შინაარსზე გადასვლა

აგრეგატული მდგომარეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა — ერთი და იმავე ნივთიერების (მაგალითად, წყლის, რკინის, გოგირდის) მდგომარეობანი, რომელთა შორის გადასვლებს თან ახლავს თავისუფალი ენერგიის, ენტროპიის, სიმკვრივისა და სხვა ძირითადი ფიზიკური სიდიდეების ნახტომისებრი ცვლილება.

გამოყოფენ ნივთიერების ოთხ აგრეგატულ მდგომარეობას: მყარს, თხევადს, აირულსა და პლაზმურს. მაგალითად წყალი ნორმალური წნევის (101 325 ნ.მ2=760 მმ ვწყ. სვ) დროს და 0°C-ზე კრისტალდება ყინულად, ხოლო 100°C-ზე დუღს და ოღტქლად გარდაიქმნება, ე. ი. წყალს შეუძლია არსებობდეს მყარ, თხევად და აირისებრ აგრეგატულ მდგომარეობაში. ნივთიერების რამდენიმე აგრეგატული მდგომარეობის არსებობას განაპირობებს განსხვავება ნივთიერების მოლეკულების (ატომების) სითბური მოძრაობის ხასიათსა და მათს ურთიერთქმედებას შორის.