3 მაისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | მაისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
| 2013 | ||||||
3 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 123-ე დღე (ნაკიან წლებში - 124-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 242 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1494 : ქრისტეფორე კოლუმბმა პირველად შენიშნა მიწა, რომელსაც შემდეგ იამაიკა დაერქვა.
- 1791 : პოლონეთმა მიიღო ერთ-ერთი პირველი თანამედროვე კონსტიტუცია ევროპაში.
- 1802 : ვაშინგტონი ქალაქად გამოცხადდა.
- 1837 : აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში უძველესი - ათენის უნივერსიტეტი დაფუძნდა.
- 1849 : დრეზდენში დაიწყო მაისის აჯანყება - 1948 წლის გერმანიის რევოლუციათა ბოლო ტალღა.
- 1916 : აღდგომის აჯანყებულები სიკვდილით დასაჯეს დუბლინში.
- 1921 : პარიზში შედგა კოკო შანელის სუნამოს “შანელ No. 5”-ის პრეზენტაცია.
- 1928 : იაპონელებმა მასობრივი ხოცვა მოაწყვეს ხინანში, ჩინეთი.
- 1946 : მმო : შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი იწყება ტოკიოში 28 იაპონელი სამხედრო და სამთავრობო ჩინოვნიკის წინააღმდეგ, რომელთაც ბრალად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ედებოდათ.
- 1947 : იაპონიამ მიიღო ახალი კონსტიტუცია.
- 1956 : პირველად ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში.
- 1959 : პირველი გრემის დაჯილდოება ჩატარდა.
- 1960 : ანა ფრანკის სახლი გაიხსნა ამსტერდამში, ნიდერლანდი.
- 1973 : სირს ტაუერი მსოფლიოს უდიდესი შენობა გახდა.
- 1979 : კონსერვატიული პარტიის ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი ხდება ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.
- 2005 : ერაყში პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა შეუდგა სამსახურს.
- 2006 : არმავიას რეისი 967 კატასტროფას განიცდის შავ ზღვაზე; დაიღუპა 113 ადამიანი.
- 2008 : კუბამ მოხსნა აკრძალვა საყოფაცხოვრებო პერსონალური კომპიუტერების გამოყენებაზე.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1469 : მაკიაველი, ნიკოლო - იტალიელი მოაზროვნე, ისტორიკოსი და მწერალი.
- 1893 : გამსახურდია, კონსტანტინე – ქართველი მწერალი (გ.1975)
- 1898 : მეირი, გოლდა - ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1969-1974 წლებში.
- 1903 : კროსბი, ბინგ - ამერიკელი მომღერალი და მსახიობი.
- 1941 : გაფრინდაშვილი, ნონა - ქართველი მოჭადრაკე.
- 1950 : ჰოპკინსი, მერი - ბრიტანელი მომღერალი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1834 : არაქჩეევი, ალექსი - რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე
- 1844 : კონსტანტინე ბატონიშვილი - გენერალ-მაიორი
- 1996 : ფრანჩინი, ვალტერ
- 2011 : კოტრიკაძე, სერგო - ქართველი მეკარე
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- თეოდორე ტრიხინი
- წმინდა გრიგოლი
- ანასტასი I და ანასტასი II, ანტიოქიის პატრიარქნი
- ანასტას სინაელი
- აგრეთვე:
- თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე
- მზის დღე
- იაპონია - კონსტიტუციის დღე.
- პოლონეთი - კონსტიტუციის დღე.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |