ჟოაო აველანჟი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჟოაო აველანჟი | ||
| ფიფას მე-7 პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 1974 – 1998 | ||
| წინამორბედი | სტენლი როუზი | |
| მემკვიდრე | იოზეფ ბლატერი | |
|
|
||
| დაბადებული | 8 მაისი, 1916 რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
|
ჟოაო (ჟუან[1]) აველანჟი (პორტ. Jean-Marie Faustin Goedefroid de Havelange ან João Havelange. დ. 8 მაისი, 1916, რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია) — ფიფას მეშვიდე პრეზიდენტი. თანამდებობაზე იმყოფებოდა 1974-1998 წწ. 1998 წელს აირჩიეს ფიფას საპატიო პრეზიდენტად.
აველანჟი ბრაზილიის მოქალაქეა. 1963 წლიდან სოკ-ის წევრია. როგორც სპორტსმენი ორჯერ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში. 1936 წელს როგორც მოცურავე, ხოლო 1952 წელს, როგორც ბრაზილიის წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრი. სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გადადის ადმინისტრაციულ სფეროში. 1955-1963 წწ. ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის წევრია. ხოლო შემდეგ სამუშაოდ გადადის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ მიღებული ნორმების მიხედვით პორტუგალიური სახელი João გადმოიცემა როგორც ჟუან.
|
|||||