პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარაგვაი
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი Los Guaraníes (გუარანი)
La Albirroja (თეთრ-წითლები)
ასოციაცია პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია[1]
კონფედერაცია კონმებოლი
მთავარი მწვრთვნელი არგენტინის დროშა დანიელ გარნერო
ყველაზე მეტი კეპი პაულო და სილვა (148)
ბომბარდირი როკე სანტა კრუსი (32)
სტადიონი დეფენსორეს დელ ჩაკო
ფიფა-ს კოდი PAR
ფიფა-ს რეიტინგი 52 (21 სექტემბერი 2023)[2]
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 8 (მარტი 2001)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 103 (მაისი 1995)
ელო-ს რეიტინგი 44 (18 ოქტომბერი 2023)[3]
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 4 (21 თებერვალი 1954)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 43 (12 აგვისტო 1962, 5 მარტი 2014, 31 მარტი 2015)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
პარაგვაის დროშა პარაგვაი 1–5 არგენტინა არგენტინის დროშა
(ასუნსიონი, პარაგვაი; 11 მაისი, 1919)
უდიდესი გამარჯვება
პარაგვაის დროშა პარაგვაი 7–0 ბოლივია ბოლივიის დროშა
(რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია; 30 აპრილი, 1949)
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 0–7 პარაგვაი პარაგვაის დროშა
(ჰონგ-კონგი; 17 ნოემბერი, 2010)
უდიდესი დამარცხება
არგენტინის დროშა არგენტინა 8–0 პარაგვაი პარაგვაის დროშა
(სანტიაგო, ჩილე; 20 ოქტომბერი, 1926)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 8 (პირველად 1930)
საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი, 2010
კოპა ამერიკა
გამოსვლა 33 (პირველად 1921)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული (2) 1953, 1979

პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს პარაგვაის საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს პარაგვაის ფეხბურთის ასოციაცია. ნაკრებმა 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. საუკეთესო შედეგი 2010 წელს აჩვენა, როდესაც ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. კოპა ამერიკის რეგულარული მონაწილე, პარაგვაი, ორჯერ (1953 და 1979 წლებში) გახდა ტურნირის ჩემპიონი. პარაგვაის ყველაზე მაღალი ფიფას მსოფლიო რეიტინგი იყო მე-8 ადგილი (2001 წლის მარტი), ხოლო ყველაზე დაბალი — 103-ე ადგილი (1995 წლის მაისი).

ეროვნული ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული არგენტინელი ხერარდო მარტინოს მწვრთნელობის პერიოდი იყო, რომელიც 2007 წელს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებით დაჯილდოვდა და რომელმაც ისტორიაში პირველად პარაგვაის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიყვანა (2010), ხოლო მომდევნო წელს კოპა ამერიკის ფინალში (2011), სადაც პარაგვაიმ მეორე ადგილი დაიკავა.

ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვს პაულო და სილვას (148), ხოლო როკე სანტა კრუსი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 32 გოლით. დენის კანისა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 1996 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა, ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პარაგვაის ნაკრების შემადგენლობაში ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (1998, 2002, 2006, 2010).

ფეხბურთის განვითარების დონე ქვეყანაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად, სუსტი ეკონომიკური განვითარების მიუხედავად, სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით — როგორიცაა ჩილე, პერუ ან კოლუმბია, პარაგვაის ფეხბურთი სამხრეთ ამერიკაში მეოთხე ადგილზეა ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის შემდეგ. ამას მოწმობს ეროვნული ნაკრების შედეგები — პარაგვაიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა, ორჯერ — სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გახდა, ათენში კი 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალამდე მიაღწია.

პარაგვაიმ მსოფლიო ფეხბურთს ისეთი ცნობილი მოთამაშეები შემატა, როგორებიც იყვნენ — არსენიო ერიკო, ხულიო სეზარ რომერო, ხოსე ლუის ჩილავერტი, კარლოს გამარა, ხოსე სატურნინო კარდოსო, ფრანსისკო არსე, ხულიო სესარ კასერესი, სალვადორ კაბანასი და სხვები.

რაც შეეხება ფეხბურთის განვითარების საკლუბო დონეს, ამ მხრივ გამორჩეულ შედეგებს ასუნსიონის „ოლიმპიამ“ მიაღწია, რომელმაც სამჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი და წლების განმავლობაში ამარაგებდა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს მაღალი კლასის მოთამაშეებით. „ოლიმპიას“ გარდა, მნიშვნელოვანი წვლილი პარაგვაის ეროვნული ნაკრების, ისევე როგორც მთელი პარაგვაის ფეხბურთის ისტორიაში შეიტანეს ისეთმა კლუბებმა, როგორებიც არიან — „სერო პორტენო“, „ლიბერტადი“, „გუარანი“, „ნასიონალი“ და „სპორტივო ლუკენიო“. ქვეყნის წამყვანი კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონს ან მის გარეუბნებს.

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩატარებული მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 2021 წლის 14 ოქტომბრის მონაცემებით
როკე სანტა კრუსი — პარაგვაის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 32 გოლით.
ფეხბურთელი პერიოდი მატჩი გოლი წყარო
1 პაულო და სილვა 148 3 2000–2017 [4]
2 ხუსტო ვილიარი 120 0 1999–2018 [5]
3 როკე სანტა კრუსი 112 32 1999–2016 [6]
4 კარლოს გამარა 110 12 1993–2006 [7]
5 კრისტიან რივეროსი 101 16 2005–2018 [8]
6 რობერტო აკუნია 100 5 1993–2011 [9]
დენის კანისა 100 1 1996–2010 [10]
8 სელსო აიალა 85 6 1993–2003 [11]
9 ხოსე კარდოსო 82 25 1991–2006 [12]
10 კარლოს ბონეტი 80 1 2002–2013 [13]

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელი გოლი მატჩი საშ. პერიოდი
1 როკე სანტა კრუსი 32 112 0.29 1999–2016
2 ხოსე კარდოსო 25 82 0.3 1991–2006
3 კრისტიან რივეროსი 16 101 0.16 2005–2018
4 სატურნინო არუა 13 26 0.5 1969–1980
ხულიო სესარ რომერო 13 32 0.41 1979–1986
ნელსონ ვალდესი 13 77 0.17 2004–2017
7 ოსკარ კარდოსო 12 56 0.21 2006–2021
კარლოს გამარა 12 110 0.11 1993–2006
9 რობერტო კაბანიასი 11 28 0.39 1981–1993
მიგელ ანხელ ბენიტესი 11 29 0.38 1996–1999

მატჩების სტატისტიკა ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ წარმოდგენილია პარაგვაის ეროვნული ნაკრების ყველა დროის სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ ნაკრებთა მიხედვით. სტატისტიკა შედგენილია მსოფლიო ჩემპიონატების, საკვალიფიკაციო თამაშების, კოპა ამერიკისა თუ სხვა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირისა და მატჩებისგან.

განახლდა: 18 ივნისი, 2023

      დადებითი სტატისტიკა       ნეიტრალური სტატისტიკა       უარყოფითი სტატისტიკა

მოწინააღმდეგე




გბ
მბ
ბს
მ %
არგენტინის დროშა არგენტინა 106 16 35 55 111 217 -106 15%
სომხეთის დროშა სომხეთი 2 1 0 1 3 2 +1 50%
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 5 0 3 2 2 4 -2 0%
ავსტრიის დროშა ავსტრია 1 0 1 0 0 0 0 0%
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი 1 1 0 0 2 1 +1 100%
ბელგიის დროშა ბელგია 3 1 1 1 3 3 0 33.3%
ბოლივიის დროშა ბოლივია 69 35 18 16 134 74 +60 50.7%
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 1 1 0 0 3 0 +3 100%
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 82 11 22 49 66 179 −113 13.4%
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 2 1 1 0 1 0 +1 50%
კამერუნის დროშა კამერუნი 1 1 0 0 2 1 +1 100%
კანადის დროშა კანადა 1 0 1 0 0 0 0 0%
ჩილეს დროშა ჩილე 66 29 7 30 93 93 0 43.9%
ჩინეთის დროშა ჩინეთი 3 1 1 1 4 3 +1 33.3%
კოლუმბიის დროშა კოლუმბია 49 18 9 22 52 59 -7 36.7%
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 9 3 3 3 6 5 +1 33.3%
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 1 0 0 1 0 1 -1 0%
დანიის დროშა დანია 1 0 1 0 1 1 0 0%
ეკვადორის დროშა ეკვადორი 40 22 6 12 72 52 +20 55%
სალვადორის დროშა სალვადორი 6 6 0 0 11 1 +10 100%
ინგლისის დროშა ინგლისი 3 0 0 3 0 8 -8 0%
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 5 0 2 3 4 14 -10 0%
საქართველოს დროშა საქართველო 1 1 0 0 1 0 +1 100%
გერმანიის დროშა გერმანია 2 0 1 1 3 4 -1 0%
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1 1 0 0 2 0 +2 100%
გვადელუპას დროშა გვადელუპა 1 1 0 0 2 0 +2 100%
გვატემალის დროშა გვატემალა 11 9 2 0 25 10 +15 81.8%
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 7 2 4 1 9 6 +3 37.5%
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 2 1 1 0 8 1 +7 50%
უნგრეთის დროშა უნგრეთი 1 0 1 0 1 1 0 0%
ინდონეზიის დროშა ინდონეზია 1 1 0 0 3 2 +1 100%
ირანის დროშა ირანი 1 0 1 0 1 1 0 0%
ერაყის დროშა ერაყი 1 1 0 0 1 0 +1 100%
იტალიის დროშა იტალია 3 0 1 2 2 6 -4 0%
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 2 0 2 0 3 3 0 0%
იამაიკის დროშა იამაიკა 6 4 0 2 11 7 +4 66.6%
იაპონიის დროშა იაპონია 11 2 4 5 10 15 -5 18.1%
იორდანიის დროშა იორდანია 1 1 0 0 4 2 +2 100%
მარტინიკის დროშა მარტინიკა 1 1 0 0 2 0 +2 100%
მექსიკის დროშა მექსიკა 21 5 5 11 17 37 -20 23.8%
მაროკოს დროშა მაროკო 1 0 1 0 0 0 0 0%
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 2 0 1 1 1 3 -2 0%
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 3 2 1 0 5 2 +3 66.6%
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა 1 1 0 0 2 0 +2 100%
ნიგერიის დროშა ნიგერია 2 1 1 0 4 2 +2 50%
ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა 1 1 0 0 1 0 +1 100%
ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდ. მაკედონია 1 1 0 0 1 0 +1 100%
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 1 0 1 0 2 2 0 0%
ომანის დროშა ომანი 1 1 0 0 1 0 +1 100%
პანამის დროშა პანამა 5 4 1 0 9 1 +8 80%
პერუს დროშა პერუ 57 24 14 19 78 67 +11 42.1%
პოლონეთის დროშა პოლონეთი 1 1 0 0 4 0 +4 100%
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 1 0 1 0 0 0 0 0%
კატარის დროშა კატარი 4 1 2 1 6 5 +1 25%
ირლანდიის დროშა ირლანდია 2 0 0 2 1 4 −3 0%
რუმინეთის დროშა რუმინეთი 2 1 0 1 4 3 +1 50%
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 3 0 3 0 1 1 0 0%
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 1 1 0 0 3 2 +1 100%
სერბეთის დროშა სერბეთი[ა] 4 1 1 2 6 6 0 25%
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 2 1 1 0 3 1 +2 50%
სლოვენიის დროშა სლოვენია 1 1 0 0 3 1 +2 100%
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 5 1 3 1 6 7 −1 20%
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 7 2 3 2 8 7 +1 28.5%
ესპანეთის დროშა ესპანეთი 4 0 2 2 1 4 −3 0%
შვედეთის დროშა შვედეთი 3 1 1 1 4 4 0 33.3%
ტოგოს დროშა ტოგო 1 1 0 0 4 2 +2 100%
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო 3 1 2 0 5 3 +2 33.3%
თურქეთის დროშა თურქეთი 1 0 1 0 0 0 0 0%
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 2 1 1 0 1 0 +1 50%
აშშ-ის დროშა აშშ 8 2 2 4 6 10 −4 25%
ურუგვაის დროშა ურუგვაი 77 25 19 33 94 116 -22 32.4%
ვენესუელის დროშა ვენესუელა 27 18 5 4 49 23 +26 66.6%
უელსის დროშა უელსი 1 0 1 0 0 0 0 0%
სულ (73) 766 271 201 294 994 1089 −95 35.3%
  1. მათ შორის იუგოსლავიის დროშა იუგოსლავიასთან გამართული მატჩებიც.

ნაკრების ფორმები წლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშინაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921-1926
1925-1929
1930
1937-1939
1942
1946-1947
1949
1950


1953
1955-1959
1963
1967
1968
1969-1975
1977
1979
1986
1996-1998
1998
1999-2002
2002-04
2004-06
2006
2007
2008-09
2010
2011-14
2015-18
2018-19
2020-22
2022-

საგარეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996-1998
1998
1999-2002
2002-2004
2004-2006
2006
2007-2008
2008-2009
2010-2011
2011-2014
2015-2018
2018-2019
2020-2022
2022-

სარეზერვო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]