დუღილის ტემპერატურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუღილის ტემპერატურა, დუღილის წერტილი — არის ტემპერატურა, რომლის დროსაც ხდება სითხის დუღილი, მუდმივი წნევის პირობებში. დუღილის ტემპერატურა შეესაბამება გაჯერებული ორთქლის ტემპერატურას რომელიც მდუღარე სითხის ზედაპირის სიბრტყეზე არის, რადგანაც თვითონ სითხე ყოველთვის გადახურებულია ვიდრე მისი დუღილის ტემპერატურა.

კლაპეირონ-კლაუზიუსის განტოლების მიხედვით წნევის ზრდასთან ერთად მატულობს დუღილის ტემპერატურაც. ნივთიერების დუღილის ზღვრულ ტემპერატურას წარმოადგენს კრიტიკული წერტილი.