აინშტაინიუმი — (ქიმიური სიმბოლო — ; ლათ.Einsteinium) — დიმიტრი მენდელეევისპერიოდული სისტემის მესამე ჯგუფის პირველი პერიოდის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიული ქიმიური ელემენტი; განეკუთვნება ანტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია 99, ატომური მასა — 252,083. 1952 წელს აღმოჩენილია ამერიკელი მეცნიერთა ჯგუფის მიერ ბირთვული რეაქციების შედეგად მიღებულ პროდუქტებში. 1955 წელს ელემენტს სახელი ალბერტ აინშტაინის პატივსაცემად ეწოდა. ცნობილია აინშტაინიუმის რამდენიმე იზოტოპი (მათ შორის 246 მასიური რიცხვით ყველაზე მდგრადია). მისი იზოტოპები მიღებულია ციკლოტრონზე აზოტის იონებით ურანის დაბომბვისას.