იტერბიუმი
იტერბიუმი / Ytterbium (Yb) ![]() | |
---|---|
ელემენტის რიგითი ნომერი | 70 |
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | პლასტიკური, მოვერცხლისფრო ფერის ლითონი, მიეკუთვნება იშვიათმიწა ელემენტებს |
ატომის თვისებები | |
ატომური მასა (მოლური მასა) |
173,04 მ. ა. ე. (გ/მოლი) |
ატომის რადიუსი | 194 პმ |
იონიზაციის ენერგია (პირველი ელექტრონი) |
1): 603,0 (6,25) 2): 3): კჯ/მოლი (ევ) |
ელექტრონული კონფიგურაცია | [Xe] 4f14 6s2 |
ქიმიური თვისებები | |
კოვალენტური რადიუსი | 170 პმ |
იონური რადიუსი | (+3e) 85.8 (+2e) 93 პმ |
ელექტროუარყოფითობა (პოლინგის თანახმად) |
1,1 |
ელექტროდული პოტენციალი | Yb←Yb3+ -2,22 ვ Yb←Yb2+ -2,8 |
ჟანგვის ხარისხი | 3, 2 |
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები | |
ნივთიერების სიმკვრივე | 6,9654 გ/სმ³ |
ხვედრითი თბოტევადობა | 26,7[1] ჯ/(კ·მოლი) |
თბოგამტარობა | (34,9) ვტ/(მ·კ) |
დნობის ტემპერატურა | 1 097 კ |
დნობის სითბო | 3,35 კჯ/მოლი |
დუღილის ტემპერატურა | 1 466 კ |
აორთქლების სითბო | 159 კჯ/მოლი |
მოლური მოცულობა | 24,8 სმ³/მოლი |
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი | |
მესრის სტრუქტურა | კუბური წახნაგცენტრირებული |
მესრის პერიოდი | 5,490 Å |
შეფარდება | n/ |
დებაის ტემპერატურა | კ |
ემისიური სპექტრი | |
იტერბიუმი |
70 Yb |
173,04 |
[Xe] 4f14 6s2 |
იტერბიუმი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის მეასამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერით 70. აღინიშნება სიმბოლოთი Yb (ლათ. Ytterbium). მიეკუთვნება იშვიათმიწა ელემენტებს (იტერიუმის ქვეჯგუფს).
მარტივი ნივთიერება იტერბიუმი (CAS-ნომერი: 7440-64-4) — მოვერცხლისფრო მოთეთრო-რუხი ფერის ლითონია. რსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციით: α-Yb სპილენძის ტიპის კუბური მესერით და β-Yb α-Fe ტიპის კუბურ წახნაგცენტრირებული მესერით, გადასვლის ტემპერატურა α↔β 792 °C.
სახელწოდების წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კიდევ სამ ელემენტთან (ტერბიუმის, იტრიუმის, ერბიუმის) ერთად მიიღო სახელწოდება სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ რესარიოზე არსებული სოფლის იტერბიუს პატივსაცემად, სადაც ნაპოვნი იქნა მინერალი საიდანაც იქნა აღმოჩენილი ეს ელემენტი.
ბუნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედამიწის ქერქში მისი კლარკია (ტეილორის მიხედვით) 0,33 გრ/ტ, ოკეანის წყალში მისი შემცველობა 2×10−6[2].
მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იტერბიუმის მიღების ძირითადი მეთოდებია იტერბიუმის(III) ოქსიდის აღდგენა ვაკუუმში ნახშირბადთან ან ლანთანთან ერთად, ასევე ქლორიდის YbCl3 განალღვობის ელექტროლიზით.
ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
99-99,9 %-იანი სიწმინდის ლითონური იტერბიუმის ფასი 2006 წელს შეადგენდა 260—420 დოლარს 1 კგ-ზე.
გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლაზერული მასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იტერბიუმის იონები გამოიყენებიან ლაზერული გამოსხივების გენერაციისათვის გამოსხივების ტალღის სიგრძით 1,06÷1,07 მკმ, ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში, და იტერბიუმის ოქსიდის სახით გამოიყენება მძლავრი ბოჭკოვანი ლაზერის წარმოებაში. ჰოლმიუმის იონებით ლეგირებული ბარიუმის ფტორიდი-იტერბიუმის ფტორიდის მონოკრისტალური შენადნობი, გამოიყენება როგორც ძლიერი და ტექნოლოგიური ლაზერული მასალა.
თერმოელექტრული მასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იტერბიუმის მონოტელურიდი წარმოადგენს პერსპექტიულ თერმოელექტრულ მასალას (თერმო-ე.მ.ძ. 680 მკვ/К).
მაგნიტური მასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იტერბიუმის საფუძველზე იწარმოება სხვადასხვაგვარი მაგნიტური შენადნობები.
ბირთვული ენერგეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იტერბიუმის ბორატი ნახულობს გამოყენებას ატომურ ტექნიკაში (სპეციალური მინანქარი და მინა).
ელექტრონიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იტერბიუმის ოქსიდი გამოიყენება როგორც დიელექტრიკი სილიციუმის ტრანზისტორის წარმოებაში.
სპეციალური ბირთვული კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ატომურ რეაქტორში იტერბიუმის ნეიტრონებით დასხივებისას ნაწილობრივ გარდაიქმნება იზომერში ჰაფნიუმ-178 — 178m2Hf. არსებობს წინადადება ამ იზომერის როგორც ენერგიის აკუმულატორის გამოყენებისა, თუმცა ეს პროექტი მხოლოდ კვლევის სტადიაშია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ რედკოლ.:კნუნიანცი (მთ. რედ.), ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად, ტ. 2, მოსკოვი: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1990. — გვ. 671.
- ↑ J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965
პერიოდული ცხრილი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | |||||||||||||||||||||||||
1 | H | He | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2 | Li | Be | B | C | N | O | F | Ne | ||||||||||||||||||||||||||||||||||
3 | Na | Mg | Al | Si | P | S | Cl | Ar | ||||||||||||||||||||||||||||||||||
4 | K | Ca | Sc | Ti | V | Cr | Mn | Fe | Co | Ni | Cu | Zn | Ga | Ge | As | Se | Br | Kr | ||||||||||||||||||||||||
5 | Rb | Sr | Y | Zr | Nb | Mo | Tc | Ru | Rh | Pd | Ag | Cd | In | Sn | Sb | Te | I | Xe | ||||||||||||||||||||||||
6 | Cs | Ba | La | Ce | Pr | Nd | Pm | Sm | Eu | Gd | Tb | Dy | Ho | Er | Tm | Yb | Lu | Hf | Ta | W | Re | Os | Ir | Pt | Au | Hg | Tl | Pb | Bi | Po | At | Rn | ||||||||||
7 | Fr | Ra | Ac | Th | Pa | U | Np | Pu | Am | Cm | Bk | Cf | Es | Fm | Md | No | Lr | Rf | Db | Sg | Bh | Hs | Mt | Ds | Rg | Cn | Nh | Fl | Mc | Lv | Ts | Og | ||||||||||
|