16 მაისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | მაისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
| 2013 | ||||||
16 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 136-ე დღე (ნაკიან წლებში - 137-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 229 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1532 : სერ თომას მური ინგლისის ლორდ-კანცლერის თანამდებობიდან გადადგა.
- 1568 : შოტლანდიელთა დედოფალი მერი ინგლისში გაიხიზნა.
- 1605 : პავლე V რომის პაპი გახდა.
- 1703 : პეტერბურგი დაარსდა პეტრე I-ის მიერ პეტრეპავლეს ციხესიმაგრის საძირკვლის ჩაყრით.
- 1770 : 14 წლის მარი-ანტუანეტა ქორწინდება 15 წლის ლუი-ოგუსტზე, საფრანგეთის მომავალ მეფეზე.
- 1811 : ნახევარკუნძულის ომი - მოკავშირეები (ესპანეთი, პორტუგალია და ბრიტანეთი) საფრანგეთს ამარცხებენ ალბუერას ბრძოლაში.
- 1812 : რუსეთ-თურქეთის ბუქარესტი ზავით ფოთი და ახალქალაქი ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა.
- 1836 : ედგარ ალან პომ 13 წლის ძმიშვილი ვირჯინია შეირთო.
- 1868 : აშშ-ის სენტაში პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონს იმპიჩმენტის სასჯელი მოეხსნა ერთი ხმით.
- 1920 : ჟანა დარკის კანონიზაცია რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მიერ.
- 1924 : საბჭოთა კავშირში გამოვიდა ჟურნალის მურზილკა პირველი ნომერი.
- 1929 : ჰოლივუდში, კალიფორნია, კინოაკადემიის პირველი ჯილდოები გაიცა.
- 1943 : ვარშავის გეტოს აჯანყება დასრულდა.
- 1960 : დიდი ოთხეულის სამიტზე პარიზში ნიკიტა ხრუშჩოვი აშშ-ის პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერისგან საბჭოთა კავშირის თავზე U-2 ჯაშუში თვითმფინავის გადაფრენის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
- 1966 : ჩინეთის კომპარტიამ გამოსცა "16 მაისის ცნობა", რითაც ქვეყანაში კულტურული რევოლუცია დაიწყო.
- 1969 : საბჭოთა კომოსური აპარატი ვენერა-5 პლანეტა ვენერაზე დაეშვა.
- 1975 : იუნკო ტაბეი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტის მწვერვალს მიაღწია.
- 1990 : გაიხსნა რსფსრ სახალხო დეპუტატთა I ყრილობა.
- 2004 : ბიკივნიას ტყის გლოვის დღე. აქ კიევითან, ურკაინა, 1930-იან და 40-იან წლებში ბოლშევიკებმა 100 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.
- 2005 : ქუვეითში ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცეს ეროვნულ ასამბლეაზე კენჭისყრით.
- 2006 : ძლიერი მიწისძვრა (7,4 ბალი რიხტერის შკალით) ახალ ზელანდიაში.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1768 : იოანე ბატონიშვილი - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე
- 1866 : ბაჩანა - ქართველი პოეტი
- 1894 : კიტამურა ტოკოკუ - იაპონელი პოეტი და პუბლიცისტი.
- 1898 : მიძოგუტი კენძი - იაპონელი კინორეჟისორი
- 1905 : ფონდა, ჰენრი - ამერიკელი მსახიობი.
- 1914 : ტაბლიაშვილი, ვახტანგ - ქართველი რეჟისორი.
- 1940 : ბერტოლუჩი, ბერნარდო - იტალიელი კინორეჟისორი.
- 1953 : ბროსნანი, პირს - ირლანდიელი მსახიობი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1703 : პერო, შარლ - ფრანგი მწერალი
- 1956 : ალექსი-მესხიშვილი, ნინო ვლადიმერის ასული - ქართველი მსახიობი
- 1984 : შო, ირვინ - ამერიკელი მწერალი
- 2010 : დიო, რონი ჯეიმს - ამერიკელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ დიოს დამაარსებელი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |