კუთრი თბოტევადობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხვედრითი თბოტევადობა)
Jump to navigation Jump to search

კუთრი თბოტევადობა (ხვედრითი თბოტევადობა) (გახურების კუთრი სითბო ერთი გრადუსით, აღინიშნება როგორც c) ნივთიერებისათვის განისაზღვრება როგორც სითბური ენერგიის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ერთი კილოგრამი ნივთიერების ტემპერატურის ერთი გრადუსით მომატებისათვის.

კუთრი თბოტევადობის განზომილება სი სისტემაში წარმოადგენს ჯოული შეფარდებული კილოგრამი-კელვინთან. მაშასადამე, კუთრი თბოტევადობა შეიძლება განხილულ იქნას როგორც ნივთიერების ერთეული მასის თბოევადობად. კუთრი თბოტევადობის მნიშვნელობაზე მოქმედებს ნივთიერების ტემპერატურა. მაგალითად, წყლის კუთრი თბოტევადობის გაზომვისას სხვადასხვა ტემპერატურაზე მივიღებთ სხვადასხვა შედეგს 20 °C და 60 °C.

კუთრი თბოტევადობის გამოსათვლელი ფორმულა: , სადაც  — კუთრი თბოტევადობაა,  — სითბოს რაოდენობა, რომელიც მიღებულია ნივთიერების მიერ გახურებისას (ან გამოყოფილი გაცივებისას),  — გასაცხელებელი (გასაცივებელი) ნივთიერების მასა,  — ნივთიერების საბოლოო და საწყის ტემპერატურებს შორის სხვაობა.

ზოგი ნივთიერების კუთრი თბოტევადობის მნიშვნელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრილი I: კუთრი თბოტევადობის სტანდარტული მნიშვნელობები
ელემენტი აგრეგატული მდგომარეობა კუთრი
თბოტევადობა
კჯ·კგ−1·K−1
ჰაერი (მშრალი) აირი 1,005
ჰაერი (100 % ტენიანობა) აირი ≈ 1,0301
ალუმინი მყარი სხეული 0,930
ბერილიუმი მყარი სხეული 1,8245
თითბერი მყარი სხეული 0,377
სპილენძი მყარი სხეული 0,385
ალმასი მყარი სხეული 0,502
ეთანოლი სითხე 2,460
ოქრო მყარი სხეული 0,129
გრაფიტი მყარი სხეული 0,720
ჰელიუმი აირი 5,190
წყალბადი აირი 14,300
რკინა მყარი სხეული 0,444
ტყვია მყარი სხეული 0,130
თუჯი მყარი სხეული 0,540
ვოლფრამი მყარი სხეული 0,134
ლითიუმი მყარი სხეული 3,582
ვერცხლისწყალი სითხე 0,139
აზოტი აირი 1,042
ზეთი სითხე ≈ 2,000
ჟანგბადი აირი 0,920
კვარცის მინა მყარი სხეული 0,703
წყალი 373К (100 °C) აირი 2,020
ლუდის დურდო სითხე 3,9269
წყალი სითხე 4,183
წყალი 273К (0 °C) მყარი სხეული 2,060
მნიშვნელობები მოყვანილია სტანდარტულ პირობებისთვის, თუ ეს არ არის განსაკუთრებულად აღნიშნული.
ცხრილი II: კუთრი თბოტევადობის მნიშვნელობა ზოგი სამშენებლო მასალისათვის
ნივთიერება აგრეგატული მდგომარეობა კუთრი
თბოტევადობა
კჯ·კგ−1·K−1
კუთრი
თბოტევადობა
კჯ·დმ³−1·K−1
ასფალტი მყარი სხეული 0,92 1,012-1,38
მთლიანი აგური მყარი სხეული 0,84 1,344
სილიკატური აგური მყარი სხეული 1 1,2 — 2,2
ბეტონი მყარი სხეული 0,88 1,584 — 2,156
კრონგლასი (მინა) მყარი სხეული 0,67 1,709
ფლინტი (მინა) მყარი სხეული 0,503 1,761 — 2,414
ფანჯრის მინა მყარი სხეული 0,84 2,016 — 2,268
გრანიტი მყარი სხეული 0,790 2,014 — 2,22
გიფსი მყარი სხეული 1,09 2,507
მარმარილო, ქარსი მყარი სხეული 0,880 2,305 — 2,5
ქვიშა მყარი სხეული 0,835 1,19 — 1,336
ფოლადი მყარი სხეული 0,47 3,713
მიწა (ნიადაგი) მყარი სხეული 0,80
მერქანი (ხე) მყარი სხეული 1,7 0,68 — 1,36

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]