ომი ტერორიზმის წინააღმდეგ
ომი ტერორიზმის წინააღმდეგ (ასევე ცნობილი როგორც გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ და აშშ-ის ომი ტერორიზმის წინააღმდეგ) — საერთაშორისო სამხედრო კამპანია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაიწყო 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ.[27] კამპანიის სამიზნეები ძირითადად სუნიტი ისლამური ფუნდამენტალისტური შეიარაღებული ჯგუფებია, რომლებიც მთელ ისლამურ სამყაროში მდებარეობს. მათ შორის ყველაზე ცნობილი ჯგუფებია ალ-ქაიდა, ისლამური სახელმწიფო, თალიბანი, ტეჰრიკ-ი თალიბანი და ამ ფრენჩაიზების სხვადასხვა ჯგუფები. კამპანიის დასახელებისას გამოყენებულია ომის მეტაფორა, რომელიც ეხება სხვადასხვა ქმედებებს, რომლებიც არ წარმოადგენს სპეციფიკურ ომს, როგორც ეს ტრადიციულად არის განსაზღვრული. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პირველად გამოიყენა ტერმინი „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“ (ინგლ. War on terror) 2001 წლის 16 სექტემბერს[28] რამდენიმე დღის შემდეგ კი კონგრესში ოფიციალური სიტყვით გამოსვლისას.[29] ამ უკანასკნელ სიტყვაში ჯორჯ ბუშმა თქვა: „ჩვენი მტერი არის ტერორისტების რადიკალური ქსელი და ყველა მთავრობა, რომელიც მათ მხარს უჭერს“. თავდაპირველად ეს ფრაზა წარმოადგენდა გაფრთხილებას ალ-ქაიდასთან ასოცირებული ქვეყნებისათვის. ტერმინი დაუყოვნებლივ გააკრიტიკეს ისეთმა ადამიანებმა, როგორებიცაა რიჩარდ ბ. მაიერსმა, გაერთიანებული მეთაურების შტაბის თავმჯდომარემ და ბუშის ადმინისტრაციამ უფრო ნიუანსირებული ტერმინები გამოიყენა აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კამპანიის საჯაროდ განსაზღვრისთვის. ეს ტერმინი არასოდეს ყოფილა გამოყენებული, როგორც აშშ-ის ოპერაციების ოფიციალური აღნიშვნა შიდა სამთავრობო დოკუმენტაციაში.[30]
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2013 წლის 23 მაისს გამოაცხადა ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომის დასრულების შესახებ. მან თქვა, რომ სამხედრო და სადაზვერვო სააგენტოები არ იბრძოლებენ ტაქტიკის წინააღმდეგ, არამედ ყურადღებას გაამახვილებენ ქსელების კონკრეტულ ჯგუფზე, რომლებიც მიზანდასახულნი იყვნენ აშშ-ის განადგურებაზე[31] 2014 წლის 28 დეკემბერს ობამას ადმინისტრაციამ გამოაცხადა ავღანეთში აშშ-ს მისიის საბრძოლო როლის დასრულების შესახებ.[32] ამასთან, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო უდიდესი როლის თამაში ავღანეთის ომში და 2017 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფართოვა ამერიკული სამხედრო ყოფნა ავღანეთში.[33] ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს (ISIL) აღზევებამ გამოიწვია გლობალური ოპერაცია ოპერაცია „თანდაყოლილი გამბედაობა“ და ISIL-ის განადგურების საერთაშორისო კამპანია.
უოტსონის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული 2020 წლის კვლევის თანახმად, ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებულმა შტატებმა გამოიწვია, კონსერვატიული გათვლებით, 37 მილიონი ადამიანის დევნილებად ქცევა.[34][35]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრაზა „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“ გამოიყენებოდა კონკრეტულად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და მათი მოკავშირეების მიერ ტერორისტული ორგანიზაციების და რეჟიმების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის აღსაქმელად და როგორც წესი, გამორიცხავს სხვა დამოუკიდებელ კონტრტერორისტულ ოპერაციებსა და კამპანიებს, როგორიცაა რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის სამხედრო ოპერაციები. კონფლიქტს სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ. იგი ასევე ცნობილია, როგორც:
- მესამე მსოფლიო ომი[36]
- მეოთხე მსოფლიო ომი[37] (თუ ჩავთვლით, რომ ცივი ომი იყო მესამე მსოფლიო ომი)
- ბუშის ომი ტერორიზმთან[38]
- გრძელი ომი[39]
- ომის ომი
- სამუდამო ომი[40]
- გლობალური ომი ტერორიზმთან[41]
- ომი ალ-ქაიდას წინააღმდეგ[42]
- ტერორის ომი (იმ პირთა გადმოსახედიდან, რომლებიც განიცდიან საგარეო და საშინაო ჩარევის შედეგად გამოწვეულ კონფლიქტებს, როგორც „ტერორის“ წყაროს)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sergei Boeke, Transitioning from Military Interventions to a Long-Term Counter-Terrorism Policy (International Centre for Counter-Terrorism – The Hague, 2014)
- Coughlin, Stephen (2015). Catastrophic Failure: Blindfolding America in the Face of Jihad. CreateSpace Independent Publishing Platform. ISBN 978-1511617505.
- Jackson, Richard. Writing the War on Terrorism: Language, Politics and Counter-Terrorism. Manchester & New York: Manchester University Press, 2005. ISBN 0719071216.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- White House information about the War on Terrorism
- CIA and the War on Terrorism დაარქივებული 2016-04-08 საიტზე Wayback Machine.
- U.S. National Military Strategic Plan for the War on Terrorism, 2006
კომენტარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Frank Gardner. (24 June 2020) Will the 'War on Terror' ever end?. BBC News. ციტირების თარიღი: 26 September 2020
- ↑ John Ismay. (8 September 2020) At Least 37 Million People Have Been Displaced by America’s War on Terror. The New York Times Magazine. ციტირების თარიღი: 26 September 2020
- ↑ Mike Levine; James Gordon Meek; Pierre Thomas; Lee Ferran (23 September 2014). „What Is the Khorasan Group, Targeted By US in Syria?“. ABC News. ციტირების თარიღი: 18 October 2014.
- ↑ Wilayat al-Yemen: The Islamic State's New Front. Jamestown Foundation. ციტირების თარიღი: 15 March 2016
- ↑ Penney, Joe (5 October 2011). „The 'War on Terror' rages in the Philippines“. Al Jazeera. Qatar. ციტირების თარიღი: 6 May 2015.
Abuza, Zachary. (September 2005) Balik-Terrorism: The Return of the Abu Sayyag. United States Army. ციტირების თარიღი: 6 May 2015 - ↑ Jemaah Islamiyah. Stanford University (14 February 2012). ციტირების თარიღი: 6 May 2015
„Profile: Jemaah Islamiah“. United Kingdom: BBC News. 2 February 2012. ციტირების თარიღი: 6 May 2015. - ↑ „Pakistan Taliban splinter group vows allegiance to Islamic State“. Reuters. 18 November 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 19 November 2014.
- ↑ ISIS Now Has Military Allies in 11 Countries – NYMag. ციტირების თარიღი: 25 November 2014
- ↑ „Pakistani splinter group rejoins Taliban amid fears of isolation“. Reuters. 12 March 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 13 March 2015.
- ↑ 10.0 10.1 Islamic extremist groups to merge in Mali, pledge allegiance to al-Quaida. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2021.
- ↑ Thomas Joscelyn. (19 November 2014) UN recognizes ties between Ansar al Sharia in Libya, al Qaeda. Long War Journal. Foundation for Defense of Democracies.
- ↑ Irshaid, Faisal. (13 June 2014) Profile: Libya's Ansar al-Sharia. BBC News.
- ↑ Hashem, Mostafa. (27 May 2017) Libyan Islamist group Ansar al-Sharia says it is dissolving. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2021.
- ↑ ANI (1 March 2017). „We are taking strong measures to protect our nation from 'radical Islamic terrorism': Trump“. Business Standard. ციტირების თარიღი: 5 July 2019.
- ↑ Cameron, David (22 November 2015). „David Cameron: We will defeat terrorism, and the poisonous ideology that fuels it“. Telegraph. Telegraph Media Group Limited. ციტირების თარიღი: 7 June 2019.
- ↑ Key al-Qaeda figure Muhsin al-Fadhli killed in U.S. airstrike in Syria — Pentagon. BNO News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2021.
- ↑ Has ISIS Lost Its Head? Power Struggle Erupts with Al-Baghdadi Seriously Wounded (10 May 2015). ციტირების თარიღი: 11 May 2015
- ↑ Report: A former physics teacher is now leading ISIS (23 April 2015). ციტირების თარიღი: 25 June 2015
- ↑ Matt Bradley and Ghassan Adnan in Baghdad, and Felicia Schwartz in Washington (10 November 2014). „Coalition Airstrikes Targeted Islamic State Leaders Near Mosul“. Wall Street Journal.
- ↑ Alessandria Masi. (11 November 2014) If ISIS Leader Abu Bakr al-Baghdadi Is Killed, Who Is Caliph Of The Islamic State Group?. ციტირების თარიღი: 25 June 2015
- ↑ Militant commander Hafiz Saeed killed in Khyber blast. ARY NEWS (17 April 2015).
- ↑ Uzbek militants in Afghanistan pledge allegiance to ISIS in beheading video. ციტირების თარიღი: 25 June 2015
- ↑ IMU announces death of emir, names new leader. The Long War Journal (4 August 2014).
- ↑ „Nigeria's Boko Haram pledges allegiance to Islamic State“. BBC News. 7 March 2015. ციტირების თარიღი: 7 March 2015.
- ↑ William Smith. (25 September 2020) The truth about the war on terror. The Hill. ციტირების თარიღი: 26 September 2020
- ↑ David Vine. (25 September 2020) The U.S. ‘War on Terror’ Has Displaced 37 Million People. CounterPunch. ციტირების თარიღი: 26 September 2020
- ↑ Eric Schmitt; Thom Shanker (26 July 2005). „U.S. Officials Retool Slogan for Terror War“. The New York Times.
- ↑ „Kenneth R. Bazinet, "A Fight Vs. Evil, Bush And Cabinet Tell U.S."“. Daily News. New York. 17 September 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 26 March 2011.
- ↑ „Transcript of President Bush's address“. CNN. 20 September 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2021.
- ↑ Marc Ambinder (20 May 2010). „The New Term for the War on Terror“. The Atlantic. ციტირების თარიღი: 24 June 2013.
- ↑ Obama: 'Global War on Terror' Is Over. U.S. News & World Report (23 May 2013).
- ↑ U.S.-led mission in Afghanistan ends combat role; thousands of troops remain (28 December 2014).
- ↑ 'Trump calls out Pakistan, India as he pledges to 'fight to win' in Afghanistan. CNN, 24 August 2017. Retrieved 1 September 2017.
- ↑ David Vine, Cala Coffman, Katalina Khoury, Madison Lovasz, Helen Bush, Rachel Leduc, Jennifer Walkup, 'Creating Refugees:Displacement Caused by the United States’ Post-9/11 Wars,' Watson Institute for International and Public Affairs 8 September 2020.
- ↑ David Vine, 'US-led wars have displaced 37m people. America should accept responsibility,' The Guardian 18 September 2020
- ↑ Bush likens 'war on terror' to WWIII (6 May 2006). ციტირების თარიღი: 26 March 2011
Thomas L. Friedman (13 September 2009). „Foreign Affairs; World War III“. The New York Times. ციტირების თარიღი: 10 November 2009.
„World War II Strikes Spain“. Daily News. New York. 12 March 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 October 2012. ციტირების თარიღი: 10 November 2009. - ↑ Charles Feldman; Stan Wilson (3 April 2003). „Ex-CIA director: U.S. faces 'World War IV'“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 July 2008.
Coman, Julian (13 April 2003). „'We want them to be nervous' (That means you Ali, Bashar and Kim)“. The Daily Telegraph. London. ციტირების თარიღი: 9 November 2009.
Elio A. Cohen. (20 November 2001) World War IV. ციტირების თარიღი: 9 November 2009 - ↑ Thompson, Mark (26 December 2008). „The $1 Trillion Bill for Bush's War on Terror“. TIME. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 26 March 2011.
Priest, Dana (23 January 2009). „Bush's 'War' On Terror Comes to a Sudden End“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 26 March 2011.
„Bush's War On Terror Shifting Targets“. CBS News. 28 January 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 26 March 2011. - ↑ "Abizaid Credited With Popularizing the Term 'Long War,'" 3 February 2006: Washington Post traces history of the phrase "Long War"
- ↑ Elizabeth D. Samet, "Literature of the Forever War", The New York Times, 14 August 2016, p. BR29.
- ↑ Joint Forces Intelligence Command (4 February 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2005. ციტირების თარიღი: 2 January 2012
Eric L. Bradley, Deputy Commander. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 2 January 2012
Compensation Package for Bomb Blast Victims (1 January 1970). ციტირების თარიღი: 2 January 2012 - ↑ Lucas. (7 January 2010) Obama Declares America 'At War' with Al Qaeda, Offers New Security Initiatives. ციტირების თარიღი: 2 January 2012
Sulmasy, Glenn (20 February 2007). „A new look for the war on al Qaeda“. The San Francisco Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-19. ციტირების თარიღი: 2021-03-08.
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ირანის ომები
- ერაყის ომები
- ავღანეთის ომები
- აშშ-ის ომები
- გაერთიანებული სამეფოს ომები
- თურქეთის ომები
- ესპანეთის ომები
- რუსეთის ომები
- იტალიის ომები
- გერმანიის ომები
- საფრანგეთის ომები
- დანიის ომები
- სამხედრო მოქმედებები 1945 წლის შემდეგ
- ტერორიზმი
- აშშ-ის პოლიტიკა
- მიმდინარე კონფლიქტები
- XXI საუკუნის კონფლიქტები
- 2010-იანი წლების კონფლიქტები
- 2020-იანი წლების კონფლიქტები