ჰასიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰასიუმი / Hassium (Hs)
ელემენტის რიგითი ნომერი 108
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა სავარაუდოდ თეთრი ან ვერცხლისფერი გარდამავალი ლითონი
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
[270] მდგრადი იზოტოპის მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 126 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1) 730 2) 1760 3) 2830 კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Rn]5f146d67s2
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 134 პმ
იონური რადიუსი პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
ელექტროდული პოტენციალი
ჟანგვის ხარისხი (+2), (+3), (+4), (+5), (+6), +8
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 41 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა /(·მოლი)
თბოგამტარობა ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა
დნობის სითბო კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა
აორთქლების სითბო კჯ/მოლი
მოლური მოცულობა სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა ჰექსაგონალური
მესრის პერიოდი Å
შეფარდება n/
დებაის ტემპერატურა
108Hs
[270] [Rn]5f146d67s2
ჰასიუმი
ჰასიუმის ატომის სქემა

ჰასიუმი (ლათ. Hassium, აღინიშნება ქიმიური სიმბოლოთი Hs; ისტორიული სახელწოდებაა ეკა-ოსმიუმი, უნილოკტიუმი) — 108-ე ქიმიური ელემენტი.

წინასიტყვაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად 108-ე ელემენტის აღმოჩენის შესახებ ცნობა გამოჩნდა 1970 წლის დასაწყისში და ეს იყო სრულიად მოულოდნელი, ექსტრემალურად მოკლესიცოცხლის მქონე და ძნელად დასაჭერი ზემძიმე ქიმიური ელემენტებისათვის. ეს მოხდა საბჭოთა მეცნიერების მიერ ჩერდინცევის მეთაურობით ექსპედიციი დროს კასპიის ზღვის ჩელეკენის ნახევარკუნძულის ახლო მდებარე უდაბნო რაიონებში. მინერალ მოლიბდენიტის ნიმუშებზე 108-ე ელემენტის ტრეკების (ბირთვების კვალი) დაფიქსირების საფუძველზე გაკეთებული იქნა მეტად თამამი განაცხადი 108-ე ელემენტის ბუნებაში აღმოჩენის შესახებ რომლის მასა არის - 267. ამ "აღმოჩენის" შესახებ ახალი ამბები გამოქვეყნდა ჟურნალ «Наука и жизнь» (02/1970), «ატომური ენერგია» (11/1970[1]). 1970 წლის აპრილში სსრკ-ს მეცნიერებათა აკადებიაში (ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიტიკური ქიმიის ინსტიტუტი, კაპიცის სახელობის ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი) სხდომაზე განხილულ იქნა ეს საკითხი. შედეგად, დასკვნის სამეცნიერო სანდოობა საკმარისად არასწორი აღმოჩნდა[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბოლოოდ და საიმედოდ 108-ე ელემენტი აღმოჩენილი ინა 1984 წელს მძიმე იონების ინსტიტუტში (გერმ. Gesellschaft für Schwerionenforschung, GSI), დარმშტადტში, გერმანიაში, ამაჩქარებელში ტყვიის (208Pb) სამიზნის ბომბარდირებით რკინა-58-ის იონების კონით UNILAC. ექსპერიმენტის შედეგად სინთეზირებული იქნა 265Hs-ის 3 ბირთვი , რომლებიც საიმედოდ იქნენ იდენტიფიცირებული α-დაშლის ჯაჭვის პარამეტრების მიხედვით[3].

ამ რეაქციის კვლევა ამავე დროს და დამოუკიდებლად მიმდინარეობდა დუბნაში (რუსეთი), სადაც 253Es-ის ბირთვის α-დაშლის 3 მოვლენაზე დაკვირვებისას ასევე დაასკვნეს 265Hs-ის ბირთვის სინთეზის რეაქციის რასებობის შესახებ[4]. რადგანაც დუბნაში გამოყენებული მეთოდიკა ვერ ახერხებდა 265Hs-ის ბირთვის დაშლის დაფიქსირებას, IUPAC-ის სამუშაო ჯგუფმა 1993 წელს მიიღო გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ 108-ე ელემენტის აღმოჩენის პატივი ეკუთვნის გარმშტადტის ჯგუფს[5].

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, ბუნებაში ე.წ. მისი აღმოჩენისას უწოდეს სერგენიუმი (sergenium, Sg) (იმ დროისთვის ეს სიმბოლოები არ იყო დაკავებული სიბორგიუმით) აღმოჩენის ადგილის მიხედვით — დიდი აბრეშუმის გზაზე ანტიკური ქალაქის სერიკას მიდამოებში. აღმოჩენის მტკიცებულებების არ ქონის გამო ამ ელემენტის გეოგრაფიული სახელწოდება ნელ ნელა გავიდა სამეცნიერო ხმარებიდან.

108-ე ელემენტის წარმატებული ხელოვნურად სინთეზის შემდეგ წამოაყენეს წინადადება ელემენტისათვის დაერქვათ ოტოჰანიუმი (ottohahnium, Oh) — ერთ ერთი მეცნიერის ოტო ჰანის საპატივცემლოდ რომელმაც აღმოაჩინა ბირთვების დაშლის პროცესი. 1994 წელს IUPAC უკვე მიღებული ტრადიციის მიხედვით (მხოლოდ გვარის მიხედვით) გასცა რეკომენდაცია დაერქვათ ჰანიუმი (hahnium, Hn)[6].

მაგრამ 1997 წელს IUPAC შეცვალა თავისი რეკომენდაცია და დაამტკიცა სახელწოდება ჰასიუმი[7] გერმანული მიწის ჰესენის საპატივცემლოდ (Hassia — შუასაუკუნის სამთავრო ჰესენის ლათინური სახელწოდება, რომლის ცენტრი იყო დარმშტადტი)[8].


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SpringerLink — Atomic Energy, Volume 29, Number 5
  2. New Outlook on the Possible Existence of Superheavy Elements in Nature
  3. G. Münzenberg et al. The identification of element 108. — 1984. — Т. 317. — № 2. — გვ. 235-236.
  4. Yu. Ts. Oganessian et al. On the stability of the nuclei of element 108 with A=263–265. — 1984. — Т. 319. — № 2. — გვ. 215-217.
  5. R. C. Barber et al. Discovery of the transfermium elements. — 1993. — Т. 65. — № 8. — გვ. 1757-1814.
  6. Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1994). — 1994. — Т. 66. — № 12. — გვ. 2419-2421.
  7. Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1997). — 1997. — Т. 69. — № 12. — გვ. 2471-2473.
  8. Responses on the Report 'Discovery of the transfermium elements'. — 1993. — Т. 65. — № 8. — გვ. 1815-1824.