პრაზეოდიმიუმი
პრაზეოდიმიუმი |
59 Pr |
140,907 |
4f3 6s2 |
![]() | |||||||||||||||||||||||
ზოგადი თვისებები | |||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ელემენტის ფერი | მოვერცხლისფრო-თეთრი | ||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური მასა Ar, სტან.(Pr) |
საყოველთაოდ მიღებული: 140,907 | ||||||||||||||||||||||
პრაზეოდიმიუმი პერიოდულ სისტემაში | |||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 59 | ||||||||||||||||||||||
ჯგუფი | III ჯგუფი (ლანთანოიდები) | ||||||||||||||||||||||
პერიოდი | პერიოდი 6 | ||||||||||||||||||||||
ბლოკი | f-ბლოკი | ||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Xe] 4f3 6s2 | ||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 21, 8, 2 | ||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა![]() | |||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | |||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | ||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
935 °C (1208 K, 1715 °F) | ||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
3130 °C (3403 K, 5666 °F) | ||||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 20,8 სმ3/მოლი | ||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 6,89 კჯ/მოლი | ||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 331 კჯ/მოლი | ||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 27,20 ჯ/(მოლი·K) | ||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| |||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | |||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | 0, +1, +2, +3, +4, +5 (a mildly basic oxide) | ||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
Pr←Pr3+ −2,35 ვ ვ | ||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1,13 | ||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| ||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 182 პმ | ||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 203±7 პმ | ||||||||||||||||||||||
იონური რადიუსი (rion) |
(+4e) 90 101.(+3e) პმ | ||||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 20,8 სმ3/მოლ | ||||||||||||||||||||||
![]() პრაზეოდიმიუმის სპექტრალური ზოლები | |||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | |||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | ჰექსაგონალური | ||||||||||||||||||||||
მესრის პერიოდი | 3,673 Å | ||||||||||||||||||||||
ბგერის სიჩქარე thin rod | 2280 მ/წმ (at 20 °C) | ||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 6.7 µმ/(მ·K) | ||||||||||||||||||||||
ხვედრითი თბოტევადობა | 12.5 ჯ/(K·მოლ) | ||||||||||||||||||||||
ელექტრული წინაღობა | 700 Ω·m | ||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | ||||||||||||||||||||||
მაგნიტური მგრძნობელობა | +5010.0×10−6 სმ3/მოლ | ||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 37.3 გპა | ||||||||||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 14.8 გპა | ||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 28.8 გპა | ||||||||||||||||||||||
პუასონის კოეფიციენტი | 0.281 | ||||||||||||||||||||||
მოოსის მეთოდი | 2,5 | ||||||||||||||||||||||
ვიკერსის მეთოდი | 250–745 მპა | ||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 250–640 მპა | ||||||||||||||||||||||
CAS ნომერი |
7440-10-0 | ||||||||||||||||||||||
ისტორია | |||||||||||||||||||||||
აღმოჩენილია | Carl Auer von Welsbach (1885) | ||||||||||||||||||||||
პრაზეოდიმიუმის მთავარი იზოტოპები | |||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||
• |
პრაზეოდიმიუმი (ბერძ. πράσιος — „ღია-მწვანე“ და δίδυμος — „ტყუპისცალი“) — ლანთანოიდების ჯგუფის მოვერცხლისფრო ქიმიური ელემენტია. მიეკუთვნება იშვიათმიწა ჯგუფის ლითონებს.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრაზეოდიმიუმი აღმოჩენილ იქნა 1885 წელს ავსტრიელი ქიმიკოსის კ. აუერომ ფონ ველსბახის მიერ. მან დაადგინა, რომ 1839 წელს შვედი ქიმიკოსის კარლ გუსტავ მოსანდერის მიერ აღმოჩენილი ელემენტი დიდიმი (დიდიმიუმი) წარმოადგენს ორი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით ახლოს მდებარე ანალოგოური ელემენტის ნარევს, რომლებსაც მან მისცა სახელწოდებები ნეოდიმი (ნეოდიმიუმი) და პრაზეოდიმიუმი.
იზოტოპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედამიწის ქერქში პრაზეოდიმიუმის შემცველობა მიახლოებით 9 გრ/ტ, ოკეანის წყალში 2,6×10−6მგ/ლ[1].
სტანდარტული ატომური მასა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრაზეოდიმიუმის სტანდარტული ატომური მასად მიღებულია — 140,907, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად. ბუნებაში არსებობს პრაზეოდიმიუმის მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპი (141Pr), რომლის ატომური მასაც შეადგენს 140,9076528.
მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრაზეოდიმიუმს მიიღებენ სხვა იშვიათმიწა ელემენტებთან ნარევში. ექსტრაქციონულ და ქრომატოგრაფიული გაყოფისას და დანაწილებული კრისტალიზაციისას პრაზეოდიმიუმი კონცენტრირდება მჩატე ლანთანოიდებთან ერთად და გამოიყოფა ნეოდიმიუმთან ერთად. შემდგომ პრაზეოდიმიუმს გამოჰყოფენ ნეოდიმიუმისაგან და გადაჰყავთ სუფთა ლითონში მეტალოთერმული ან ელექტროლიზით 850oC-ზე.
ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრაზეოდიმიუმზე ფასები მიახლოებით შეესაბამება ნეოდიმიუმის ფასებს და შეადგენს საშუალოდ მიალოებით 170 დოლარს ერთ კილოგრამზე.
გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრაზეოდიმიუმის იონები გამოიყენება 1,05 მკმ სიგრძის ტალღების (ინფრაწითელი გამოსხივება) ლაზერული გამოსხივების აგზნებისათვის. პრაზეოდიმიუმის ფტორიდი გამოიყენება როგორც ლაზერული მასალა. პრაზეოდიმიუმის ოქსიდი გამოიყენება მინის ხარშვისას, რომელსაც მისი დამატება აძლევს ღია-მწვანე ელფერს.
პრაზეოდიმიუმის მონოტელურიდი გამოიყენება მცირე (ჯერჯერობით) რაოდენობით ზოგიერთი თერმოელექტრული მასალის, შენადნობების (იშვიათმიწა ელემენტების ბაზისზე, თერმო-ე.მ.ძ კოეფიციენტი 52-55 მკვ.კ) თვისებების რეგულირებისათვის (ე.მ.ძ., წინაღობა, სიმტკიცე).
პრაზეოდიმიუმის მარილები გამოიყენება, როგორც დამძრავი რეაგენტი[2].
პრაზეოდიმიუმის შენადნობები გერმანიუმთან და სილიციუმთან გამოიყენება როგორც ზეგამტარი მასალა. პრაზეოდიმიუმი გამოიყენება მაგნიტის გულების და კათოდების ეფექტიანობის მოსამატებლად (ელექტროვაკუუმის ტექნიკაში).
პრაზეოდიმიუმი წარმოადგენს მიშმატელის კომპონენტს, ფოლადის მალეგირებელ მინარევს. შედის მაგნიუმისა კობალტის და ნიკელის შენადნობების შემადგენლობაში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965
- ↑ Shift Reagents in NMR Spectroscopy
პერიოდული ცხრილი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | |||||||||||||||||||||||||
1 | H | He | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2 | Li | Be | B | C | N | O | F | Ne | ||||||||||||||||||||||||||||||||||
3 | Na | Mg | Al | Si | P | S | Cl | Ar | ||||||||||||||||||||||||||||||||||
4 | K | Ca | Sc | Ti | V | Cr | Mn | Fe | Co | Ni | Cu | Zn | Ga | Ge | As | Se | Br | Kr | ||||||||||||||||||||||||
5 | Rb | Sr | Y | Zr | Nb | Mo | Tc | Ru | Rh | Pd | Ag | Cd | In | Sn | Sb | Te | I | Xe | ||||||||||||||||||||||||
6 | Cs | Ba | La | Ce | Pr | Nd | Pm | Sm | Eu | Gd | Tb | Dy | Ho | Er | Tm | Yb | Lu | Hf | Ta | W | Re | Os | Ir | Pt | Au | Hg | Tl | Pb | Bi | Po | At | Rn | ||||||||||
7 | Fr | Ra | Ac | Th | Pa | U | Np | Pu | Am | Cm | Bk | Cf | Es | Fm | Md | No | Lr | Rf | Db | Sg | Bh | Hs | Mt | Ds | Rg | Cn | Nh | Fl | Mc | Lv | Ts | Og | ||||||||||
|