აბდუ დიუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდუ დიუფი
აბდუ დიუფი
სენეგალის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი 1981 – 1 აპრილი 2000
მემკვიდრე აბდულაი ვადე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 თებერვალი, 1970 – 31 დეკემბერი, 1980
პრეზიდენტი ლეოპოლდ სედარ სენგორი
წინამორბედი მამადუ დია
მემკვიდრე ჰაბიბ თიამი

დაბადებული 7 სექტემბერი 1935
ლუგა სენეგალი
პოლიტიკური პარტია სენეგალის სოციალისტური პარტია
რელიგია სუნიტი

აბდუ დიუფი (დ. 7 სექტემბერი, 1935, ლუგა, სენეგალი) — სენეგალის პოლიტიკური მოღვაწე, პრეზიდენტი (1981-2000 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ლუგაში, სერერის ტომის წევრის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო სენტ-ლუის კოლეჯში, ხოლო შემდეგ სწავლობდა სამართალს დაკარის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგაც გაემგზავრა საფრანგეთში და სწავლა გააგრძელა სორბონის უნივერსიტეტში. დაამთავრა 1959 წელს.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სენეგალში. 1960 წელს ხდება მთავრობის გენერალური მდივნის თანაშემწე, ხოლი 1961 წელს თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი. ამავე წელს გაწევრიანდა სენეგალის პროგრესულ კავშირში, რომელსაც შემდეგ ეწოდა სენეგალის სოციალისტური პარტია. 1961 წელს გახდა ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორი და ამ პოსტზე დარჩა 1962 წლის დეკემბრამდე, როდესაც დაიკავა მაღალი თანამდებობა საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1963-1965 წლებში კი ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა. 1968-1970 წლებში იყო დაგეგმარებისა და ინდუსტრიის მინისტრი. 1970 წელს კი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. სენგორი ძალზედ ენდობოდა დიუფს და მის სასარგებლოდ 1980 წლის 31 დეკემბერს გადადგა თანამდებობიდან.

პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიუფი აგრძელებდა სენგორის მიერ დაწყებული პოლიტიკური ლიბერალიზაციის კურსს. 1983 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ჩამოყალიბდა 14 ოპოზიციური პარტია, მაგრამ არჩევნები მოიგო დიუფმა 83,5 %-ით. ოპოზიციამ 1985 წელს შექმნა დიდი კოალიცია. დიუფმა კი საპასუხოდ არასანქცირებული დემონსტრაციის გამართვისათვის დააპატიმრა, მუდმივი პოლიტიკური კონკურენტი, აბდულაი ვადე. 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დიუფმა მიიღო ხმების 72,3 %, ხოლო ვადემ 25,8 %. ოპოზიცია არ დაეთანხმა სჰედეგებს და დაიწყო აქციები, ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ამავე წლის მაისში აბდულაი ვადე კვლავ დააპატიმრეს. 1993 წელს დიუფი კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს 58 %-ით, მაგრამ ახლა უყკვე 7 წლის საპრეზიდენტო ვადით (საპრეზიდენტო ვადა გაზარდა 1991 წელს 2 წლით). 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში მიიღო ხმების 41,3 %, ხოლო ვადემ 30,1 %. 19 მარტის II ტურის რეზულტატით აბდუ დიუფიმ მიიღო ხმების 41,5 %, ხოლო აბდულაი ვადემ - 58,5 %. თანამდებობაზე დარჩა 1 აპრილამდე და მმართველობა ჩააბარა მუდმივ კონკურენტს აბდუალი ვადეს.

სენეგამბია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წლის 12 დეკემბერს აბდუ დიუფი შეთანხმდა მეზობელ გამბიასთან , რათა შეექმნათ კონფედერაცია. შეთანხმება ძალაში შევიდა 1982 წლის 1 თებერვალს. 1989 წლის აპრილში მავრიტანიასთან სასაზღვრო ომის დროს რეგიონში დესტაბილიზაციის შედეგად კონფედერაცია დაიშალა.

დიუფი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრეზიდენტია. მისი სიმაღლეა 198 სანტიმეტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (ფრანგული) F. Diaye, M. Printz, Tine, Visages publics au Sénégal. 10 personnalités politiques parlent, Paris, L'Harmattan, 1991, 260 p.
  • (ფრანგული) Momar Coumba Diop et Mamadou Diouf, Le Sénégal sous Abdou Diouf, Paris, Karthala, 1990, 436 p.
  • (ფრანგული) Mar Fall, Sénégal : l'État Abdou Diouf ou le temps des incertitudes,L'Harmattan, Paris, 1986, 87 p.
  • (ფრანგული) Babacar Ndiaye et Waly Ndiaye, Présidents et ministres de la République du Sénégal, Dakar, 2006
  • (ფრანგული) Lamine Tirera, Abdou Diouf : biographie politique et style de gouvernement, L'Harmattan, 2006, 312 p.
წინამორბედი:
ლეოპოლდ სედარ სენგორი
სენეგალის პრეზიდენტი

19812000
შემდეგი:
აბდულაი ვადი