ოგანესონი (ქიმიური სიმბოლო — ; ლათ.Oganesson), ადრე დროებით იწოდებოდა, როგორც უნუნოქტიუმი (ქიმიური სიმბოლო — ; ლათ.ununtrium) ან ეკა-რადონი — დიმიტრი მენდელეევისპერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის მეთვრამეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის) ქიმიური ელემენტი. ატომური ნომერი — 118. ოგანესონი ყველაზე მძიმე ატომური მასის მქონე ქიმიური ელემენტი მენდელეევის პერიოდულ სისტემაში. ის ბუნებაში არ გვხდება და მისი მიღება მოხდა ლაბორატორიაში სინთეზირების შედეგად. ძლიერ რადიოაქტიულია, ამის გამო დღემდე მისი რამდენიმე ატომია გამოკვლეული.[1]ოგანესონის ნახევრად დაშლის პერიოდია 0.89 მილიწამი. პირველად მიღებულ იქნა 2002 წელს ქ. დუბნას ატომური კვლევების გაერთიანებული უნივერსიტეტში. 2015 წელს მას მიანიჭეს სახელწოდება ოგანესონი, იური ოგანესიანის საპატივცემულოდ, რომელიც იყო იმ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რომელშიც პირველად იქნა სინთეზირებული ახალი ელემენტი. 2015 წლის დეკემბერში თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირიმა (IUPAC) და თეორიული და გამოყენებითი ფიზიკის საერთაშორისო კავშირმა (IUPAP) ქიმიური ელემენტი ოფიციალურად აღიარა და პერიოდულობის სისტემაში ადგილი მიუჩინა.[2]ამ ელემენტს დღემდე აღმოჩენილთაგან უდიდესი ატომური ნომერი და ატომური მასა აქვს. ოგანესონს ელემენტ 118-ის სახელითაც მოიხსენიებენ.