19 სექტემბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | სექტემბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
| 2013 | ||||||
19 სექტემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 262-ე დღე (ნაკიან წლებში – 263-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 103 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები[რედაქტირება]
- 335 : დალმატიუსს ბიძამისმა, კონსტანტინე I-მა, კეისრის წოდება მიანიჭა.
- 1356 : პუატიეს ბრძოლაში ინგლისელებმა ფრანგები დაამარცხეს.
- 1778 : კონტინენტური კონგრესი აშშ-ის პირველ ბიუჯეტს ამტკიცებს.
- 1796 : ჯორჯ ვაშინგტონი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოდის.
- 1928 : მიკი მაუსის დებიუტი შედგა მულტფილმში 'Steam Boat Willy' (თბომავალი ვილი)
- 1939 : წითელი არმია ვილნიუსს იღებს.
- 1944 : ფინეთი და სსრკ დაზავდნენ.
- 1946 : ევროპის საბჭო დაარსდა უინსტონ ჩერჩილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ციურიხის უნივერსიტეტში.
- 1952 : აშშ ჩარლი ჩაპლინს ქვეყანაში დაბრუნებას უკრძალავს ამ უკანასკნელის ინგლისში გამგზავრების შემდეგ.
- 1957 : აშშ-მა პირველი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა.
- 1983 : სენტ-კიტსი და ნევისი დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1985 : ძლიერმა მიწისძვრამ მეხიკოში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მრავალი შენობა დაანგრია.
- 2007 : ქართველ არქეოლოგთა ჯგუფმა დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დმანისში 1,8 მილიონი წლის ოთხი ადამიანისმაგვარი არსების ძვლები (სურათზე) აღმოაჩინეს (სრულად).
- 2011 : გარდაიცვალა ქართველი მწერალი გიზო ნიშნიანიძე.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]
- 86 : ანტონინუს პიუსი- რომის იმპერატორი
- 866 : ლევ VI - ბრძენი, ბიზანტიის იმპერატორი
- 1551 : ანრი III (საფრანგეთი) - პოლონეთის და საფრანგეთის მეფე
- 1749 : დელამბრი, ჟან ბატისტ ჟოზეფ - ფრანგი ასტრონომი
- 1911 : გოლდინგი, ვილიამ - ინგლისელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1922 : პეპი, ვილი - ამერიკელი მოკრივე
- 1926 : მასატოსი კოსიბა - იაპონელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1948 : აირონსი, ჯერემი - ბრიტანელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]
- 1339 : გო-დაიგო - იაპონიის იმპერატორი
- 1881 : გარფილდი, ჯეიმს - აშშ-ს მე-20 პრეზიდენტი
- 1989 : ბირმანი, ნაუმ - რუსი რეჟისორი
- 2011 : გიზო ნიშნიანიძე - ქართველი მწერალი და პოეტი
დღესასწაულები[რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონა
- ღირსი არქიპო
- ევდოქსი, ზენონი და მაკარი
- წმინდა რომილე და მასთან მრავალნი სხვანი
- კირილე ჰორტინელი
- წმინდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე.
- ღირსი დავითი
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |