15 ივნისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ივნისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 2013 | ||||||
15 ივნისი არის გრიგორიანული კალენდრის 166-ე დღე (ნაკიან წლებში – 167-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 199 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- ძვ. წ. 763 : ასირიელებმა მზის დაბნელება დააფიქსირეს, რამაც შესაძლებელი გახადა მესოპოტამიის ისტორიის ქრონოლოგიის დადგენა.
- 923 : სუასონის ბრძოლაში საფრანგეთის მეფე რობერ I მოკლეს, ხოლო შარლ უგუნური ბურგუნდიის გრაფმა რუდოლფმა დააპატიმრა.
- 1215 : ინგლისში მეფე ჯონი ამტკიცებს მაგნა კარტას.
- 1219 : დანებროგი - მსოფლიოს უძველესი ეროვნული დროშა - დანიის დროშა. ლეგენდის თანახმად ციდან ჩამოვარდა ლინდანისის (ამჟამად ტალინი, ესტონეთი) ბრძოლის დროს და დანიელების ბედი მოაბრუნა.
- 1389 : კოსოვოს ბრძოლა - ოსმალებმა სერბები და ბოსნიელები დაამარცხეს.
- 1667 : ადამიანის სისხლის პირველი გადასხმა მოახდინა ექიმმა ჟან-ბატისტ დენისმა.
- 1752 : ბენჯამინ ფრანკლინმა დაამტკიცა, რომ ელვა ელექტრობა იყო.
- 1775 : ამერიკის რევოლუცია: ჯორჯ ვაშინგტონი კონტინენტური არმიის მთავარსარდალი გახდა.
- 1808 : ხოსე ბონაპარტე ესპანეთის მეფე ხდება.
- 1836 : არკანზასი გახდა აშშ-ს 25-ე შტატი.
- 1844 : ჩარლზ გუდიარი აპატენტებს ვულკანიზაციას, პროცესი რომელიც რეზინის გამყარებას უწყობს ხელს.
- 1846 : ორეგონის ხელშეკრულებით დამტკიცდა საზღვარი აშშ-სა და კანადას შორის 49-ე პარალელზე როკის მთებიდან ხუან დე ლუკას სრუტემდე.
- 1888 : პრინცი ვილჰელმ II ხდება კაიზერ ვილჰელმ II და მეორე რაიხის ბოლო იმპერატორი.
- 1911 : აი-ბი-ემი (IBM) დაარსდა.
- 1924 : ადგილობრივი ამერიკელები (ინდიელები) ამერიკის მოქალაქეებად გამოცხადდნენ.
- 1954 : უეფა (UEFA - Union des Associations Européennes de Football) ჩამოყალიბდა ბაზელში, შვეიცარია.
- 1994 : ისრაელი და ვატიკანი ამყარებენ სრულ დიპლომატიურ ურთიერთობებს.
- 2010 : 30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგებით თბილისის მერი გიგი უგულავა გახდა, ხოლო თბილისის საკრებულოს მანდატების უმრავლესობა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1606 : რემბრანდტი - ჰოლანდიელი მხატვარი (გ.1669)
- 1843 : გრიგი, ედვარდ – ნორვეგიელი კომპოზიტორი (გ.1907)
- 1914 : ანდროპოვი, იური – სკკპ ცკ გენერალური მდივანი 1982–1984 (გ.1984)
- 1969 : კანი, ოლივერ - გერმანელი სპოტსმენი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1981 : ბაბილოძე, გრიგოლ - ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
- 1996 : ფიცჯერალდი, ელა – ამერიკელი ჯაზის მომღერალი (დ.1917)
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- მალავი : თავისუფლების დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის