სოფლის სახელწოდება „ჭან“ ძირიდან და ამ ტერიტორიაზე ადრეულ ეპოქებში დასახლებული ჭანებიდან მოდის.[2]გურიის სამთავროს ძველ საბუთებში ჭანიეთური ცალკე სოფლადაა მითითებული. ჭანიეთურში იყო განვითარებული ფეოდალური ხანის ეკლესია-მონასტერი. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს.[3]
საბჭოთა პერიოდში ის სამ ნაწილად გაიყო: ნაწილი შევიდა გურიანთის შემადგენლობაში, ნაწილს ეწოდა განთიადი და შევიდა კონჭკათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში, ხოლო ნაწილი ჭანიეთურის სახელით დარჩა ცალკე სოფლად განახლების სასოფლო საბჭოში.[4] ჭანიეთურის მონასტერი ამჟამად მოქცეულია სოფელ განთიადის ტერიტორიაზე.