GamePro

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
GamePro
GamePro Cover May 2010.png
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა ინგლისური
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი IDG
ქვეყანა აშშ
რედაქციის მისამართი ოკლენდი, კალიფორნია
პუბლიკაციის ისტორია პირველი ნომერი: ჟურნალი:აპრილი, 1989
ვებსატი: 1998
ბოლო ნომერი: ჟურნალი:ზამთარი, 2011
ვებსაიტი: 2011
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ISSN 1042-8658

GamePro იყო ამერიკული მრავალპლატფორმული ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელიც გამოსცემდა ონლაინ და ბეჭდვით კონტენტს და მოიცავდა ვიდეო თამაშებსა და ვიდეო თამაშების აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. იგი ასევე მოიცავდა სხვადასხვა სათამაშო კონსოლებს PC კომპიუტერებიდან დაწყებული მობილური თამაშებით დამთავრებული. GamePro Media საკუთრებაში შედიოდა, როგორც GamePro-ს ჟურნალი, ასევე - საიტი. GamePro Media იყო International Data Group-ის შვილობილი კომპანია.

პირველი ნომერი გამოიცა 1989 წელს. ჟურნალი აქვეყნებდა სიახლეებს, მიმოხილვებსა და პრევიუებს ვიდეო თამაშების შესახებ.გამოიცემოდა ყველთვიურად. უკანასკნელი ნომერი გამოქვეყნდა 2011 წლის ოქტომბერს.

GamePro.com ოფიცალურად გაეშვა 1998 წელს. იგი აქვეყნებდა ყოველდღიურ სიახლეებს, მიმოხილვებს, პრევიუებს, სკრინშოტებსა და ვიდეოებს. საიტს ასევე გააჩნდა საკუთარი ფორუმები და ბლოგები. 2010 წლის იანვარს მოხდა საიტის დიზაინის ცვლილება[1]. GamePro.com-ს ასევე გააჩნდა საიტები გერმანიასა[2] და საფრანგეთში[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GamePro Media-ს საერთაშორისო ვებსაიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gamepro Media Redesigns Print and Online Editions to Enthusiastic Response. წაკითხვის თარიღი: 2010-02-11.
  2. Das Magazin für PlayStation, Xbox, Nintendo und Mobile Gaming. GamePro.de. წაკითხვის თარიღი: 2012-06-11.
  3. PCWorld.fr — Toute l'actualité du monde informatique et high-tech. Gamepro.fr. წაკითხვის თარიღი: 2012-06-11.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GamePro&oldid=3461026“-დან