პარამაგნეტიკი
პარამაგნეტიკი — ნივთიერება, რომელიც გარე მაგნიტურ ველში მაგნიტდება ველის გასწვრივ. როცა გარე ველი არ არსებობს პარამაგნეტიკი დამაგნიტებული არ არის. პარამაგნეტიკის ატომებს (იონებს) აქვს საკუთარი მაგნიტური ომენტი, მაგრამ ფერო- და ანტიფერომაგნეტიკებისათვის დამახასიათებელი მაგნიტური სტრუქტურა პარამაგნეტიკს არა აქვს. გარე მაგნიტური ველის გავლენით პარამაგნეტიკის ატომთა (იონთა) მაგნიტური მომენტები (პარამაგნტიტური ლითონებისათვის — გამტარობის ელექტრონების მაგნიტური მომენტები) უპირატესად ველის გასწვრივ ორიენტირდება, რის შედეგად პარამაგნეტიკი იძენს ჯამურ მაგნიტურ M მოენტს, რომელიც ველის დაძაბულობის პროპორციულია და მიმართულია ის გასწვრივ. ამიტომ პარამაგნეტიკის მაგნიტური ამთვისებლობა ყოველთვის დადებითია, სადაც ერთი მოლის ამთვისებლობაა. პარამაგნეტიკებია მოლეკულური ჟანგბადი , ტუტე და ტუტემიწა ლითონები და სხვა. ზოგიერთი პარამაგნეტიკის პარამაგნეტიზმს განაპირობებს ბირთვების მაგნიტური მომენტები (მაგალითად ).
| ნივთიერება | მაგნიტური ამთვისებლობა ·10-5 (სმ3/მოლ) |
|---|---|
| ვოლფრამი W | 7.8 |
| ცეზიუმი Cs | 6.1 |
| ალუმინი Al | 3.2 |
| ლითიუმი Li | 2.4 |
| მაგნიუმი Mg | 2.2 |
| ნატრიუმი Na | 3.72 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 680.