გარინჩა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარინჩა
MFdSantos-Garrincha.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი
დაბადების
თარიღი
28 ოქტომბერი, 1933
დაბადების
ადგილი
მაჟე, რიო-დე-ჟანეიროს შტატი,
ბრაზილია
გარდაცვალების
თარიღი
20 იანვარი, 1983 (49 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 169
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
1947-1952 ბრაზილიის დროშაპაუ-გრანდე
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1953-1965 ბრაზილიის დროშაბოტაფოგო 236 (85)
1966 ბრაზილიის დროშაკორინთიანსი 4 (0)
1967 ბრაზილიის დროშაპორტუგეზა 1 (0)
1968 კოლუმბიის დროშაატლეტიკო ხუნიორი 1 (0)
1968-1969 ბრაზილიის დროშაფლამენგო 8 (0)
1971-1972 ბრაზილიის დროშაოლარია 8 (0)
1953—1972 სულ 257 (85)
ეროვნული ნაკრები
1955—1966 ბრაზილიის დროშაბრაზილია 60 (17)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

მანუელ (მანე) ფრანსისკო დოს სანტოსი (პორტ. Manuel „Mané“ Francisco dos Santos; დ. 28 ოქტომბერი, 1933, მაჟე20 იანვარი, 1983, რიო-დე-ჟანეირო), ცნობილი როგორც გარინჩა (პორტ. Garrincha) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარჯვენა გარემარბი, ითვლება ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა გარემარბად ფეხბურთის ისტორიაში.[1][2][3][4][5][6] ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) გამოკითხვის მიხედვით გარინჩა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მერვე და XX საუკუნის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს. გაზეთ The Times-ის ცნობით კი გარინჩა მეექვსე ადგილს იკავებს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის.[7] ასევე ის შედის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში.[8] გარინჩა, პელეს შემდეგ, მეორე ფეხბურთელად ითვლება ბრაზილიის ეროვნული ფეხბურთის ისტორიაში.[9]

გარინჩას კარიერული „აყვავების“ პერიოდი კლუბ „ბოტაფოგოში“ გამოსვლას უკავშირდება. 1955-1965 წლებში მან ამ კლუბში 579 მატჩი ჩაატარა და 249 გოლი გაიტანა. ბოტაფოგოში გატანილი გოლების საერთო რაოდენობის მიხედვით, გარინჩა მესამე ადგილს იკავებს.[10] მას შემდეგ, რაც გარინჩამ სერიოზული ტრავმა მიიღო, „ბოტაფოგო“ გამოეთხოვა მას. შემდგომ პერიოდში ფეხბურთელმა მრავალი კლუბი გამოიცვალა და არცერთში არ გაჩერებულა დიდხანს. 1955-1966 წლებში გარინჩა ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა, რომლის დროსაც ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 1958 და 1962 წლებში, მეორე ჩემპიონატში გარინჩა 4 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირად დასახელდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბავშვობა და ახალგაზრდობა[რედაქტირება]

გარინჩა დაიბადა 1933 წლის 28 ოქტომბერს ქალაქ პაუ-გრანდიში, ამარო და მარია კაროლინების მრავალშვილიან ოჯახში, სადაც იგი მეხუთე ბავშვი იყო.[11] იმის გამო, რომ ახალშობილის რეგისტრაცია მხოლოდ ათი დღის შემდეგ მოხდა, მას დაბადების მოწმობაში უწერია 28 ოქტომბერი. ასევე, რეგისტრატორს სიმთვრალის გამო, დაავიწყდა ახალშობილისთვის მეორე სახელის ჩაწერა, ამიტომ გარინჩამ თხუთმეტი წლის ასაკში თვითონ აირჩია მეორე სახელი და დაირქვა ფრანსისკო.[12] გარინჩა დაიბადა თანდაყოლი ნაკლოვანებებით: ის იტანჯებოდა სიელმით, ხერხემლის დეფორმაციითა და მენჯის ძვლის პრობლემებით, ასევე, მარცხენა ფეხი მარჯვენასთან შედარებით ექვსი სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.[13][14][15] ქირურგიული ჩარევა, ჩატარებული, იმისათვის რომ მენეს ნაკლოვანებები გამოესწორებინათ უშედეგოდ დამთავრდა: ექიმები, რომლებიც ოპერაციას აკეთებდნენ, თვლიდნენ რომ, ბავშვისთვის მხოლოდ სიარულიც კი ბედნიერება იქნებოდა.[9] ზოგიერთი ვერსიის თანახმად, პრობლემები, რომლებიც გარინჩას აწუხებდა წარმოშობილი იყო პოლიომიელიტის შედეგად.[16][17]

გარინჩა შერეული წარმომავლობის იყო — დედის მხრიდან აფრო-ბრაზილიელი ქალაქ რესიფიდან,[18] მამის მხრიდან კი ინდიელი ფულნიოსების შთამომავალი; მისი პაპის მამა XIX საუკუნეში იძულებით გადასახლდა ბარიგის ქედის ფერდობიდან პალმეირას-დოს-ინდიოსში, შტატ ალაგოასში.[19][20] აქვე მიიღო მან გვარი — ფრანსისკო დოს სანტოსი, მონათმფლობელი და შაქრის ლერწმის პლანტაციების მფლობელის სახელი მიხედვით. მამის მხრიდან მას აფრიკული ფესვებიც ჰქონდა.[18]

გარინჩას ოჯახი, მშობლებისა და მის გარდა, კიდევ 3 ბავშვისგან შედგებოდა, რომელთაგან ორი, მენეს და-ძმა, დაიღუპნენ შიმშილისა და ავადმყოფობისგან.[19] ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ, რის გამოც მენე პატარაობიდანვე ეხმარებოდა მშობლებს, აგროვებდა ტყეში ხილს და ყიდდა ბაზარში; ძირითადა ვაჭრობდა ველური ძლიერი სუნის მქონე ბანანებით.[21] მამამისი, ამარო პაუ-გრანდეს ქარხანაში მცველად მუშაობდა, იტანჯებოდა ალკოჰოლიზმით,[18] ბოლოს კი გარდაიცვალა ღვიძლის ციროზით.[22] მენეს მამის მსგავსი თვისებები გადაეცა: 4 წლის ასაკში გაუგო გემო ალკოჰოლს, 10 წლის ასაკში კი უკვე ხშირად სვავდა სპირტიან სასმელებს: კაშასას,[14] ლუდს[23] და კაჩიმბუს, დამზადებულს კაშასიდან, თაფლისა და ლიმონისგან, ასევე დაიწყო თამბაქოს ხშირი მოხმარება.[17] მენემ თავისი ზედმეტსახელი „გარინჩა“, ნიბლიისებრთა ჩიტების დაჭერის სიყვარულის გამო დაირქვა,[24] რომელთაც „გარინჩას“ უწოდებდნენ და ბინადრობდნენ ქალაქის მახლობლად, ტყეში, მენე ძალიან ზუსტი იმიტაციით ბაძავდა მათ ჭიკჭიკს. ასე დაერქვა მას ეს სახელი ოთხი წლის ასაკში, თავისი დის სიტყვების შემდეგ: „შენ იმდენ ჩიტებს იჭერ, რომ მალე შენთვითონ გახდები გარინჩა.“[18][25]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

„პაუ-გრანდი“[რედაქტირება]

1941 წელს[18] გარინჩამ სკოლაში სწავლა დაიწყო, თუმცა იქ მხოლოდ ოთხი წელი გაატარა,[16][26] ხშირად გაცდენილი მეცადინეობების გამო მან სათანადო დონეზე არ იცოდა წერა-კითხვა. 1947 წლის 19 ნოემბერს,[18] 14 წლის ასაკში, გარინჩა სამუშაოდ მოეწყო ადგილობრივ ტექსტილის ქარხანაში „ამერიკა ფაბრილში“ მრთველის დამხმარედ.[12][27] სწორედ ამ პერიოდში დაირქვა მენემ მეორე სახელი — ფრანსისკო, რადგან არ შეშლოდათ სხვა მანუელ დოს სანტოში.[18] ქარხანაში მენე ორ მუშას — სვინგს და პინსელოს დაუმეგობრდა, რომლებთან ერთადაც რეგულარულად სვავდა, მათთან მეგობრობა კი არც მას შემდეგ გაუწყვეტია, რაც ცნობილი ფეხბურთელი გახდა.[18]

მუშაობასთან ერთად გარინჩა ფაბრიკის სამოყვარულო გუნდ „პაუ-გრანდეში“ თამაშობდა, ბავშვთა შემადგენლობაში. ერთხელაც „პაუ-გრანდი“ ადგილობრივ სამოყვარული გუნდს ეთამაშებოდა, გარინჩამ ამ მატჩის დროს თამაშის მაღალი დონე აჩვენა და მაშინ, როდესაც იგი სიზარმაცის გამო დაითხოვეს ქარხნიდან, ფაბრიკის გუნდის მეთაურის წყალობით კვლავ აღადგინეს გუნდში.[15] თუმცა, ამის მიუხედავად, „პაუ-გრანდის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს პინტომ, არ მიიწვია მთავარ შემადგენლობაში. რის გამოც გარინჩამ 1951 წელს რეგიონის საუკეთესო გუნდში დაიწყო თამაში, „კრუზეირო დუ სულში“ და „სერანოში“ ქალაქ პეტროპოლისიდან, თუმცა აქ მხოლოდ შუადღემდე ითამაშა და ისევ უკან, „პაუ-გრანდის“ შემადგენლობაში დაბრუნდა.[21] სწორედ ამ კლუბებში მიიღო მან პირველი ხელფასი, 30 კრუზეირო ერთ მატჩში.[18][28] სამი თვის შემდეგ, ხშირი ადგილის ცველებადობის გამო, გარინჩამ ამ კლუბში თამაში შეწყვიტა.[28]

1949 წლის ივნისში, მორიგი მშობიარობის შემდგომი პერიოდის დროს, ინფექციის შედეგად გარდაიცვალა გარინჩას დედა, რამაც ძალიან იმოქმედა მენეზე. გარინჩას დედის სიკვდილის შემდეგ მამამისმა, ამარომ ცხოვრება ქვრივ ქალთან, სესილიასთან და მის შვილებთან ერთად დაიწყო.

16 წლიდან მენე უფროსების გუნდში თამაშობდა. მან თავის სადებიუტო მატჩში „კრუზეირო დუ სულთან“ რამდენიმე გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა 8:1 მოიგო.[29] გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პინტომ მენე მარჯვენა გარემარბად დააყენა იმის გამო, რომ მენეს ტრადიციული პოზიცია მინდვრის ცენტრში, თავდამსხმელის უკან,[18] დაკავებული იყო სხვა მოთამაშის მიერ. მარჯვენა ფლანგის ფორვარდად მენე ძალიან კარგად თამაშობდა და მალევე რეგიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.[30][31] ერთ თამაშში, სადაც „პაუ-გრანდი“ „რაის-და-სერას“ ხვდებოდა, ანგარიში კი 0:0 იყო, გარინჩამ დაიწყო თავბრუდამხვევი დრიბლინგი საკუთარი საჯარიმოდან, მოატყუა მოწინააღმდეგე გუნდის ყველა ფეხბურთელი, გადააწოდა ბურთი თანაგუნდელს, რომელმაც ეს შეტევა გოლით დაასრულა. ამის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდელი ძალიან ნაწყენი დარჩა და გარინჩას დრიბლინგით აღფრთოვანებულმა საკუთარმა გულშემატკივრებმა ცემა დაუპირეს, თუმცა გადარჩა, საბოლოოდ ეს მატჩი „პაუ-გრანდიმ“ 6:0 მოიგო.[23]

„ბოტაფოგო“[რედაქტირება]

გარინჩას ფეხბურთის თამაშის მაღალი დონე გახდა მის მიმართ რიო-დე-ჟანეიროს „დიდი“ კლუბების ინტერესის მიზეზი. მენე „ფლამენგოსა“ და „ფლუმინენსეს“ წარმომადგენლებთან იყო შერჩევაზე, თუმცა სუსტი ფინანსური მდგომარეობისა და მენეს ფეხზე არსებული პრობლემის გამო უარი თქვეს მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე.[31] კლუბმა „ვასკო-და-გამამ“ კი გარინჩას აყვანაზე უარი იმის გამო თქვა, რომ იგი შერჩევაზე ბუცების გარეშე მივიდა.[15][30] ასეთივე წარუმატებელი აღმოჩნდა მცდელობა „სან-ქრისტოვანთან“ კონტრაქტის გაფორმებისა, შერჩევაზე მისულს ათი წუთის შემდეგ უთხრეს, რომ დალოდებოდა გადაწყვეტილებას საღამომდე, მაგრამ მენემ სადგურზე ლოდინისას მოიწყინა, მატარებლის ბოლო რეისით გაემგზავრა პაუ-გრანდიში და არც მეორე დღეს დაბრუნებულა უკან.[28] ოცი წლის ასაკში გარინჩა ბოტაფოგოს ყოფილმა ფეხბურთელმა არატიმ შეამჩნია, რომელიც პაუ-გრანდიში მეგობრებთან ჩამოვიდა და ნახა, თუ როგორ გაიტანა მენემ ერთ მატჩში ოთხი გოლი.[29] 1953 წლის 13 მარტს არატიმ მენეს ფორმა და ბუცები უყიდა და პაუ-გრანდის პრეზიდენტთან ერთად ახალგაზრდა ფეხბურთელი მივიდა მწვრთნელ ჟენტილ კარდოზოსთან, რომელმაც იგი ახალგაზრდული გუნდის ვარჯიშზე დაუშვა.[32][33][34] გარინჩა წარმატებით გამოვიდა, თუმცა ერთი ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ კარდოზო ნიუტონის შვილს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება მენეს მიღების თაობაზე, ამიტომ მენეს მოგვიანებით მოსვლა სთხოვეს. 1953 წლის 10 ივნისს მენე „ბოტაფოგოს“ უფროსების გუნდის შერჩევაზე იყო. შერჩევის წინ კი ის გააფრთხილეს, რომ მას ბრაზილიის ნაკრების მარჯვენა მცველთან მოუწევდა დაპირისპირება. მაგრამ მენემ თქვა, რომ ჩვეულებრივ მას ხშირად უწევდა ჟუანთან დაპირისპირება და ყოველთვის იმარჯვებდა. ვარჯიშზე გარინჩამ სამჯერ ერთი და იგივე ცრუ მოძრაობით მოატყუა ჰილტონი, ფეხებშუა გაუტარა ბურთი, რაზეც განცვიფრებულმა ჰილტონმა ასეთი რამ მოიმოქმედა:

„იმის მაგივრად, რომ განაწყენებულიყო, იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა: „ყოჩაღ, ახალგაზრდავ!“ ის ჩემი ნათლიმამა გახდა ფეხბურთში. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩემს გზაზე შემხვდებოდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც ჰილტონია, მე არ განვიცდიდი ამდენ უბედურებას.

როდესაც ფეხბურთელები გასახდელისკენ გაემართნენ, ჰილტონი კარდოზოსთან მივიდა და უთხრა: თუ ეს ბიჭი აღმოჩნდება სხვა კლუბში, მე ვერ შევძლებ მშვიდად ძილს. ხოლო თუ ეს ბიჭი ჩვენთან დარჩება, მაშინ სხვა კლუბების მცველები ვერ შეძლებენ ძილს.[15][35] ამის შემდეგ მწვრთნელმა ყველა მოედანზე დააბრუნა და უკვე ოცი წუთის შემდეგ დარწმუნდნენ გარინჩას შესაძლებლობაში.[30] პაულო ამარალთან შერჩევის შემდეგ, რომელიც ამავდროულად ფიზიკური მომზადების მწვრთნელი იყო ბოტაფოგოში, გარინჩას შესახებ მან თქვა: მოთამაშემ საუცხოო ოსტატობა აჩვენა. ჩემი აზრით, მას მხოლოდ ერთი გამოუსწორებელი ნაკლი აქვს: იგი ძალიან ხშირად მიმართავს დრიბლინგს.[36] გარინჩას ბოტაფოგოში გადასვლისთვის პაუ-გრანდის 500 კრუზეირო გადაუხადეს.[32].

გარინჩა „ბოტაფოგოს“ შემადგენლობაში

1953 წლის 21 ივნისს გარინჩას დებიუტი შედგა ბოტაფოგოს შემადგენლობაში, რომელიც ამხანაგურ მატჩს მართავდა კლუბ აველართან, ეს თამაში ბოტაფოგომ 1:0 მოიგო. ამავე წლის 30 ივნისს მან თავი დაანება ფაბრიკაში მუშაობას და პროფესიონალურად დაკავდა ფეხბურთით. 10 ივლისს მან ბოტაფოგოს დუბლებსა და სან-ქრისტოვანის მეორე შემადგენლობას შორის გამართულ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ოფიციალური თამაშებში გარინჩამ პირველად 1953 წლის 19 ივლისს მოიგო ბონსუსესოსთან გამართულ მატჩში, ამ თამაშში მან სამი გოლი გაიტანა და საბოლოოდ მისმა გუნდმა 6:3 მოიგო. მეორე დღეს ერთ-ერთმა გაზეთმა მის შესახებ სტატია განათავსა შემდეგი სათაურით: „გაულიჩომ დაიპყრო ბოტაფოგო“.

თავის პირველ სეზონში, გუნდის შემადგენლობაში თამაშისას გარინჩამ 26 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა, რითაც რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის მეორე ბომბარდირი გახდა, ხორხე ბენიტესის შემდეგ, რომელსაც 22 გოლი ჰქონდა გატანილი. პირველ სეზონში მანემ სამი ჰეთ-თრიკი შეასრულა: „ბონსუსესოსთან“ მატჩში, ბანგუსთან მატჩში მარაკანაზე (6:0) და კლუბ პორტუგეზასთან მატჩში, რომელშიც ყველა ბურთი მან გაიტანა.[37] შემდეგ წელს მანემ 66 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, რომელთა უმრავლესობაც ამხანაგურ შეხვედრების დროს იყო. მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთ თამაშში შეძლო ერთზე მეტი გოლის გატანა, ეს იყო კლუბ „სეარასთან“ მატჩი. მისმა კლუბმა კი ამ სეზონზე მხოლოდ მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო. ამ ჩემპიონატის მსვლელობისას მან შვიდი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ხშირად ათამაშებდა ბურთს თავის პარტნიორთან, დინოსთან, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. 1955 წელსაც ცუდი შედეგი აჩვენა ბოტაფოგომ, ამავე ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა, გარინჩამ კი მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. მთლიანად ამ სეზონში კი მანემ 53 მატჩში 22 გოლი გაიტანა, აქედან 17 ამხანაგურ მატჩებში. კლუბის წარუმატებლობის მიზეზი იტალიაში ორი მთავარი ფორვარდის, დინო და კოსტასა და ლუის ვინისიოს გადასვლა იყო. 1956 წელს ბოტაფოგოში პაულო ვალენტინი გადმოვიდა, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და ასევე გადმოვიდა კუარენტინია. შემდეგ წელს კი კლუბში გადმოვიდა დიდი, მომდევნ ორი წლის განმავლობაში კი გადმოვიდნენ მარიო ზაგალო, ამარილდო და მეკარე მანგა აილტონი. 1957 წელს კლუბს მწვრთნელი შეეცვალა და დაინიშნა ჟურნალისტი ჟოან სალდანია. ახალი მწვრთნელის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება გარინჩასთვის „თამაშის თავისუფლების“ მინიჭება გახდა:

„ბიჭებო, ხედავთ, მოედნის მარჯვენა ზოლს — ჩვენი საჯარიმოდან მოწინააღმდეგის კარამდე? აქეთ, მარჯვენა ფლანგზე, არცერთ თქვენგანს არ გრთავთ ნებას, რომ ცხვირი ჩაჩრათ. ეს — მანე გარინჩას დერეფანია. ყველა დანარჩენმა უნდა ითამაშოთ ცენტრსა და მარცხენა ზოლში. მანესთან მიახლოება არ გაბედოთ. დაე, აკეთოს მან რაც უნდა, ხოლო თქვენი საქმეა დაელოდოთ მისგან პასს და დაარტათ კარებში...“[38]

ამ გადაწყვეტილების შემდეგ გარინჩა და საერთოდ, მთლიანი გუნდი უფრო კარგად ათამაშდა. „ბოტაფოგომ“ 9 წლიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა შეძლო რიო-ს ჩემპიონატის მოგება, ფინალში მანეს გუნდის უპირატესობა „ბოტაფოგოს“ გამარჯვებით დასრულდა, მათ „ფლუმინენსე“ 6:2 დაამარცხეს.[39] გარინჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, გაიტანა გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა, რომლიდანაც სამი ვალენტინუმ გოლით დააგვირგვინა.[40]მენე თავისი თამაშით ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.[41] ერთი წლის შემდეგ გუნდმა ჩემპიონატზე მხოლოდ მესამე ადგილის დაკავება შეძლო,[42] ამ ჩემპიონატზე ქულების ერთნაირი რაოდენობა ჰქონდა ორ გუნდთან: „ფლუმინენსესთან“ და „ვასკო და გამასთან“ ერთად. ამის შემდეგ ჩატარდა დამატებითი ტურნირი ერთნაირი ქულების მქონე სამ გუნდს შორის, რომელშიც მენეს გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა.[43] ამავე სეზონში, „რივერ პლეიტთან“ ჩატარებულ მატჩში, რომელიც მექსიკაში გაიმართა, მენემ ისე გააკვირვა ადგილობრივი მაყურებლები, რომ მისი ყოველი წარმატებული მოქმედება მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელ ფედერიკო ვაიროს ფლანგზე ტრიბუნებზე შეძახილს - „ოლეს“ იწვევდა, მოგვიანებით ეს შესახილი ესპანურენოვან ქვეყნებში ტრადიციად იქცა.[44] შემდეგი ორი წლის განმავლობაში ბოტაფოგოს სულ ცოტა აკლდებოდა ნანატრ გამარჯვებამდე: 1959 წელს კლუბმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა,[45] მომდევნო წელს კი მხოლოდ მესამე.[46] 1959 წლის დასაწყიში მენემ მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც ოსტეართროზის ხელმეორე განვითარებამ გამოიწვია. ბოტაფოგოს ექიმებმა დანიშნეს ოპერაცია, თუმცა მენე პაუ-გრანდიში წავიდა და ოპერაციაზე არ მისულა.[18] 1961 წელს, ბრაზილიაში, გარინჩა ფეირ-პლეის (სამართლიანი თამაშის) ერთ-ერთი პირველი ეპიზოდის მონაწილე გახდა: ფლუმინენსესთან მატჩში მოწინააღმდეგეთა მცველი პინეირო კუნთის დაჭიმვის გამო მოედანზე დაეცა. მაშინ კი გარინჩამ ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგის არასახარბიელო მდგომარეობით ესარგებლა, ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო, რადგან პინეიროსთვის აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება.[47][48]

1961 წელს გარინჩამ ბოტაფოგოს შემადგენლობაში ყოფნისას მეორედ მოიგო რიოს ჩემპიონატი, ფინალში მათ ფლუმინენსე დაამარცხეს, ანგარიშით 3:0. მთლიანი ჩემპიონატის განმავლობაში მენეს გუნდმა მხოლოდ ერთხელ წააგო. 14 დეკემბერს, ფლუმინენსესთან მატჩში, რომელიც ბოტაფოგოსთვის მეათასე იყო, გარინჩამ ერთადერთი გოლი გაიტანა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ბოტაფოგომ 1:0 მოიგო.[49] შემდეგ წელს პირველად თავისი ისტორიის განმავლობაში კლუბმა რიო-სან-პაულუს ტურნირი მოიგო, ფინალში მათ „პალმეირასი“ 3:1 დაამარცხეს.[50] ამავე წელს გარინჩამ კვლავ მოიგო რიოს ჩემპიონატი, სადაც ფინალში მათ „ფლუმინენსე“ 3:0 დაამარცხეს.[51] მენე ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფინალში გარინჩამ რამდენჯერმე სპეციალურად ისე მოატყუა მეტოქე ფლანგზე, რომ წონასწორობა დაკარგა და დაეცა. ამი შემდეგ ფლუმინენსეს ფეხბურთელი მივიდა მსაჯთან და სთხოვა, რომ მენეს აღარ გაემასხარავებინა ისინი. მსაჯმა კი თქვა: თუ გარინჩა განაგრძობდა ფლუმინენსელთა გამასხარავებას, მას გააძევებდა მოედნიდან. ამის შემდეგ მენემ შეცვლა ითხოვა და შუა თამაშისას წავიდა მოედნიდან გასახდელისკენ. სანამ გარინჩა მიდიოდა, ბურთი გადავარდა მისკენ, მაშინ მან მიიღო ბურთი, მოატყუა მისი მეურვე და დაარტყა კარებში. და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მოედანი. მომდევნო დღეს ერთ-ერთმა ბრაზილიურმა გაზეთმა გამოაქვეყნა შარჟი, რომელზეც გამოსახული იყო „ბოტაფოგოს“ თერთმეტივე ფეხბურთელი, თუმცა ყველა მათგანს გარინჩას სახე ჰქონდა.[38] ერთადერთი წარუმატებლობა ამ წელს მენესთვის ბრაზილიის თასის ფინალში სანტოსთან დამარცხება იყო. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კომპანიებმა „Simca“-მ და „Jornal dos Sports“მა ჩაატარეს გამოკითხვა, რომელშიც გამოვლინდა ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე.[18] გაიმარჯვა მენემ, რისთვისაც მას ავტომობილი „Simca Chambord“ აჩუქეს.[52][53]

1963 წელს მენემ თავისი ახალი მეუღლის, ელზა სუარესის თხოვნით, „ბოტაფოგოს“ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება სთხოვა. აქამდე მენე ყოველთვის შეთანხმების სუფთა ბლანკს აწერდა ხელს და საკლუბო ხელფასის მხოლოდ ნახევარს იღებდა. ახალი კონტრაქტზე ხელი მოწერა მენემ მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ, მსხვილი ბანკირის - ჟოზე მაგალიაესა ლინსას ჩარევის შედეგად შეძლო, რომელმაც მენეს საფეხბურთო ღირსებები სათანადოდ შეაფასა. იმავე წელს გარინჩას მთელი რიგი წარუმატებლობები შეემთხვა: გაუძლიერდა ოსტეართროზი მარჯვენა მუხლის სახსარში, რომელიც ბაიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში მიღებული სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის ტრავმის შედეგი იყო.[38] კლუბის ექიმმა ლილიო ტორედომ მენეს სამი თვით თამაშსა და ვარჯიშზე თავის დანებება ურჩია, თუმცა ბოტაფოგოს პრეზიდენტმა სერხიო დარსმა დაჟინებით მოითხოვა მენეს დარჩენა სათამაშოდ: კლუბმა ტურნეები უნდა ჩაატაროს საფრანგეთსა იტალიაში, გარინჩას გარეშე კი ანაზღაურება 15 ათასი დოლარიდან 7,5 ათას დოლარამდე შემცირდება.[38] ამ მატჩებში მენე გამაყუჩებელი „ნემსების“ ზემოქმედების ქვეშ იყო, რომლებსაც მას თამაშამდე უკეთებდნენ. ნარკოზის მოქმედების დასრულების შემდეგ კი მენეს მუხლის საშინელი ტკივილები ტანჯავდა, რომელიც იქამდე მიდიოდა, რომ საკლუბო ავტობუსამდე ხელით მიჰყავდათ.[38] ერთ-ერთი თამაშის დასრულების შემდეგ, რომელიც ფლორენციაში ჩატარდა, ექიმმა ოსკარ სკალეტიმ მენეს გასინჯვის შემდეგ ოპერაცია დანიშნა, მაგრამ კლუბმა ეს ნაბიჯი არ გადადგა.[54] ტურნედან დაბრუნებულ მენეს ბოტაფოგომ შვებულების აღება შესთავაზა, მაგრამ ამანაც არ უშველა: ტრავმის მოშუშების ბოლო ეტაპისას გაეგლიჯა მენისკი მარჯვენა ფეხზე და ამან, პრაქტიკულად, 2 წლით მწყობრიდან გამოიყვანა მენე, მას აღარ შეეძლო თამაში.[19] შემდეგ წელს კლუბმა, რომელმაც ძვირადღირებულ ოპერაციაზე უარი განუცხადა, სთხოვა მენეს, რომ აღედგინა თამაშები კლუბში, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მაშინ კლუბმა მენე აიძულა მოეწერა კონტრაქტზე ხელი, რომლის მიხედვითაც იგი ხელფასს მხოლოდ ნათამაშები მატჩების შედეგად მიიღებდა. ამის გამო მენე იძულებული გახდა ჩაეტარებინა რამდენიმე მატჩი, ძლიერი ტკვილის ფონზე.[55] მხოლოდ 29 სექტემბერს გაიკეთა მენემ ოპერაცია, მაგალიანესასა და მისი მეგობრის, ექიმი მარიო მარკესი ტოურინიოს წყალობით.[38] გაკეთებული ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა, გარინჩას კი ხელფასი 60% ჯარიმის სახით დაექვითა.[55] წლის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში მენე მოედანზე არ გასულა, მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.[18]

1965 წლის დასაწყისში „ბოტაფოგოს“ ხელმძღვანელობამ გარინჩას წინააღმდეგ სადისკრედიტაციო კამპანია წამოიწყო: ორგანიზებულ იქნა სტატიათა სერია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად მაღალი ოსტატობისა, გარინჩა „მოხუცდა“ და აღარ შეესაბამებოდა კლუბის დონეს.[38] ამის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა მენეს მთავარ შემადგენლობაში აღარ დაუშვა, რის მიზეზადაც ფორვარდის ფორმაში არ ყოფნა დაასახელეს.[38] მალევე მენე ვარჯიშებსას აღარ ესწრებოდა, რის შედეგადაც მან 7 კილოგრამი მოიმატა. 1965 წლის 22 აგვისტოს გარინჩამ ერთადერთი გოლი გაიტანა მატჩში, რომლითაც კლუბს მოაგებინა „ფლამენგოსთან“. იმავე წლის 5 სექტემბერს გუანაბარას თასის ფინალურ მატჩში კლუბ ვასკო და გამასთან, იგი მთავარ შემადგენლობაში დააყენეს. თამაშს 115 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა, რაც იმ წლის რეკორდული მაჩვენებელი იყო. ბევრი თვლიდა, რომ გარინჩა თავისი გუნდის ლიდერი იქნებოდა, მოატუებდა ვასკო და გამას მარცხენა მცველს, ოლდაირს, მაგრამ ამ უკანასკნელმა მას ამის შანსი არ მისცა. უფრო მეტიც, ოლდაირმა ერთი გოლის გატანაც შეძლო და საერთო ჯამში მისმა გუნდა 3:0 მოიგო.[56] ათი დღის შემდეგ, 15 სექტემბერს, გარინჩამ ბოლო მატჩი ჩაატარა ბოტაფოგოს შემადგენლობაში, რომლის დროსაც მისმა კლუბმა დაამარცხა პორტუგეზა, ანგარიშით 2:1. 1966 წლის იანვარში გარინჩა კორინთიანსმა 220 მილიონ კრუზეიროდ იყიდა.[57] ბოტაფოგოში გარინჩამ სულ 579 მატჩი ჩაატარა და 249 გოლი გაიტანა.[13]

კარიერის დასრულება[რედაქტირება]

1966—1968 წლების გამოსვლები[რედაქტირება]

კორინთიანსმა იყიდა გარინჩა, რათა მაყურებლები დაებრუნებინა მოედანზე: 1954 წელს კლუბმა ვერცერთი დიდი ტურნირი ვერ მოიგო. გულშემატკივრები მენეს კლუბში გადმოსვლამ გაახარა, ისინი ფეხბურთელს სადგურში დახვდნენ და სასტუმრომდე მიაცილეს. გარინჩას დებიუტი კორინთიიანსის შემადგენლობაში 1966 წლის 2 მარტს შედგა ბრაზილიის თასის ერთ-ერთ მატჩში კლუბ ვასკო და გამასთან, რომელიც მენეს კლუბმა 0:3 წააგო. მომდევნო თამაშშიც დამარცხდა მენეს ახალი კლუბი მის ყოფილ კლუბთან, ბოტაფოგოსთან თამაშისას, ანგარიშით 1:5. დებიუტიდან 11 დღის შემდეგ, 13 მარტს, გარინჩამ კორინთიანსის შემადგენლობაში პირველი ბურთი გაიტანა, აიღო კრუიზეიროს კარი და თავის გუნდმა მატჩი 2:1 მოიგო. ამავე წელს მენე დაეხმარა კლუბს რიო-სან-პაულუს ტურნირის მოგებაში, რომლის დროსაც ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 1 გოლი 19 მარტს სან-პაულუს კარებში.[58]

კარიერის ბოლო წლები[რედაქტირება]

გამოსამშვიდობებლი მატჩი[რედაქტირება]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება]

სეზონი კლუბი ლიგა ჩემპიონატი რიო-სან-პაულუს ტურნირი თასი ლიბერტადორესის თასი სხვა ამხანაგური სულ
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
1953[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 26 20 0 0 1 2 4 2 31 24[59]
1954[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 26 7 9 1 3 1 28 14 66 23
1955[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 19 3 9 2 0 0 25 17 53 22
1956[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 20 5 0 0 2 0 33 13 55 18
1957[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 21 6 9 2 7 3 20 9 57 20
1958[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 26 10 9 1 6 3 18 17 59 31
1959[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 23 9 5 3 1 0 27 15 56 27
1960[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 21 8 9 1 3 0 24 7 57 16
1961[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 21 6 11 2 2 1 33 23 67 32
1962[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 21 8 7 2 3 0 6 1 10 5 47 16
1963[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 3 1 1 0 1 0 2 0 4 0 12 4 23 5
1964[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 4 0 7 3 0 0 8 3 2 2 21 8
1965[37] ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო კარიოკა 5 2 7 0 0 0 0 0 10 0 22 2
სულ ბოტაფოგოში კარიოკა 236 85 83 17 4 0 2 0 43 14 246 128 614 243
1966[60] ბრაზილიის დროშა კორინთიანსი პაულისტა 4 0 6 1 3 1 0 0 13 2
1967 ბრაზილიის დროშა პორტუგეზა კარიოკა ? ? ? ? ? ? ? ? ? ?
1968 კოლუმბიის დროშა ატლეტიკო ხუნიორი მუსტანგის თასი 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0
1968[61] ბრაზილიის დროშა ფლამენგო კარიოკა 0 0 0 0 1 0 1 0 2 0
1969[61] ბრაზილიის დროშა ფლამენგო კარიოკა 4 0 0 0 0 0 14 4 18 4
სულ ფლამენგოში კარიოკა 4 0 0 0 1 0 15 4 20 4
1972[62] ბრაზილიის დროშა ოლარია კარიოკა 8 0 0 0 0 0 2 1 10 1
სულ საკლუბო
კარიერაში
253 85 89 18 4 0 2 0 47 15 263 133 658 250

შენიშვნა ცხრილში:

  • „კარიოკის ლიგის“ გრაფაში მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროს ჩემპიონატის მატჩები და იმ ტურნირის მატჩებია შეტანილი, რომლებიც ჩემპიონატის გათამაშების ნაწილს წარმოადგენს, გუანაბარას თასის ჩათვლით. ასევე, სტატისტიკაში რიო-დე-ჟანეიროს სუპერჩემპიონატის მატჩებია შესული, ჩატარებული 1959 წელს. ზოგიერთი ტურნირი ერთ კალენდარულ წელზე მეტი გაგრძელდა, ეს მატჩები შესულია იმ გრაფაში, სადაც სეზონის მთავარი გათამაშებაა ასახული.
  • „სხვა ტურნირების“ გრაფაში შედის კლუბის დუბლების ოფიციალური მატჩები, პ. ავენსოხის, კუადრანგულარის, პენტაგონალის ტურნირების, ტერესეა ერერას, ნარანხის თასების, პარიზში და ფლორენციაში ჩატარებული ტურნირების, რამონა კარანსის ტურნირის, მაგის ტურნირის, პინტოს, იუბილეუ დი ოურუს და რობერტო გომესა პედროსას ტურნირის მატჩები.
  • „ამხანაგური მატჩების“ გრაფაში ასევე შედის დუბლების ამხანაგური მატჩებიც.

თამაშები ბრაზილიის ნაკრებში[რედაქტირება]

ოფიციალური[რედაქტირება]

არაოფიციალური[რედაქტირება]

ტიტულები[რედაქტირება]

კლუბის შემადგენლობაში[რედაქტირება]

ნაკრების შემადგენლობაში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Brittanica:Garrincha. Brittanica. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  2. PlayersBios:Garrincha. hallofchampions.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  3. Idolos:Garrincha. esporte.uol.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  4. Todos os brasileiros:Garrincha. folha.uol.com.br. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  5. Eduardo H. Galeano. Soccer in sun and shadow. — Verso, 2003. — გვ. 104, 118. — ISBN 9781859844236
  6. Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 147. Цитируется газета «Эль Диа»
  7. Марадона — лучший игрок мундиалей по версии The Times. championat.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-23.
  8. До уровня Пеле и Марадоны новое поколение ещё не доросло. Спорт-Экспресс. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-23.
  9. 9.0 9.1 The wounded 'Little Bird' who soared for Brazil. ФИФА. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-01-20.
  10. Os maiores artilheiros do Botafogo de futebol e regatas. rsssfbrasil.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-15.
  11. Por Laudicéia Machea. gazetaesportiva.net. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  12. 12.0 12.1 Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 23.
  13. 13.0 13.1 O gênio das pernas tortas fez história no Alvinegro. botafogonocoracao.com.br. წაკითხვის თარიღი: 2010-01-26., профиль на сайте «Богафого»
  14. 14.0 14.1 Stevenson, Jonathan (20 января 2008). Remembering the genius of Garrincha. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-01-20.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Bellos, Alex (27 апреля 2002). On a glorious bender. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-01-19.
  16. 16.0 16.1 Manin Giuseppina, Valdiserri Luca (29 декабря 2000). Va in scena la «favola» di Garrincha. Corriere della Sera. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-06.
  17. 17.0 17.1 Fossati, Mario (4 июня 1998). Garrincha, genio immortale. La Repubblica. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-01-28.
  18. 18.00 18.01 18.02 18.03 18.04 18.05 18.06 18.07 18.08 18.09 18.10 18.11 18.12 Ruy Castro. Estrela solitária: um brasileiro chamado Garrincha. — 1995. — გვ. 6, 23-25, 27, 28, 30-32, 36-38, 40, 64, 87, 136, 142, 158-160, 324-325, 236-338, 342, 258, 376, 396, 413, 418-421, 454-462. — ISBN 85-7164-493-4
  19. 19.0 19.1 19.2 Гольдес, Игорь (22 декабря 2002). Кривоногий индеец из другого мира. footballplayers.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-06.
  20. Annalisa Oboe, Anna Scacchi. Recharting the Black Atlantic: modern cultures, local communities, global connections. — Routledge, 2008. — გვ. 87. — ISBN 9780415961110
  21. 21.0 21.1 Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 24.
  22. Album do Futebol — Garrincha e seus últimos dias. museudosesportes. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-15.
  23. 23.0 23.1 Pombo, Bernardo (17 января 2008). Morte de Garrincha completa 25 anos em meio à polêmica do busto e abandono do túmulo. O Globo. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-06.
  24. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის telegraph არ არის მითითებული ტექსტი; $2
  25. Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 27.
  26. MacSwan, Angus (4 октября 2004). Bad boy Garrincha remembered. Reuters. rediff.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-01-26.
  27. Lacey, Josh (14 августа 2004). Lost boys. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-05.
  28. 28.0 28.1 28.2 Longo caminho até General Severiano. gazetaesportiva. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  29. 29.0 29.1 Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 25.
  30. 30.0 30.1 30.2 Nunes, Luiz (7 декабря 1994). Mané Garrincha, Alegria do Povo. netvasco.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-01-28.
  31. 31.0 31.1 Jogador de futebol. Garrincha
  32. 32.0 32.1 Garrincha, la stella che non si spegnera’ mai. francorossi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-19-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-02-15.
  33. თარგი:Книга
  34. თარგი:Книга
  35. Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 26.
  36. თარგი:Книга
  37. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის miscellaneous.2Fbotajog არ არის მითითებული ტექსტი; $2
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 38.4 38.5 38.6 38.7 თარგი:Книга; главы: Одна, но пламенная страсть; Восемьдесят восьмой «Фла — Флу»; Грустная бухгалтерия футбола; Президенты не любят неудачников; Книга судеб «Золотой сборной»; Горькая «Радость народа»; 20 лет от «Мараканы» до «Ацтеки», или долгая дорога в Мехико.
  39. Rio de Janeiro Championship 1957
  40. Nunez, Luiz Augusto (26 октября 2003). Pelos olhos de Malvino. Jornal do Brasil. წაკითხვის თარიღი: 2010-02-05.
  41. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Lopes არ არის მითითებული ტექსტი; $2
  42. Rio de Janeiro Championship 1958. rsssfbrasil.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  43. Vasco lembrará Super-Super Campeonato Carioca de 1958 na estréia. JB Online. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  44. Nogueira, Armando (2 октября 2002). A história do olé. Jornal do Brasil. წაკითხვის თარიღი: 2010-02-05.
  45. Rio de Janeiro Championship 1959. rsssfbrasil.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-4.
  46. Rio de Janeiro Championship 1960. rsssfbrasil.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-4.
  47. თარგი:Книга
  48. Garrincha e Altair, os inventores do fair-play. O Globo. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  49. Fogão irresistível: título, invencibilidade e o milésimo jogo. Jornal dos Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-19-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-2.
  50. Matches which decided Rio-São Paulo Tournament. rsssfbrasil.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-4.
  51. Viana, Thiago (28 апреля 2009). Quando Garrincha liquidou o Flamengo. Jornal dos Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-19-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-01-26.
  52. O drible que Garrincha não conseguiu dar. globo.com. წაკითხვის თარიღი: 2010-01-26.
  53. O mágico sai de campo. Jornal do Brasil (26 января 1983). დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-19.
  54. Garrincha. terra.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-19-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-01-26.
  55. 55.0 55.1 Pouca reza para muita dor. gazetaesportiva. წაკითხვის თარიღი: 2010-03-20.
  56. Vasco 2x0 Botafogo (Taça Guanabara 1965). crvascodagama.com. წაკითხვის თარიღი: 2010-01-26.
  57. Горанский, И. В. Жизнь и смерть Маноэла дос Сантоса Гарринчи. С. 92.
  58. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Invicto არ არის მითითებული ტექსტი; $2
  59. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის first_game არ არის მითითებული ტექსტი; $2
  60. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის terceirotempo არ არის მითითებული ტექსტი; $2
  61. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის flaestatistica არ არის მითითებული ტექსტი; $2
  62. Os jogos de Garrincha no Olaria. soccerlogos.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-02-01-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-4.