ეთანოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეთილის სპირტი)
ეთანოლი
ეთანოლი: ქიმიური ფორმულა
ეთანოლი: მოლეკულის ხედი
ეთანოლი: სტრუქტურა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაეთანოლი[1]
ტრადიციული სახელწოდებაალკოჰოლი, სასმელი ალკოჰოლი, EtOH, ეთილ ალკოჰოლი, ეთილ ჰიდრატი, ეთილ ჰიდროქსიდი, ეთილოლი, ჰიდროქსიეთანი, მეთილკარბინოლი.
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა46.069 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე0.7893 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−114.14 ± 0.03 °C
დუღილის ტემპერატურა78.24 ± 0.09 °C
ქიმიური თვისებები
pKa15.9 (H2O), 29.8 (DMSO)[2][3]
სტრუქტურა
დიპოლური მომენტი 1.69 D[4] 
უსაფრთხოება
LD507340
კლასიფიკაცია
CAS 64-17-5
PubChem702
SMILES
  • CCO

ეთანოლი, ეთილის სპირტიორგანული ნივთიერება. მიეკუთნება სპირტების ჯგუფს. არის მარტივი, ერთატომიანი სპირტი. ქიმიური ფორმულა C2H6O, ზოგჯერ გამოსახავენ როგორც CH3−CH2−OH ან C2H5 OH(რათა ეთანოლის მოლეკულაში სპირტის ფუნქციონალური ჯგუფი უკეთ შესამჩნევი იყოს). ეთანოლი არის აქროლადი, ცეცხლსაშიში, თხევადი და ფსიქოაქტიური ნივთიერება. მას შეიცავს ყველა ალკოჰოლური სასმელი. არის სპირტული დუღილის მთავარი პროდუქტი, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმების საშუალებით.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთანოლს აქვს ფართო გამოყენება. ყველაზე მეტად მას იყენებენ ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად, ასევე, გამოიყენება გამხსნელად ქიმიაში, მედიცინაში მეთანოლის ანტიდოტად[5] და ეთილენგლიკოლით მოწამვლის დროს[6], ფარმაკოლოგიაში, დეზინფექციისთვის (რადგან აქვს ბაქტერიოციდული თვისება), სარაკეტო საწვავად და ასე შემდეგ. წარმოადგენს ალტერნატიულ საწვავს.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთილენის ჰიდრატაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მჟავური კატალიზატორის თანაობით ხდება წყლის მიერთება, კატალიზატორად გამოყენებულია ფოსფორმჟავა[7]:

C2H2 + H2O → CH3CH2OH

სხვაგვარად ჯერ ეთანოლი შედის რეაქციაში კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან და მიიღება ეთილის სულფატი, შემდეგ ხდება ეთილის სულფატის ჰიდრატაცია და მიიღება ეთანოლი და გოგირდმჟავ (გოგირდმჟავა ამ რეაქციაში გამოყენებულია როგორც კატალიზატორი)[8].

C2H2 + H2SO4 → CH3CH2SO4H
CH3CH2SO4H + H2O → CH3CH2OH + H2SO4

ფერმენტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერმენტაციით მიიღება ალკოჰოლური სასმელები როგორიცაა, მაგალითად, ღვინო. საწყისი პროდუქტებია მონოსაქარიდი გლუკოზა და დისაქარიდი საქაროზა(ჩვეულებრივი შაქარი):

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტერიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეაქცია, რომლის მთავავრი პროდუქტებია კარბონმჟავები და სპირტები რეაქციის შედეგად ისინი წარმოქმნიან რთულ ეთერებს ანუ ესტერებს და გამოიყოფა წყალი.

RCOOH + HOCH2CH3 → RCOOCH2CH3 + H2O

ესტერებს ფართო გამოყენება აქვთ გამაგრილებელ სასმელებში, ისინი წარმოადგენენ ხილის ესენციებს. სპირტის ან კარბონმჟავის კომბინაციის შეცვლით მიიღება ხილის განსხვავებული არომატი.

დეჰიდრატაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთანოლის შიგამოლეკულური დეჰიდრატაცია მიმდინარებს მაღალ ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურის შემთხვევაში მიიღება დიეთილის ეტერი. საბოლოო პროდუქტი არის ეთილენი და გამოიყოფა წყალი:[9]

CH3CH2OH → H2C=CH2 + H2O

იგივე რეაქციის შედეგად, ოღონდ დაბალი ტემპერატურის პირობებში წარმოიქმნება დიეთილის ეთერი და გამოიყოფა წყალი:

2 CH3CH2OH → CH3CH2OCH2CH3 + H2O

ტუტე ლითონებთან რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთანოლი რეაქციაში შედის ლითონური ნატრიუმთან და მიიღება ნატრიუმის ეტოქსიდი და გამოიყოფა წყალბადი.

2 CH3CH2OH + 2 Na → 2 CH3CH2ONa + H2

ჰალოგენაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთანოლი რეაქციაში შედის მარილმჟავასთან; კატალიზატორად გამოყენებულია თუთიის ქლორიდი[8]:

CH3CH2OH + HCl → CH3CH2Cl + H2O

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუფთა ეთანოლი იწვევს თვალების და კანის გაღიზიანებას[10], მოხმარება — ღვიძლის მწვავე დაზიანებებს[11]. არის ცეცხლსაშიში ნივთიერება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ethanol – Compound Summary. National Center for Biotechnology Information.
  2. Ballinger P, Long FA (1960). „Acid Ionization Constants of Alcohols. II. Acidities of Some Substituted Methanols and Related Compounds1,2“. Journal of the American Chemical Society. 82 (4): 795–798. doi:10.1021/ja01489a008.
  3. Arnett EM, Venkatasubramaniam KG (1983). „Thermochemical acidities in three superbase systems“. J. Org. Chem. 48 (10): 1569–1578. doi:10.1021/jo00158a001.
  4. (2008) CRC Handbook of Chemistry and Physics, 89, Boca Raton: CRC Press, გვ. 9–55. 
  5. Methanol poisoning. National Institute of Health (30 January 2013). ციტირების თარიღი: 6 April 2015
  6. Scalley R (September 2002). „Treatment of Ethylene Glycol Poisoning“. American Family Physician. 66 (5): 807–813. ციტირების თარიღი: 15 January 2018.
  7. Roberts, John D.; Caserio, Marjorie C. (1977) Basic Principles of Organic Chemistry. W. A. Benjamin, Inc. ISBN 978-0-8053-8329-4. თარგი:Page needed
  8. 8.0 8.1 Streitwieser, Andrew; Heathcock, Clayton H. (1976) Introduction to Organic Chemistry. MacMillan. ISBN 978-0-02-418010-0. 
  9. Zimmermann, Heinz; Walz, Roland (2008) „Ethylene“, Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. DOI:10.1002/14356007.a10_045.pub3. ISBN 978-3527306732. 
  10. Minutes of Meeting დაარქივებული 2021-04-16 საიტზე Wayback Machine. . Technical Committee on Classification and Properties of Hazardous Chemical Data ( 12–13 January 2010).
  11. Safety data for ethyl alcohol. University of Oxford (9 May 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 3 January 2011