დეფორმაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეფორმაცია (ლათ. deformatio – დამახინჯება) — სხეულის შემადგენელი ნაწილაკების ფარდობითი მდებარეობის ცვლილება, რომელიც იწვევს სხეულის ან მისი ელემენტების მოცულობის ან ფორმის ცვლილებას. დეფორმაციის დროს ატომებს შორის იცვლება მანძილები და ურთიერთქმედების ძალები, რის გამოც მყარ სხეულებში აღიძვრება დრეკადობის ძაბვები. მყარი სხეულის დეფორმაცია განსაზღვრულია, თუ ცნობილია მისი ყველა წერტილის წანაცვლების ვექტორი. დეფორმაციის უმარტივესი სახეებია: გაჭიმვა და კუმშვა, წანაცვლება, ღუნვა და გრეხა.

ლიტერატურა[რედაქტირება]