ყუმური (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყუმური.
ყუმური

ყუმური შესართავთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები იმერეთის მხარე
სათავე მესხეთის ქედი
41°58′12″ ჩ. გ. 42°32′25″ ა. გ. / 41.970083° ჩ. გ. 42.540306° ა. გ. / 41.970083; 42.540306
სათავის სიმაღლე 1680 მ
შესართავი რიონი
42°07′57″ ჩ. გ. 42°25′36″ ა. გ. / 42.132500° ჩ. გ. 42.426833° ა. გ. / 42.132500; 42.426833
სიგრძე 28 კმ
აუზის ფართობი 83,7 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 2,5 მ³/წმ
ყუმური (მდინარე) — საქართველო
ყუმური (მდინარე)
ყუმური (მდინარე)
ყუმური (მდინარე) — იმერეთის მხარე
ყუმური (მდინარე)
ყუმური (მდინარე)
— სათავე, — შესართავი

ყუმურიმდინარე დასავლეთ საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოების — ხუცის ნაქონების კალთაზე. მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 28 კილომეტრი, აუზის ფართობი - 83,7 კმ², სათავიდან სოფელ შუამთამდე მთის ტიპისაა, შუამთის ქვემოთ - ვაკის. საზრდოობს თოვლის წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ³/წმ.

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ყუმური სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოების ხუცის ნაქონების ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე 1680 მეტრის სიმაღლეზე და ერთვის მდინარე რიონს მარცხენა მხრიდან სოფელ ჭყვიშთან. მდინარის სიგრძე 28 კმ, საერთო ვარდნა 1633 მ, საშუალო ქანობი 58,3 %.

მდინარის წყალშემკრები აუზის ფართობი 83,7 კვ. კმ, საშუალო სიმაღლე კი 452 მეტრია. აუზის ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია მცირე შენაკადებით, რომელთა ჯამური სიგრძე 121 კმ-ია. აუზის ზედა ზონა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ წინამთებში, ქვედა კი კოლხეთის დაბლობზე. აუზის რელიეფი ძლიერ დანაწევრებულია შენაკადების ღრმად ჩაჭრილი ხეობებით. აუზის ზედა ზონის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებენ კვარცული ქვიშაქვები, თიხაფიქლები და ვულკანური ქანები, ქვედა ზონაში კი გავრცელებულია ალუვიური განფენები. ძირითადი ქანები გადაფარულია თიხნარი ნიადაგებით.

აუზის ზედა ზონაში გავრცელებულია შერეული ტყე, ქვედა ზონაში კი ფოთლოვანი ტყე და ბუჩქნარი. ქვედა ზონის დიდი ნაწილი ათვისებულია სახნავებით. მდინარის ხეობა სათავიდან სოფელ ტობანიერამდე V-ს ფორმისაა, ქვემოთ, სოფელ შუამთამდე ტრაპეციული, კოლხეთის დაბლობზე კი მისი ხეობა არამკაფიოდ არის გამოხატული. ხეობის ფერდობები სათავეებში ციცაბოა, ქვემოთ კი დამრეცი. ტრაპეციული ფორმის ხეობის ფარგლებში ფერდობები ათვისებულია სახნავებით და ბაღებით, ზემოთ კი დაფარულია ხშირი ტყით.

მდინარის ორმხრივი ტერასები ძირითადად გვხვდება სოფელ ტობანიერსა და შუამთას შორის. ტერასების სიგანე 0,2-1,2 კმ, სიმაღლე კი 3-6 მეტრია. ტერასების ზედაპირი სწორია და ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით. მდინარეს ჭალა გააჩნია მხოლოდ სოფელ მიქელეფონის ქვემოთ. ჭალის სიგანე 20-70 მეტრი, სიმაღლე კი 0,3-1,2 მეტრია. ჭალა წყალმოვარდნების პერიოდში იფარება 0,3-1,5 მეტრი სიმაღლის წყლის ფენით.

ჰიდროლოგიური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარის კალაპოტი ზომიერად კლაკნილი და ძირითადად დაუტოტავია. კალაპოტის ფსკერი ძირითადად ქვა-ხრეშიანი, კოლხეთის დაბლობზე კი სილა-ხრეშიანია. ნაკადის სიგანე იცვლება 3-დან 12 მ-მდე, სიღრმე 0,4-დან 0,9 მ-მდე, სიჩქარე კი 1,5 მ/წმ-დან 0,3 მ/წმ-მდე. მდინარე საზრდოობს თოვლის, წვიმის და გრუნტის წყლებით. მისი წყლიანობის რეჟიმი ხასიათდება წყალმოვარდნებით მთელი წლის განმავლობაში, ამიტომ მისი ჩამონადენი სეზონებს შორის მეტად არათანაბრად არის განაწილებული. წყლის მაქსიმალური ხარჯები ჩვეულებრივ გაზაფხულზე და შემოდგომაზე აღინიშნება, მინიმალური ხარჯები კი ზაფხულში ფიქსირდება. მდინარე გამოიყენება სარწყავად. გასულ წლებში მასზე ფუნქციონირებდა ორი მცირე ჰიდროელექტროსადგური.

რიონის გადაკვეთის ადგილას სიგანე 3,5-4,0 მეტრია. ფსკერი ლამიან-რიყიანია. ნაპირები ეროზირებადი, ჩაკვეთილია, სიმაღლით 2,5-3,0 მეტრი. იკვეთება მდინარის შუა მონაკვეთის ქვემო ნაწილში სოფელ შუამთის ტერიტორიაზე.

სარეწაო მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე დაბალსენსიტიურია, არასარეწაო მნიშვნელობის, სატოფე-სანასუქო სტატუსის. არ არის მდიდარი იქთიოფაუნით. გვხდება 6 სახეობის თევზი მცირე რაოდენობით.

სახეობა ლათინური სახელი ტოფობის პერიოდი
1 კოლხური ხრამული Capoeta sieboldi მაისიდან აგვისტომდე
2 კოლხური ტობი Chondrostoma colchicum აპრილიდან სექტემბრამდე
3 კოლხური წვერა Barbus tauricus escherichii ივნისიდან სექტემბრამდე
4 კავკასიური ქაშაპი Leuciscus cephalus orientalis აპრილიდან ივლისამდე
5 სამხრეთული ფრიტა Alburnoides bipunctatus fasciatus მაისიდან აგვისტომდე
6 კავკასიური მდინარის ღორჯო Neogobius cephalarges constructor მაისიდან აგვისტომდე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]