23 თებერვალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | თებერვალი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | |||
| 2013 | ||||||
23 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის 54-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 311 დღე (ნაკიან წელში - 312).
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1455 : გამოიცა გუტენბერგის ბიბლია— პირველი წიგნი დასავლეთში დაბეჭდილი მოძრავი ტიპოგრაფიით.
- 1574 : მე-5 წმინდა ომი ჰუგენოტების წინააღმდეგ დაიწყო საფრანგეთში.
- 1820 : არსებობა შეწყვიტა სამხრეთ ამერიკაში მდებარე სახელმწიფო თავისუფალ ხალხთა ლიგამ.
- გაიხსნა კატოს ქუჩის შეთქმულება, რომლის წევრებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლორდი ლივერპულისა და მისი კაბინეტის წევრების მოკვლა ჰქონდათ განზრახული.
- 1874 : ინგლისელმა მაიორმა უოლტერ უინფილდმა დააპატენტა თამაში რომელიც დღეს ჩოგბურთის სახელითაა ცნობილი.
- 1893 : რუდოლფ დიზელმა პატენტი მიიღო დიზელის ძრავის გამოგონებაზე.
- 1903 : კუბამ აშშ-ს გადასცა გუანტანამო განუსაზღვრელი ვადით.
- 1917 : თებერვლის რევოლუცია: სანქტ-პეტერბურგში პირველი მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.
- 1919 : ბენიტო მუსოლინიმ დააარსა იტალიის ფაშისტური პარტია.
- 1944 : ოპერაცია ოსპი: საბჭოთა კავშირი იწყებს ჩეჩნებისა და ინგუშების იძულებით გადასახლებას ჩრდილოეთ კავკასიიდან ცენტრალურ აზიაში.
- 1947 : დაარსდა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO).
- 1987 : ზეახალი ვარსკვლავის SN 1987A აფეთქების დანახვა გახდა შესაძლებელი დედამიწიდან.
- 2009 : ირაკლი ალასანია, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები აყალიბებენ პოლიტიკურ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსთვის“.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1685 : ჰენდელი, გეორგ ფრიდრიხ - გრემანელ-ინგლისელი კომპოზიტორი
- 1842 : ჰარტმანი, ედუარდ - გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი
- 1873 : არაყიშვილი, დიმიტრი - ქართველი კომპოზიტორი
- 1903 : ფუჩიკი, იულიუს - ჩეხი ჟურნალისტი და მწერალი
- 1910 : ძოწენიძე, გიორგი - ქართველი გეოლოგი
- 1935 : აბაშიძე, როსტომ - საბჭოთა ეპოქის ქართველი სპორტსმენი
- 1954 : იუშჩენკო, ვიქტორ - უკრაინის პრეზიდენტი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1821 : კიტსი, ჯონ - ინგლისელი პოეტი
- 1848 : ადამსი, ჯონ კუინსი - აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე
- 1855 : გაუსი, კარლ ფრიდრიხ - გერმანელი მათემატიკოსი
- 1934 : ელგარი, ედუარდ უილიამ - ინგლისელი კომპოზიტორი და დირიჟორი
- 1942 : ცვაიგი, შტეფან - ავსტრიელი მწერალი
- 1945 : ტოლსტოი, ნიკოლაი - რუსი მწერალი
- 2000 : ჰაზა, ოფრა - ისრაელელი მომღერალი (დ. 1957)
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- იოანე ჭიმჭიმელი
- წმინდა ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი
- ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა
- წმინდა კარპოსი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |