ნიბლია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიბლია
Fringilla coelebs chaffinch male edit2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: მთიულასებრნი
გვარი: Fringilla
სახეობა: ნიბლია
ლათინური სახელი
Fringilla coelebs
დაცვის სტატუსი

ნიბლია, სკვინჩა (Fringilla coelebs), ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა. საქართველოს ზოგ კუთხეში წიფლის ჩიტსაც ეძახიან ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 17 სმ აღწევს), მგალობელი ფრინველია. ბინადრობს ყველგან, უმთავრესად კი მთის ტყეებში. ზამთრობით დაბლობებში უფრო მეტია. აპრილში დებს 4 კვერცხს, კრუხობს მხოლოდ დედალი. იკვებება მცენარის თესლით (განსაკუთრებით სარეველებით), ნაყოფით და სხვა ნაწილებით, კენკავს მწერებსაც. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა კავკასიური ნიბლია (Fringilla coelebs solomkoi).

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • კუტუბიძე მ., ქსე, ტ. 7, გვ. 408, თბ., 1984