სენეგალის ეკონომიკა
სენეგალი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების რიცხვშია. მოუხედავად ამისა, ის ტროპიკული აფრიკის ერთ-ერთ დინამიურად განვითარებად ქვეყნებს შორისაა. არაქისი და ფოსფატები ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონელს წარმოადგენს. სენეგალის ეკონომიკაც ამ საქონლის ფასზე და ქვეყნის კლიმატზეა დამოკიდებული.
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომუშავე მოსახლეობის 77% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს არაქისი, რომელიც დამუშავებული ტერიტორიების 40% და საექსპორტო საქონლის 11% წარმოადგენს. სენეგალში ასევე აწარმოებენ ბანანს, ბამბას, შაქრის ლერწამს და სხვა. შიდა მოხმარებისთვის მოჰყავთ ფეტვი და სიმინდი. სოფლის მეურნეობაში დიდი ადგილი უჭირავს თევზჭერას, რომელიც საექსპორტო მოგების მეოთხედს წარმოადგენს.
ენერგეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს გამომუშავებულ იქნა 1,453 მილიარდი კვტ ენერგია. სენეგალის ტერიტორიის მესამედი ელექტროფიცირებულია, თუმცა სოფელში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 5% იყენებს ელექტრო ენერგიას.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სულ — 20 (2013)
- სულ — 906 კმ (2014)
- სულ — 15 000 კმ (2015)
ვაჭრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაჭრობის სალდო უარყოფითია — იმპორტი 2-ჯერ აღემატება ექსპორტს.
- ექსპორტი: 1,478 მილიარდი დოლარი
- საექსპორტო პარტნიორები: მალი 16,9 %, ინდოეთი 13,1 %, საფრანგეთი 9,5 %, ესპანეთი 6,1 %, იტალია 5,5 %, გამბია 4,6 %
- იმპორტი: 2,98 მილიარდი დოლარი
- პარტნიორები: საფრანგეთი 22,8 %, ნიგერია 11,4 %, ბრაზილია 4,5 %, ტაილანდი 4,3 %, აშშ 4,2 %, დიდი ბრიტანეთი 4 %