დნობის კუთრი სითბო
დნობის კუთრი სითბო, დნობის ენტალპია, კრისტალიზაციის კუთრი სითბო (სიმბოლო: λ) — სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა დნობის ტემპერატურაზე ერთეული მასის კრისტალური ნივთიერების სითხედ გადაქცევისათვის, ანუ სხვა სიტყვებით — ნივთიერების ერთეული მასის დნობის სითბო.
დნობის სითბო — სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა წონასწორული იზობარულ-იზოთერმული პროცესის დროს ნივთიერების გადასაყვანად მყარი (კრისტალური) მდგომარეობიდან თხევადში.
დნობის კუთრი სითბო აღინიშნება ასო (ბერძნული ლამბდა) დნობის კუთრი სითბოს გამოსათვლელი ფორმულაა: , სადაც — დნობის კუთრი სითბოა, — სითბოს რაოდენობა, მიღებული ნივთიერების მიერ დნობისას (ან გამოყოფილი კრასტალიზაციისას), — გასადნობი (კრისტალიზებად) ნივთიერების მასა.
დნობის კუთრი სითბო იზომება კალ/გ, კკალ/კგ და ჯ/კგ ერთეულებით. არსებობს აგრეთვე მოლური (გრამ-ატომური) დნობის სითბო, (ჯ/მოლ, კკალ/მოლ ან კალ/მოლ) დნობის სითბო.
| ნივთიერება | დნობის კუთრი სითბო (კჯ/კგ) |
|---|---|
| ალუმინი | 390 |
| რკინა | 277 |
| ოქრო | 66.2 |
| ყინული | 335 |
| სპილენძი | 213 |
| ნაფტალინი | 151 |
| კალა | 60.7 |
| პლატინა | 101 |
| ვერცხლისწყალი | 12 |
| ტყვია | 25 |
| ვერცხლი | 105 |
| თუთია | 102 |
| თუჯი (თეთრი) | 14 |
| თუჯი (ნაცრისფერი) | 100 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 599.
- Енохович А. С. Краткий справочник по физике. — М.: Высшая школа, 1976. — С. 114. — 288 с.