:0 2:1 2:1 4:1 1:0 1:0 18 14 3 1 29–9 31 რსფსრ-ის დროშა
2 „დინამო“ თბილისი 2:0 3:0 0:0 2:1 4:0 3:1 0:0 3:0 3:1 18 8 9 1 22–7 25 საქართველოს სსრ–ის დროშა
3 „შახტარი“ დონეცკი 1:1 0:0 2:1 1:1 1:1 6:0 1:0 3:0 1:1 18 5 8 5 20–17 18 უკრაინის სსრ-ის დროშა
4 „ტორპედო“ მოსკოვი 0:1 0:0 0:0 0:0 2:0 1:0 0:2 2:1 0:0 18 5 8 5 15–14 18 რსფსრ-ის დროშა
5 „დინამო“ მინსკი 0:1 0:0 1:0 1:1 2:0 1:2 3:0 2:2 1:0 18 5 6 7 16–19 16 Flag of the Byelorussian SSR
6 „ზენიტი“ ლენინგრადი 0:1 0:0 0:0 1:1 2:1 2:0 1:1 2:0 1:1 18 5 6 7 14–18 16 რსფსრ-ის დროშა
7 „ტორპედო“ ქუთაისი 0:2 0:0 3:2 1:2 1:0 1:0 2:0 3:2 1:1 18 7 2 9 17–27 16 საქართველოს სსრ–ის დროშა
8 „კაირათი“ ალმათი 1:1 1:1 0:0 3:1 0:0 0:1 2:0 0:1 3:0 18 4 7 7 15–18 15 ყაზახეთის სსრ-ის დროშა
9 „ფახთაქორი“ ტაშკენტი 1:2 0:0 1:2 2:1 0:1 1:0 1:0 1:0 0:0 18 6 3 9 16–23 15 უზბეკეთის სსრ–ის დროშა
10 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 1:2 0:1 2:0 0:3 4:1 0:2 0:1 1:1 1:3 18 2 6 10 13–25 10 რსფსრ-ის დროშა

ფინალური ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასი „А“, პირველი ჯგუფი: ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1-14 ადგილებისათვის
გუნდი უეფა
„სპარტაკი“ მოსკოვი 26 19 5 2 40–11 43 ჩემპიონთა თასი
„დინამო“ კიევი 26 16 7 3 37–13 39
„დინამო“ თბილისი 26 12 11 3 34–17 35
4 „დინამო“ მოსკოვი 26 12 7 7 44–28 31
5 „ტორპედო“ მოსკოვი 26 11 9 6 29–19 31
6 „ცსკა“ მოსკოვი 26 10 9 7 19–14 29
7 „ნეფთჩი“ ბაქო 26 6 11 9 26–27 23
8 „ჩერნომორეცი“ ოდესა 26 7 7 12 17–26 21
9 „ზენიტი“ ლენინგრადი 26 6 9 11 21–34 21
10 „შახტარი“ დონეცკი 26 6 8 12 20–28 20
11 „ზარია“ ლუჰანსკი 26 5 9 12 21–30 19
12 „სკა“ დონის როსტოვი 26 6 7 13 23–37 19
13 „დინამო“ მინსკი 26 5 9 12 14–31 19
14 „ტორპედო“ ქუთაისი 26 4 6 16 20–50 14
15-20 ადგილებისათვის
გუნდი
15 „არარატი“ ერევანი 34 13 11 10 48-40 37
16 „ფახთაქორი“ ტაშკენტი 34 13 9 12 35-37 35
17 „კაირათი“ ალმათი 34 12 10 12 29-31 34
18 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 34 8 9 17 33-47 25
19 „კრილია სოვეტოვი“ კუიბიშევი 34 8 8 18 34-48 24
20 „ურალმაში“ სვერდლოვსკი 34 7 8 19 19-39 22

ჩემპიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წლის
სსრ კავშირის ჩემპიონი
სსრკ
„სპარტაკი“ მოსკოვი
მეცხრე ტიტული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]