სასაფლაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასაფლაო ჩინეთში

სასაფლაო — მიცვალებულთა დასამარხად სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორია. სასაფლაოს ტიპს განსაზღვრავს ამა თუ იმ ხალხში, სარწმუნოებაში, სოციალურ ჯგუფში მიღებული დაკრძალვის წესები.

პირველყოფილი თემური წყობილებისა და ადრინდელი ფეოდალური საზოგადოების სამარხთა ჯგუფებს სამაროვანი ჰქვია, ანტიკურ სამყაროს, ძველ აღმოსავლეთის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავისღვისპირეთის სასაფლაოებს ჩვეულებრივ უწოდებენ ნეკროპოლისს. გამოჩენილ ადამიანთა დასაკრძალავ ადგილს პანთეონს უწოდებენ. ზოგჯერ საფლავის ქვებსა და სტელებს მხატვრული ღირებულება, ხოლო წარწერებს (ეპიტაფიები) ისტორიული მნიშვნელობა აქვს. სასაფლაოები ეკლესია-მონასტრების გვერდითაც არის მოწყობილი. XVIII—XIX საუკუნეებში რუსეთში შეიქმნა სამხედრო, საზღვაო, სატუსაღოების, ინფექციური და სხვა სასაფლაოები.

მიწაში დამარხვა დაკრძალვის ძველი და ყველაზე გავრცელებული წესია. ნიადაგში ორგანული ნივთიერებები სრულ მინერალიზაციამდე იხრწნება, გვამის გახრწნის ნორმალური პროცესისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის შედგენილობას (უმჯობესია ქვიშიან-ფორებიანი ნიადაგი). ცხელი ჰავის პირობებში, ზედმიწევნით მშრალ ნიადაგში გვამი მუმიფიკაციას განიცდის, ე. ი. ისე გამოშრება, რომ მისი გახრწნა შეუძლებელი ხდება. ტენიან ნიადაგში, იქ, სადაც გრუნტის წყლების დონე მაღალია, შეიძლება განვითარდეს რთული ქიმიური პროცესი, რაც ასევე შეუძლებელს ხდის გვამის მინერალიზაციას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]