სანტოსი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაზილიის დროშა სანტოსი

„სანტოსი“ ლოგო
სრული სახელი Santos Futebol Clube
მეტსახელი Peixe (თევზები), Santástico
დაარსდა 14 აპრილი, 1912; 111 წლის წინ (1912-04-14)
სტადიონი ვილა ბელმირო, სანტუსი
(ტევადობა: 16 068)
პრეზიდენტი ბრაზილიის დროშა ანდრეს რუედა
მწვრთნელი ბრაზილიის დროშა პაულო ტურა
კაპიტანი ბრაზილიის დროშა ალისონი
ლიგა ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატი (სერია A)
2022 12
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„სანტოსი“ (პორტ. Santos Futebol Clube) — ბრაზილიური საფეხურთო კლუბი ქალაქ სანტუსიდან (სან-პაულუს შტატი). კლუბი „სან-პაულუს“ (კლასიკო სან-სანი), „კორინთიანსსა“ (ყველაზე პრინციპული დაპირისპირება) და „პალმეირასთან“ ერთად წარმოადგენს თავისი შტატის ოთხი ტრადიციული გრანდიდან ერთ-ერთს. იგი ბრაზილიის საფეხბურთო კლუბებს შორის ერთ-ერთი უძლიერესია. „სანტოსი“ არის ბრაზილიის ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი კლუბების ორგანიზაციის ცამეტთა კლუბის ერთ-ერთი თანადამაარსებელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1912 წლის 14 აპრილს. 1950-იანი წლების შუა პერიოდამდე სანტოსმა სან-პაულუს შტატის ჩემპიონატი მხოლოდ ერთხელ — 1935 წელს მოიგო. 1955 წელს, პელეს კლუბში მოსვლის შემდეგ, 1960-იანი წლების დასაწყისისთვის „სანტოსი“ მსოფლიოს უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდა. 1950-იან და 1960-იან წლებში მის გვერდით თამაშობდნენ ბრაზილიური ფეხბურთის ისეთი აღიარებული ოსტატები, როგორებიც იყვნენ — ჟილმარი, მაურო რამოსი, ჟოელი, ლიმა, დორვალი, მენგალვიო, კოუტინიო, პეპე, კარლოს ალბერტო ტორესი, ორლანდო და სხვ. 1960-იან წლებში „სანტოსი“ იყო ბრაზილიური ფეხბურთის განსახიერება, რის გამოც გუნდს ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურებში მონაწილეობის მისაღებად. „სანტოსი“ გახდა პირველი ბრაზილიური კლუბი, რომელმაც ხუთივე კონტინენტზე ითამაშა. 1962 წელს „სანტოსმა“ მოიგო ყველა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.[1]

პელესა და მისი თაობის მოთამაშეთა წასვლის შემდეგ, „სანტოსი“ მხოლოდ ეპიზოდურად თუ გაიელვებდა 1970-იან და 1990-იან წლებში. კლუბის აღორძინება დაიწყო 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც 1998 წელს „სანტოსმა“ 29 წლის განმავლობაში თავისი პირველი საერთაშორისო ტურნირი — კონმებოლის თასი მოიგო. გუნდის მთავარი მწვრთნელის ვანდერლეი ლუშემბურგოს დროს „სანტოსი“ ბრაზილიის ჩემპიონი გახდა 2002 და 2004 წლებში, ხოლო 2003 წელს, ასევე პირველად 1960-იანი წლების შემდეგ, მიაღწია ლიბერტადორესის თასის ფინალს, სადაც „ბოკა ხუნიორსთან“ დამარცხდა.[2]

2007 წელს „სანტოსი“ სან-პაულუს შტატის ჩემპიონი გახდა, ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალამდე მიაღწია და ბრაზილიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

2010 წელს, 1960-იანი წლების ტიტულები ბრაზილიი თასისა და კოპა რობერტაოს ჩათვლით ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან გათანაბრდა. ამრიგად, „სანტოსი“ „პალმეირასთან“ ერთად, საჩემპიონო ტიტულების რაოდენობით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გახდა.[3]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაულისტას ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1935, 1955, 1956, 1958, 1960, 1961, 1962, 1964, 1965, 1967, 1968, 1969, 1973, 1978, 1984, 2006, 2007, 2010, 2011, 2012, 2015, 2016
პაულისტას თასი
  • თასის მფლობელი: 2004
ბრაზილიის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1968, 2002, 2004
ბრაზილიის თასი
  • თასის მფლობელი: 2010
რიო–სან-პაულუს ტურნირი
  • ჩემპიონი: 1959, 1963, 1964, 1966, 1997
საკონტინენტთაშორისო თასი
  • თასის მფლობელი: 1962,[4] 1963
ლიბერტადორესის თასი
  • თასის მფლობელი: 1962, 1963, 2011
  • ფინალისტი: 2003, 2020
კონმებოლის თასი
  • თასის მფლობელი: 1998
სამხრეთ ამერიკის რეკოპა
  • თასის მფლობელი: 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]