შინაარსზე გადასვლა

სამარიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამარიუმი
62Sm
150.36
4f6 6s2
სამარიუმი, 62Sm
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ლითონი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Sm)
150.36±0.02
150.36±0.02 (დამრგვალებული)
სამარიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი


Sm

Pu
პრომეთიუმისამარიუმიევროპიუმი
ატომური ნომერი (Z) 62
პერიოდი 6 პერიოდი
ბლოკი f-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Xe] 4f6 6s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 24, 8, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
1072 °C ​(1345 K, ​1962 °F)
დუღილის
ტემპერატურა
1900 °C ​(2173 K, ​3452 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 7.52 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 7.16 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 8.62 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 192 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 29.54 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 1001 1106 1240 (1421) (1675) (2061)
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი 0, +1, +2, +3
ელექტროდული პოტენციალი Sm←Sm3+ −2.30
Sm←Sm2+ −2.67
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.17
იონიზაციის ენერგია
  • 1: 544.5 კჯ/მოლ
  • 2: 1070 კჯ/მოლ
  • 3: 2260 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 180 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 198±8 პმ
მოლური მოცულობა 19.9 სმ3/მოლი

სამარიუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა რომბიედრული
ბგერის სიჩქარე 2130 მ/წმ (20 °C)
თერმული გაფართოება 12.7 µმ/(მ·K)
თბოგამტარობა 13.3 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
იუნგას მოდული 49.7 გპა
წანაცვლების მოდული 19.5 გპა
დრეკადობის მოდული 37.8 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.274
ვიკერსის მეთოდი 410–440 მპა
ბრინელის მეთოდი 440–600 მპა
CAS ნომერი 7440-19-9
ისტორია
სახელწოდება მომდინარეობს მინერალ სამარსკიტის სახელის მიხედვით
აღმომჩენი და პირველი მიმღებია ლეკოკ დე ბუაბოდრანი (1879)
სამარიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
144Sm 3.08% სტაბილური
145Sm სინთ 340 დღ-ღ ε 145Pm
146Sm სინთ 6.8×107 წ α 142Nd
147Sm 15.00% 1.06×1011 წ α 143Nd
148Sm 11.25% 7×1015 წ α 144Nd
149Sm 13.82% სტაბილური
150Sm 7.37% სტაბილური
151Sm სინთ 94.6 წ β 151Eu
152Sm 26.74% სტაბილური
153Sm სინთ 46.284 სთ β 153Eu
154Sm 22.74% სტაბილური

სამარიუმი[1][2] (ლათ. Samarium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 62, ატომური მასა — 150.36, tდნ — 1072 °C, tდუღ — 1900 °C, სიმკვრივე — 7.52 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-მოთეთრო, იშვიათ მიწათა ლითონი. სამარიუმი ბუნებაში გვხვდება ექვსი მდგრადი და ერთი რადიოაქტიული იზოტოპის სახით. 1879 წელს აღმოაჩინა ლეკოკ დე ბუაბოდრანმა სამარიუმის ოქსიდის სახით. დედამიწის ქერქში მასის მიხედვით სამარიუმის შემცველობაა 7×10−4 %. სამარიუმის ჟანგვის ხარისხია +2, +3. ღებულობენ ტრიფთორიდის აღდგენით. იყენებენ შენადნობების, ნათურების დასამზადებლად და სხვა.

ისტორია და სახელწოდების წარმომავლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელემენტი გამოყოფილ იქნა მინერალ სამარსკიტიდან ((Y,Ce,U,Fe)3(Nb,Ta,Ti)5O16). ამ მინერალს 1847 წელს სახელი მიეცა რუსი სამთო ინჟინერის პოლკოვნიკ ვასილი სამარსკი-ბიხოვეცის პატივსაცემად (გერმანელი ქიმიკოსის ჰენრიხ როზეს წარდგენით, რომელსაც სამარსკიმ გადასცა ამ მინერალის ნიმუშები). ახალი, ადრე უცნობი ელემენტი სამარსკიტში აღმოჩენილი იქნა სპექტროსკოპიულად ფრანგი ქიმიკოსების 1878 წელს ლაფონტენის და 1879 წელს პოლ ემილ ლეკოკ დე ბუაბოდრანის მიერ. 1880 წელს აღმოჩენა დამტკიცებული იქნა შვეიცარიელი ქიმიკოსის ჟან შარლგალისარდ მარინიაკის მიერ. სუფთა ლითონური სამარიუმი პირველად ქიმიურად გამოყოფილი იქნა მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში.

სამარიუმის შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს 8 გრ/ტ, ოკეანის წყალში 1,7×10−6 მგრ/ლ[3].

სამარიუმი შედის ლანთანოიდების შემადგენლობაში, რომლებიც ხშირად გვხვდება აშშ-ში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სკანდინავიაში.

ბუნებრივი სამარიუმი შედგება ოთხი სტაბილური იზოტოპისაგან 144Sm (იზოტოპური გავრცობადობა 3,07 %), 150Sm (7,38 %), 152Sm (26,75 %), 154Sm (22,75 %) და სამი სუსტრადიოაქტიური იზოტოპისაგან 147Sm (14,99 %, ნახევარდაშლის პერიოდი — 106 მილიარდი წელი), 148Sm (11,24 %; 7×1015 წელი), 149Sm (13,82 %; > 2×1015 წელი, ზოგ წყაროში აღნიშნულია როგორც სტაბილური). ასევე არსებობს ხელოვნურად სინთეზირებული სამარიუმის იზოტოპები, რომელთა შორის ყველაზე ხანგრძლივად არსებულია — 146Sm (ნახევარდაშლის პერიოდი — 103 მილიონი წელი) და 151Sm (90 წელი).

სტანდარტული ატომური მასა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარიუმის სტანდარტულ ატომურ მასად მიღებულია — 150.36, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად.

იზოტოპი Z N ატომური მასა
(მ.ა.ე.)
% ბუნებაში საშუალო
შეწონილი
144Sm 62 82 143,911999 3.08% 4.4324895692
147Sm 62 85 146,9148979 15.00% 22.037234685
148Sm 62 86 147,9148227 11.25% 16.640417553
149Sm 62 87 148,9171847 13.82% 20.580354925
150Sm 62 88 149,9172755 7.37% 11.048903204
152Sm 62 90 151,9197324 26.74% 40.623336443
154Sm 62 92 153,9222093 22.74% 35.001910394
Ar, სტან.(Nd) 100% 150.36464677

ლითონურ სამარიუმს მიიღებენ მეტალოთერმული და ელექტოლიტური მეთოდით, წარმოების სტრუქტურის და ეკონომიკური მონაცემების გათვალისწინებით. სამარიუმის მსოფლიო წარმოება შეფასებულია რამდენიმე ასეულ ტონად, მისი უდიდესი ნაწილი მოიპოვება იონოგამცვლელი მეთოდით მონაციტის ქვიშისაგან.

99—99,9 % სიწმინდის სამარიუმის ზოდების ფასი მერყეობს მიახლოებით 50-60 დოლარი 1 კილოგრამზე.

ფიზიკური თვისებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლითონური სამარიუმი არის — ლითონი რომელიც შესახედად ჰგავს ტყვიას, ხოლო მექანიკური თვისებებით - თუთიას.

ჰაერზე სამარიუმი ნელა იჟანგება, ჯერ იფარება მუქი ფერის ოქსიდის ფენით Sm2O3, ხოლო შემდეგ — ფხვნილად დაშლის დროს იღებს მოყვითალო ელფერს.

სამარიუმი — მაღალაქტიური ლითონია. ის იხსნება მჟავეებში, იწვის ჰაერზე (ოქსიდის წარმოქმნით), რეაგირებს აზოტთან (ნიტრიდის წარმოქმნით), ნახშირბადთან (კარბიდების წარმოქმნით), ჰალკოგენიდებთან (მონო- და ორ-სამ ვალენტიანი სულფიდების, სელენიდების, ტელურიდების წარმოქმნით), წყალბადთან (ჰიდრიდების წარმოქმნით), სილიციუმთან (სილიციდების წარმოქმნით), ბორთან (ბორიდების წარმოქმნით), ფოსფორთან (ფოსფიდები), დარიშხანთან (არსენიდები), სტიბიუმთან (ანტიმონიდები), ბისმუტთან (ბისმუტიდები) და ყველა ჰალოგენიდებთან (ფთორიდები, ქლორიდები, ბრომიდები, იოდიდები).

სამარიუმი ფართოდ გამოიყენება ზემძლავრი მუდმივი მაგნიტების წარმოებისათვის, კობალტთან და სხვა ელემენტების შენადნობებში. თუმცა ბოლო წლებში შეიმჩნევა ამ მაგნიტებში სამარიუმის ჩანაცვლება ნეოდიმიუმით, ამის მიუხედავად სამარიუმის შენადნობების შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება.

სამარიუმის და კობალტის შენადნობების ლეგირებით ისეთი ელემენტებით, როგორიცაა ცირკონიუმი, ჰაფნიუმი, სპილენძი, რკინა და ვერცხლისწყალი მიღწეულია კოერციტიული ძალის და ინდუქციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები. ასევე მის საფუძველზე შესაძლებელია მუდმივი მანითების შექმნა რომლებიც 3-ჯერ და უფრო მეტჯერ უკეთესი მახასიათებლები აქვთ მაგნუტური ენერგიისა და ველის მიხედვით, ვიდრე სხვა მაგნიტურ შენადნობებს რომლებიც იშვიათმიწა ლითონების საფუძველზე არიან შექმნილნი.

ეხლახან აღმოჩენილ თერმო-ე.მ.ძ-ის გენერაციის ეფექტს სამარიუმის მონოსულფიდში SmS აქვს საკმაოდ მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი მიახლოებით 50%[4]. უკვე SmS მონოკრისტალის გახურებისას 130 °C-მდე (რაც ხსნის პერსპექტივას დაბალპოტენციური სითბოს უტილიზაციისა) ამ ეფექტისა და თერმოელექტრული ემისიის ერთობლივი ექსპლუატაციის შემთხვევაში ან კლასიკურ თერმოელემენტებთან, ადვილად შეიძლება მიღწეულ იქნას ელექტროენერგიის გამომუშავების მ.ქ.კ. 67—85 %-მდე, რაც ძალიან აქტუალურია ორგანული საწვავების შეზღუდული მარაგის შემცირების გამო. უკვე დღეს საცდელი გენერატორები კონკურენტუნარიანნი არიან ყველანაირი სითბური ძრავასთან შედარებით (დიზელისა და სტირლინგის ძრავების ჩათვლით), რაც იძლევა საშუალებას ვიფიქროთ ავტომობილში ამ ეფექტის დანერგვის შესახებ როგორც ძირითადი ძალური დანადგარისა. იმის გათვალისწინებით რომ სამარიუმი მეტად რადიაციამედეგია, სამარიუმის მონოსულფიდი შეიძლება გამოყენებული იქნას ატომური რეაქტორების კონსტრუირებისას. ის პირდაპირ გარდაქმნის თბო და ნაწილობრივ იონიზირებად გამოსხივებას ელექტროენერგიად (კოსმოსური რეაქტორები, ღრმა კოსმოსის რეაქტორები). ასე რომ, სამარიუმის მონოსულფიდი ახლო მომავალში დაიკავებს ერთ ერთ მოწინავე ადგილს მცირე და დიდ ენერგეტიკაში, კოსმოსური ბაზირების და ავიაციური ტრანსპორტის ატომური ძალური დამადგარების წარმოებაში, მომავლის ავტომობილების ძალოვანი დანადგარების წარმოებაში, საყოფაცხოვრებო და სამხედრო საჭიროების კომპაქტური და მძლავრი დენის წყაროების წარმოებაში. საინტერესოა აღინიშნოს, ის გარემოება, რომ სამარიუმის მონოსულფიდის საფუძველზე ადვილად გადასაწყვეტია ამოცანა ავტომობილური ტრანსპორტის ბირთვული ძალოვანი დანადგარების შესაქმნელად, და ამასთან საკმაოდ უსაფრთხოსი (ბირთვული ავტომობილი).

როგორც ელექტრული მასალა შეზღუდულად გამოიყენება სამარიუმის ტელურიდი (თერმო-ე.მ.ძ 320 მკვ/К).

ბირთვული ენერგეტიკაში სამარიუმი გამოიყენება ატომური რეაქტორის სამართავად, რადგანაც ბუნებრივი სამარიუმისათვის სითბური ნეიტრონების მიტაცების განიკვეთი 6800 ბარნზე მეტია. სამარიუმი სხვა მითაცების მაღალი განიკვეთის მქონე ელემენტებთან განსხვავებით (ბორი, კადმიუმი) რეაქტორში «არ გამოიწვება», რადგანაც ინტენსიური ნეიტრონული დასხივებისას წარმოიქმნება სამარიუმის შვილობილი იზოტოპები, რომლებსაც ასევე აქვთ ნეიტრონების მიტაცების დიდი განიკვეთი. სითბული ნეიტრონების მიტაცების ყველაზე დიდი განიკვეთი სამარიუმის იზოტოპებს შორის (ბუნებრივ ნარევში) აქვს სამარიუმ-149 (41000 ბარნი). ატომურ მრეწველობაში გამოიყენება ჟანგი (სპეციალური მინანქარი და მინები), ჰექსაბორიდი და კარბიდი (მარეგულირებელი ღეროები), სამარიუმის ბორატი.

სამარიუმის და სტრონციუმის მანგანატები ფლობენ გიგანტურ მაგნიტოკალორიული ეფექტს და შეიძლება გამოყენებულ იქნან მაგნიტური მაცივრების კონსტრუირებისას.

სამარიუმის მოლიბდატი ფლობს მეტად დიდ მაგნიტოელექტრულ ეფექტს, ვიდრე, მაგალითად, გადოლინიუმის მოლიბდატი, და ახლა ინტენსიურად შეისწავლება.

სამარიუმის ოქსიდი გამოიყენება სპეციალური ლუმინესცენტნური და ინფრაწითელი გამოსხივების მშთანთქავი მინების ცარმოებისას.

სამარიუმის ოქსიდი გამოირჩევა მეტად მაღალი ცეცხლმედეგობით, აქტიური ლითონების შენაერთების (შენადნობები) მიმართ მედეგობით და ლღვობის მაღალი ტემპერატურით (2270 °C). ამის გამო ის გამოიყენება როგორც კარგი ცეცხლგამძლე მასალა.

გამოყენების სხვა დარგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარიუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაზერული გამოსხივების ასამოქმედებლად თხევად და მყარ გარემოებში. სამარიუმი ასევე გამოიყენება როგორც ლუმინოფორების აქტივატორი, ფერადი ტელევიზორების და მობილური ტელეფონების ცარმოებაში.

ლითონური სამარიუმი გამოიყენება მბჟუტავი განმუხტვის სტარტერის ელექტროდების წარმოებაში.

სამარიუმის ზესუფთა ოქსიდი გამოიყენება მიკროელექტრონიკაში როგორც დიელექტრიკი.

სამარიუმის ბიოლოგიური როლი ძალიან სუსტადაა შესწავლილი. ცნობილია, რომ ის ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. სამარიუმისა და მისი ნაერთების ტოქსიკურობა, როგორც სხვა იშვიათმიწა ელემენტებისა, არც ისე მაღალია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 193
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 707.
  3. J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965
  4. http://www.ioffe.rssi.ru/journals/ftt/2001/03/p423-426.pdf