ტუტემიწა ლითონები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯგუფი → 2
↓ პერიოდი
2 Be4
3 Mg12
4 Ca20
5 Sr38
6 Ba56
7 Ra88
ტუტემიწა ლითონები

ტუტემიწა ლითონები წარმოადგენენ მეორე ჯგუფის ელემენტებს მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში: ბერილიუმი (Be), მაგნიუმი (Mg), კალციუმი (Ca), სტრონციუმი (Sr), ბარიუმი (Ba) და რადიუმი (Ra). პერიოდული სისტემის ამ სპეციფიკურმა ჯგუფმა სახელი მათი ოქსიდებიდან მიიღო, რომლებისგანაც ძირითადად ადვილად მიიღება შესაბამისი ტუტეები. ეს ოქსიდები ისეთ მაღალ ტემპერატურებზე ლღვებიან, რომ მყარი („მიწა“) რჩება ხანძრის დროსაც. გარდა ბერილიუმისა და მაგნიუმისა, ამ ლითონებს ახასიათებთ სხვადასხვა ფერის კაშკაშა ალი წვისას: აგურისფერი კალციუმს, შინდისფერი სტრონციუმს, მწვანე ბარიუმს და ჟოლოსფერი რადიუმს.

ისევე, როგორც სხვა ჯგუფის ელემენტები, ამ ჯგუფის ელემენტებიც გვიჩვენებენ კანონზომიერებას ელექტრონულ კონფიგურაციაში, განსაკუთრებით კი ბოლო შრეში, რომელიც განსაზღვრავს მათ ქიმიურ ქცევას:

ენერგეტიკულ დონეებზე ელექტრონების განაწილება
Z ელემენტი ელექტრონების განაწილება ენერგეტიკულ დონეებზე
4 ბერილიუმი 2, 2
12 მაგნიუმი 2, 8, 2
20 კალციუმი 2, 8, 8, 2
38 სტრონციუმი 2, 8, 18, 8, 2
56 ბარიუმი 2, 8, 18, 18, 8, 2
88 რადიუმი 2, 8, 18, 32, 18, 8, 2

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: